პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მეორე ქსელური ღონისძიება
თარიღი:
08/10/20
ინიციატივა EU4Digital ჩაატარებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მეორე ქსელურ ღონისძიებას საკოორდინაციო კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ. ღონისძიება დისტანციურად ჩატარდება ვირტუალური სესიის სახით. მისი მთავარი თემა იქნება მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის (კერძო პირები და ასოციაციები) ინტეგრაციის საკითხი ევროკავშირის და გლობალურ ქსელებში, და მათი პოტენციალის შექმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ციფრული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ღონისძიებაზე მიწვეულია ევროკავშირის ბიზნესის, მეცენატი-ინვესტორების და ქრაუდფანდინგის რამდენიმე ქსელი. ღონისძიების სტუმრები წარმოადგენენ საკუთარ საქმიან წინადადებებს, შესაძლო თანამშრომლობის გეგმებს და ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ამის საფუძველზე, ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდებარე ორგანიზაციების ინტეგრაციას ევროკავშირის ქსელებსა და პლატფორმებში, რასაც მოჰყვება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბიზნეს-ქსელების და ასოციაციების პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება ევროპელ კოლეგებთან, ასევე ამ სფეროში მომუშავეთა პოტენციალის შექმნა.
ღონისძიება შედგება განსხვავებული სესიებისგან, რომლებზეც გაშუქდება ფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხის რამდენიმე სხვადასხვა ასპექტი, კერძოდ:
ინოვაციის და ბიზნესის მხარდამჭერი ეკოსისტემების ქსელური აქტივობა
მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის ასოციაციების ქსელური აქტივობა
ქრაუდფანდინგის ეკოსისტემების ქსელური აქტივობა
სესიები მოიცავს ამ სფეროში ევროკავშირის წამყვანი მონაწილეების პრეზენტაციებს, კითხვა-პასუხის სესიებს და დისკუსიებს შესაძლო თანამშრომლობის შესახებ შემდეგი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით:
ევროპული ბიზნესის და ინოვაციების ცენტრის ქსელი (EBN)
ევროპის მეცენატი ინვესტორების ქსელი (EBAN)
ევროპის მეცენატი-ინვესტორები (BAE)
ევროპის ქრაუდფანდინგის ქსელი (ECN)
სიტყვით გამომსვლელების და მოდერატორების სია, რომლებიც ღონისძიების სხვადასხვა სესიას წარმართავენ:
ანა პობოლი, ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი
ხესუს ლოზანო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული კონსულტანტი ევროპული ინოვაციების საბჭოში, კომპანიის IT Entrepreneur აღმასრულებელი დირექტორი
დევიდ ულერი, ევროპული ბიზნესის და ინოვაციების ცენტრის ქსელის (EBN) პრეზიდენტი, სამხრეთ მორავიის ინოვაციის ცენტრის სტრატეგიის მთავარი სპეციალისტი
ლუკა მაინი, ევროპული ბიზნესის და ინოვაციების ცენტრის ქსელის (EBN) ხარისხის და სამეცნიერო კვლევის სპეციალისტი
ინა პეტრენკო, უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ოფისის (SMEDO) კონსულტანტი
იაკოპო ლოსო, ევროპის მეცენატი ინვესტორების ქსელის (EBAN) სამდივნოს უფროსი
იან დებეტსი, ევროპის მეცენატი-ინვესტორების (BAE) ოპერაციების ხელმძღვანელი
ოლივერ გეჯა, ევროპის ქრაუდფანდინგის ქსელის (ECN) აღმასრულებელი დირექტორი
ოთარ გორგოძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ღონისძიების დეტალური გეგმა და დამატებით დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
—-
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებები
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებების მიზანია მხარი დაუჭიროს საზოგადოებების ჩამოყალიბებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში. რეგიონში ქსელების შექმნის გარდა, მისი ამოცანაა ბილატერალური და მულტილატერალური კავშირების დამყარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციებსა და ევროკავშირის მონაწილე მხარეებს შორის, რათა მხარი დაუჭიროს მდგრად ერთობლივი საქმიანობას და პროექტებს მომავალში. ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს მონაწილე მხარეების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესებას და გაღრმავებას ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ რეგიონში. ამიტომ ღონისძიებების სერიის სამიზნეა ფართო აუდიტორია, მათ შორის წარმომადგენლები და უწყებები სამინისტროების დონეზე, შესაბამისი პოლიტიკის სფეროების ასოციაციები და ქსელები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის სხვა მოთამაშეები.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.