2020 წლის 25 სექტემბერს პროგრამამ EU4Digital ჩაატარა რეგიონული სემინარი კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავების საკითხზე მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის. სემინარის ამოცანა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელთა მოსაზრებების მოპოვება სამსახურეობრივი ფუნქციების ოთხი კონკრეტული პროფილის ადაპტაციის შესახებ მცირე, საშუალო და მიკრო-საწარმოების რეალურ საჭიროებებთან მათსავე ქვეყნებში, და მომდევნო ნაბიჯების განხილვა ციფრული კომპეტენციების საერთო ჩარჩოს შემუშავების და ადაპტაციის თაობაზე.
სემინარი შედგებოდა სამი ძირითადი ფაზისგან – კომპეტენციების ჩარჩოს და სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილების გაცნობა, ჯგუფური დისკუსიები – სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილების გარკვევა და ადგილობრივ ექსპერტებთან შეთანხმება, და ჯგუფური სამუშაო – სამსახურეობრივი ფუნქციის პროფილის გამოყენების სავარჯიშო პერსონალის დაქირავების პროცესში.
ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს გაცნობის დროს წარმოდგენილი იყო მისი ძირითადი კომპონენტები და პოტენციური გამოყენება, ასევე სამსახურეობრივი ფუნქციების მოდელის განსაზღვრა და აქტივობები, და მისი გამოყენების დეტალური ნაბიჯები.
შემუშავებულია სამსახურეობრივი ფუნქციების შემდეგი ოთხი პროფილი:
- ციფრული ტრანსფორმაციის ფუნქცია;
- მონაცემთა სპეციალისტის ფუნქცია;
- ინფორმაციის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქცია;
- ციფრული განათლების სპეციალისტის ფუნქცია.
დისკუსიის დროს მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილები და მათი თავსებადობა ადგილობრივ ბიზნეს-გარემოსთან, ე. ი. საჭიროა თუ არა რომელიმე დავალების, კომპეტენციის, შესაბამისი საქმიანობის, ჩასაბარებელი მასალის და პასუხისმგებლობების დამატება, პერიფრაზირება ან გამოტოვება.
შემდეგ მონაწილეებს გააცნეს სახელმძღვანელო რეკომენდაციების დეტალური ნაკრები კომპეტენციების ჩარჩოს პრაქტიკაში გამოყენებისთვის და ურჩიეს ამ საშუალებების შემდეგი მიზნებით გამოყენება: სამუშაოს აღწერა, სამუშაოზე მიღება და სამუშაოს მოთხოვნების განსაზღვრა, სწავლების შედეგების განსაზღვრა და კომპეტენციების შემუშავების გზების დაგეგმვა, ასევე კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი პირობების შესაბამისი სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილების შესაქმნელად.
ჯგუფური სამუშაო წარმოადგენდა სავარჯიშოს – პერსონალის მართვის პროცესი, რომელშიც მონაწილეებს სთხოვეს როლური თამაშებით შეესრულებინათ საკადრო სპეციალისტის როლები მათ მიერ შერჩეულ მცირე ან საშუალო საწარმოებში. მათ მისცეს დავალება შეევსოთ განაცხადი ვაკანსიის შესახებ სამსახურეობრივი ფუნქციების პროფილის მოდელის მიხედვით. შემდეგ მათ უნდა განესაზღვრათ სამუშაო პროფილის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები მათ მიერვე შერჩეულ მცირე ან საშუალო საწარმოში, და დაედგინათ ნებისმიერი ხარვეზი, ან პროფილის ადაპტაციისთვის საჭირო მოთხოვნები.
პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ტრენინგების და კონფერენციების მოწყობას და პოლიტიკის დამსახველებისა და ტრენინგის პროვაიდერების სასწავლო ვიზიტებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირში მიღებული პრაქტიკის გავრცელების მიზნით.