პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები: პრაქტიკული სესია ინიციატივაში „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ (I4MS) გაერთიანებისთვის ამ საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად

  • თარიღი: 30/09/21 – 30/09/21
  • გააზიარეთ:

ინიციატივა EU4Digital აწყობს ვირტუალურ ექსკურსიას, რათა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებს შეუერთდნენ ევროკავშირის ქსელს „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“. ღონისძიება ჩატარდება საკოორდინაციო კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ 2021 წლის 30 სექტემბერს.

ღონისძიების მონაწილეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული საუბარი თემაზე ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის  – ეს არის ევროპული ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოების და საშუალო საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების ციფრულ ტრანსფორმაციას. ეს ქსელი თავდაპირველად წარმოდგენილი იქნა სპეციალურ ქსელურ ღონისძიებაზე, რომელიც მოაწყო პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციების გუნდმა თემაზე „ქსელური კავშირები ევროკავშირის ციფრული ინოვაციის ჰაბებთან კომპეტენციის ცენტრების, პლატფორმების, ინსტრუმენტების და სერვისების განვითარებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად“.

30 სექტემბრის საკონსულტაციო შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა ორგანიზაციების კონკრეტულად შერჩეული ჯგუფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: ბიზნეს-ასოციაციები, რომლებიც პოტენციურად ხელს უწყობს ადგილობრივ სამრეწველო მცირე და საშუალო ბიზნესს, და სპეციალიზებული ტექნოლოგიური ექპერტიზის მქონე კომპეტენციის ცენტრები. შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მხარეების ხელშეწყობა ინიციატივაში „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ გაერთიანებისთვის სპეციალურად შექმნილი სივრცის საშუალებით, და მათი კონსულტირება კონკრეტული სერვისების გამოყენების თაობაზე.

ვირტუალურ ექსკურსიას ჩაატარებენ ინიციატივის „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ წარმომადგენლები, ხოლო ფასილიტატორი იქნება პროგრამის EU4Digital ICT ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ანა პობოლი. ექსკურსია შემდეგ საკითხებს მოიცავს: ინიციატივის „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ ონლაინ ჯგუფში გაერთიანება, საბროკერო სისტემის და ახალი პროექტების წარდგენა, ასევე ტრენინგის შესაძლებლობები. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს უკრაინის სამრეწველო საწარმოთა ავტომატიზაციის ასოციაციის (APPAU) ხელმძღვანელი ალექსანდრე იურჩაკი, ქსელის „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ საკონტაქტო პირი უკრაინაში.

ღონისძიების საბოლოო ამოცანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციების ინტეგრაცია ქსელში „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“, და დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზება ამ რეგიონის სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე და ექსპერტიზაზე წვდომის გასაუმჯობესებლად ციფრული ტრანსფორმაციის მიზნით. დეტალური დღის წესრიგი და დამატებითი ინფორმაცია ინიციატივის „ICT ინოვაციები სამრეწველო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ საქმიანობის, შესაძლებლობების და შესაბამისობის კრიტერიუმების შესახებ იხილეთ ქვემოთ.  

მოვლენები

იხილეთ ყველა