EU4Digital: ე-ჯანმრთელობის ინდივიდუალური სემინარები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყანასთან

  • თარიღი: 05/10/20
  • გააზიარეთ:

2020 წლის ივნის-სექტემბერში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის მიმართულებამ მოაწყო ექვსი ინდივიდუალური ვირტუალური ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვსი ქვეყნისთვის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა); ამ ღონისძიებების მიზანი იყო თითოეული ქვეყნის კონკრეტული შედეგების და რეკომენდაციების გაცნობა.

თითოეული ღონისძიების განმავლობაში ე-ჯანმრთელობის მიმართულების წარმომადგენლებმა განიხილეს საკუთარი წინსვლა საქმიანობაში, მათ შორის ე-ჯანმრთელობის ოპერაციულად თავსებადი საერთო სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება და თითოეული ქვეყნისთვის სპეციფიური რეკომენდაციების გაწევა. გარდა ამისა, ე-ჯანმრთელობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმის გააქტიურების გეგმა და რეკომენდაციები აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობის (EIP on AHA) საქმიანობაში შემდგომი ჩართვის საკითხზე.

თითოეული ღონისძიების პირველ ნაწილში გაკეთდა პროგრამის EU4Digital ზოგადი შეფასების შედეგების მიმოხილვა, რომელიც საერთოა მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის. შემდეგ კი ძირითადი ყურადღება გამახვილდა თითოეული ქვეყნის შეფასების შედეგების განხილვაზე სახელმწიფოთაშორისი ჰარმონიზაციის და ოპერაციული თავსებადობის ტექნოლოგიურ და ზოგადი მზადყოფნის დონეების შეფასებით, ასევე ხარვეზების განსაზღვრაზე ევროკავშირის ე-ჯანმრთელობის რეკომენდაციების და სპეციფიკაციების საფუძველზე.

პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდმა ასევე გააკეთა განცხადება საკომუნიკაციო პორტალის ოფიციალური გახსნის შესახებ. პორტალი წარუდგინეს შეხვედრის მონაწილეებს და განიხილეს მისი ძირითადი ხელმისაწვდომი კონტენტი.

თითოეული ღონისძიების დასასრულს გაკეთდა რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემდგომი მონაწილეობის შესახებ აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობის (EIP on AHA) საქმიანობაში თითოეული ქვეყნისთვის პრაქტიკული პერსპექტივების გათვალისწინებით. მოწოდებული იქნა თორმეტი რეკომენდაცია აქტიური და ჯანმრთელი დაბერების საკითხზე ევროპული ინოვაციების პარტნიორობის (EIP on AHA) საცავის პრაქტიკის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის. ე-ჯანმრთელობის გუნდმა ასევე წარმოადგინა ქმედების ჯგუფის საქმიანობაში ჩართვის ეტაპები. წარმოდგენილი იქნა ყველაზე დიდი თემატური ინტერესები პრაქტიკულ გადაწყვეტებში როგორც ციფრული, ისე არაციფრული პრაქტიკისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მათ შორის რეკომენდაციები შემდგომი ნაბიჯებისთვის თითოეული ქვეყნისთვის.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა