ინიციატივა EU4Digital იწყებს საქმიანობას ე-კომერციის ჰარმონიზაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის

  • თარიღი: 11/03/20
  • გააზიარეთ:

საქმიანობა ე-კომერციის ჰარმონიზაციისთვის ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დაიწყო 12 თებერვალს პროგრამის EU4Digital ე-ვაჭრობის კომპონენტის ფარგლებში.

ელექტრონული კომერცია – ან ე-კომერცია – ეხება პროდუქტების და სერვისების ყიდვა-გაყიდვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან კომპიუტერული ქსელების საშუალებით. ევროკავშირი წარმოადგენს ერთიან ბაზარს, რომელიც იძლევა პროდუქციის და სერვისების თავისუფალი მიმოცვლის საშუალებას წევრ სახელმწიფოებს შორის; თუმცა ადვილი არ არის პროდუქცია და სერვისების მიმოცვლა ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის
ე-კომერციის განსხვავებული კანონმდებლობის, სტანდარტების და ინფრასტრუქტურის გამო.

მაგალითად, ევროკავშირის კომპანიებს, რომლებიც ვაჭრობენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, სურთ ენდობოდნენ იმას, რომ სავაჭრო პროდუქცია ემორჩილება უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს, მაგრამ აწყდებიან ბარიერებს იმ ფაქტის გამო, რომ სტანდარტები და კანონმდებლობა ევროკავშირში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჰარმონიზებული არ არის.

ე-კომერციის საქმიანობით ინიციატივა EU4Digital მიზნად ისახავს წამოაყენოს წინადადებები ე-კომერციის სამი სფეროს ჰარმონიზაციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის; ეს სფეროებია:

  • კანონმდებლობა
  • სტანდარტები
  • ე-კომერციის ეკოსისტემა.

მიზანია ევროკავშირის საბაზო პარამეტრების დასახვა და ამ სამი სფეროს ანალიზი
ე-კომერციის კონტექსტში. ევროკავშირის საბაზო პარამეტრების საფუძველზე, პროექტის გუნდი ჩაატარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ე-კომერციის ანალიზს.  ეს ანალიზი დაეხმარება ხარვეზების განსაზღვრას, რომლებიც ხელს უშლის წარმატებული ელექტრონულ კომერციას ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. 

ხარვეზების განსაზღვრა დაეხმარება რეკომენდაციების მიწოდებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ე-კომერციის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კუთხით, დაუბრკოლებელი ელექტრონული ვაჭრობის მიზნით.

მაღალი ხარისხის შედეგების მისაღებად ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ანალიზი შემდგომ გამოყენებული იქნება კონკრეტული გამოწვევების განსაზღვრისთვის და საპილოტე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შემუშავდება და გამხორციელდება ამ გამოწვევების გადასაჭრელად. დამატებითი ინფორმაცია საპილოტე პროექტის შესახებ გაზიარებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ე-კომერციის ანალიზის დასრულების შემდეგ. 

შეხვედრა ე-კომერციული საქმიანობის დასაწყებად ჩატარდა სატელეფონო კონფერენციის საშუალებით 12 თებერვალს: განხილული იყო ამოცანები, ძირითადი საქმიანობა და ვადები, და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი წარმომადგენლებით აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნიდან.

შეხვედრაზე დაისახა ე-კომერციული საქმიანობის შემდეგი ფორმალური ამოცანები:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ე-კომერციის ციფრული გარემოს ჰარმონიზაციის მხარდაჭერა ევროკავშირის საბაზო პარამეტრებთან რეკომენდაციების გაწევით ევროკავშირის კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად;
  • ე-კომერციის პლატფორმ(ებ)ის განხორციელება და პილოტირება აღმოსავლეთ პარტნიორობის შერჩეულ ქვეყანა(ებ)ში და ევროკავშირში; რეკომენდაციების გაწევა საზღვრისპირა ე-კომერციული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი პირობების შემდგომი განვითარების თაობაზე პილოტირების შედეგების საფუძველზე.

ე-კომერციული საქმიანობის ხელმძღვანელი ექსპერტები და სამუშაო ჯგუფი გეგმავენ კოორდინირებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის ჰარმონიზაციის რეკომენდაციების შედგენის თაობაზე, რეგულარული დისკუსიებით, რომლებიც დაგეგმილია გუნდის ექსპერტებსა და მათ კოლეგებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა