

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
პროგრამა EU4Digital იწყებს ე-კომერციის საპილოტე პროექტს ე-კომერციულ მონაცემთა ავტომატური გაცვლის მიზნით ვირტუალური საწყობის საშუალებით
თარიღი: 28/05/21
პროგრამამ EU4Digital დაიწყო საპილოტე პროექტი, რომელიც აყალიბებს ეროვნულ ვირტუალურ საწყობებს საპილოტე ქვეყნებში საცალო მოვაჭრეების, ბაზრების, მიწოდების ოპერატორების და მომხმარებლების მხარდასაჭერად; საწყობში განთავსდება საზღვარგარეთ გასაყიდი პროდუქტები სახელმწიფოებს შორის მათი მიწოდების ხელშეწყობის მიზნით.
აზერბაიჯანში ხის ხელნაკეთი აქსესუარების გამყიდველმა (ISAR ჯგუფი) ვირტუალური საწყობის საშუალებით პროდუქცია გერმანიაში გაყიდა. ამ პროცესში გამყიდველს დაეხმარა ე-კომერციის ეროვნული პლატფორმა „აზექსპორტი“.
იგივე საქმიანობა განახორციელა საქართველოში მოქმედმა ორმა კომპანიამ, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ; ერთი აწარმოებს საბავშვო ტანსაცმელს („რკო“), ხოლო მეორე – ახალმოსახლეობის აღსანიშნავ ეკოლოგიურად სუფთა საჩუქრებს („ფუნდუკი“).
გარდა ამისა, გერმანიაში პროდუქციას უახლოეს მომავალში გაყიდის წინდების საწარმო სომხეთიდან („Zeal Socks“) .
რატომ დაიწყო საპილოტე პროექტი
საპილოტე პროექტი დაიწყო მაისში სამხრეთ კავკასიაში მდებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას – აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს, და გერმანიას შორის. ე-კომერციის საპილოტე პროექტის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა შემდეგი სახით:
- ე-კომერციის ეკოსისტემის გაძლიერება და ე-კომერციის მოცულობების გაზრდა;
- ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა 2021 წლის დღგ-ს პაკეტისთვის მომზადებაში, რომელიც დანერგილია ევროკავშირში;
- არსებული გამოწვევების გადაწყვეტა სახელმწიფოთაშორის ე-კომერციულ ვაჭრობაში.
გარდა ამისა, საქართველოში პროგრამის EU4Digital საპილოტე პროექტის ამოცანაა მხარი დაუჭიროს ევროკავშირთან იმ კომპანიების ე-კომერციულ საქმიანობას, როლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ.
როგორ დაიწყო საპილოტე პროექტი
საპილოტე პროექტის განმავლობაში გამყიდველებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენებიდან განახორციელეს შემდეგი საქმიანობა: პროდუქციის განთავსება ვირტუალურ საწყობში. გამყიდველები სარგებლობენ ახლად დაარსებული ეროვნული ვირტუალური საწყობით და
- ამატებენ პროდუქტებს გერმანიაში ონლაინ გასაყიდად. გამყიდველები ადგენენ პროდუქციის ცენტრალიზებულ სიას პროდუქტების აღწერისთვის; შემდეგ ხდება ამ სიის წარდგენა როგორც საშუამავლო ციფრულ პლატფორმაზე, ისე საბაჟო მიზნებით.
- პროდუქტების სია გერმანიის საშუამავლო ციფრულ პლატფორმაზე. შემდეგ ვირტუალური საწყობის პროდუქტების შეთანხმებული სია იგზავნება გერმანიის eBay-ზე იმისათვის, რომ პროდუქტი გასაყიდად განთავსდეს საშუამავლო ციფრულ პლატფორმაზე.
- პროდუქტის შესყიდვა. eBay-ზე შესყიდვის განხორციელებისთანავე, საპილოტე ვირტუალური საწყობი დროის რეალურ რეჟიმში ავტომატურად ახდენს სავალდებულო და საჭირო მონაცემების გენერირებას კლიენტების, იმპორტის ბაჟის, ტრანსპორტის უსაფრთხოების და პროდუქციის უსაფრთხოების დოკუმენტაციისთვის.
- პროდუქციის მონაცემების გაცვლა. გენერირებულ მონაცემებს საპილოტე გადაწყვეტის საშუალებით უზიარებენ ლოგისტიკის და სატრანსპორტო კომპანიებს, რათა მათ შეძლონ შეძენილი პროდუქტების მყიდველებისთვის ფიზიკურად მიწოდების უზრუნველყოფა. ამგვარად, გამყიდველებს მხოლოდ ერთხელ შეჰყავთ პროდუქციის მონაცემები ვირტუალურ საწყობში, ხოლო ვირტუალური საწყობი ამ მონაცემებს ტრანზაქციის განხორციელების მიზნით აზიარებს.
აზერბაიჯანი
საპილოტე პროექტის დაწყების დროს გამყიდველმა აზერბაიჯანიდან შპს “ISAR” გაყიდა ხის ხელნაკეთი მაგიდის ორგანაიზერი, რომელიც 5 დღეში იქნა მიწოდებული მყიდველისთვის. მთელი მიწოდების პერიოდის განმავლობაში მყიდველს გერმანიაში ჰქონდა საშუალება ონლაინ ედევნებინა თვალი ნაყიდი ნივთისთვის.

საქართველო
საქართველოდან საპილოტე პროექტში მონაწილეობდა ორი კომპანია, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. საბავშვო ტანსაცმლის კომპანიამ „რკო“ გაყიდა 100% ხელით ნაქსოვი საყელო. ახალმოსახლეობის აღსანიშნავი ეკოლოგიურად სუფთა საჩუქრების მაღაზიამ „ფუნდუკი“ გაყიდა წელის ჩანთა ბანანის სტილში. როგორც მოსალოდნელია, ორივე პროდუქტი მყიდველმა უნდა მიიღოს 1-2 კვირის განმავლობაში.

სომხეთი
გარდა ამისა, საპილოტე პროექტში მონაწილეობას მიიღებს წინდების კომპანია სომხეთიდან „Zeal Socks“, რომელიც პროდუქციას გერმანიაში მაისის ბოლოს გაყიდის.
ე-კომერციის საპილოტე პროექტის შედეგების შემდგომი მხარდაჭერა
პროდუქტების მონაცემთა ციფრული გაცვლა ევროკავშირში სავალდებულო ხდება 2021 წლის ივლისში, რადგან აუცილებელია საფოსტო და საბაჟო დოკუმენტაციის წარმოება ციფრულ ფორმატში. პილოტირებული ვირტუალური საწყობი ეხმარება გამყიდველებს პროდუქციის ციფრული მონაცემების მხოლოდ ერთხელ შეყვანაში და ხელს უწყობს ამ მონაცემების გაცვლას ფოსტასთან და საბაჟოსთან.
პროგრამა EU4Digital თანამშრომლობს გერმანიის ასოციაციასთან, რომელიც Ecommerce Europe-ის წევრია, ხოლო მისი მხარდამჭერია 30,000-ზე მეტი გერმანული მცირე და საშუალო საწარმო. გერმანელი პარტნიორები უწყვეტად არიან ჩართული საპილოტე პროექტში, პოპულარიზაციას უწევენ მას და ძალიან არიან დაინტერესებული სამომავლოდ ამ გადაწყვეტის საწარმოო მასშტაბებით დანერგვაში.
მომდევნო ნაბიჯები
მომდევნო ეტაპზე, ივნისის დასაწყისში პროგრამა EU4Digital იწყებს საპილოტე პროექტს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იმის დასადგენად, თუ როგორ შეუწყობს ხელს ვირტუალური საწყობი ე-კომერციას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. საპილოტე პროექტის დამთავრების შემდეგ, პროგრამის EU4Digital გუნდი გასცემს შემდგომ რეკომენდაციებს საჭირო საკანონმდებლო, საორგანიზაციო და ტექნიკური ცვლილებების შესახებ იმისათვის, რომ დამტკიცდეს საპილოტე გადაწყვეტის პრაქტიკული გამოყენება, ასევე მოხდეს მისი საწარმოო მასშტაბით დანერგვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში.
- აზერბაიჯანი
- საქართველო
- სომხეთი
- ელექტრონული ვაჭრობა
დამატებითი ახალი ინფორმაცია
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი

26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი