პროგრამა EU4Digital იწყებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას საერთაშორისო როუმინგის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის
თარიღი: 12/10/20
პროგრამამ EU4Digital დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა ერთიანი საერთაშორისო როუმინგული სივრცის ჩამოსაყალიბებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის როუმინგული კვლევა დაიწყო 2020 წლის 7 ოქტომბრის ვირტუალური შეხვედრისას, პარალელური ღონისძიების დროს, რომელიც ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის 5-9 ოქტომბრის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების 50-ზე მეტ მონაწილეს შორის იყვნენ: როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) წევრები, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) წარმომადგენლები, ევროკომისიის (DG CONNECT და DG NEAR) ოფიციალური წარმომადგენლები, ჰარმონიზებული ციფრული ბაზრების (HDM) კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და სხვა დაინტერესებული პირები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის როუმინგული კვლევის მოსამზადებელი ახალი საქმიანობა წარმოადგინა ინიციატივის EU4Digital ტელეკომის წესების გუნდის ლიდერმა ანდრეის დომბროვსკისმა, რომელმაც დასახა მასშტაბი და მოსალოდნელი შედეგები, მაღალი დონის სამუშაო გეგმა, მონაწილე მხარეების ჩართვის სტრატეგია, ასევე ძირითადი მოსაზრებები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის წარმატებით განსახორციელებლად.
„მსურს უდიდესი მხარდაჭერა გამოვხატო აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის როუმინგული კვლევის იდეის მიმართ, რომელის ახლა იქნა წარმოდგენილი. ჩემი აზრით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც შესაძლოა ორმხრივ სასარგებლო იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის მომავალში“, აღნიშნა კაროლ კრჟივიცკიმ, პოლონეთის რესპუბლიკის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს (UKE) პრეზიდენტის მოადგილემ, რომელიც ასრულებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) თავმჯდომარის მოვალეობას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) ხელმძღვანელმა ლილია მელონმა ასევე გამოხატა ამ საქმიანობის მხარდაჭერა და დასძინა, რომ „როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (REWG) რეალურად მოელის თანამშრომლობას ინიციატივის EU4Digital გუნდთან ამ ახალი საქმიანობის ფარგლებში“.
ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) თავმჯდომარის მოადგილემ ჯერემი გოდფრიმ ხაზი გაუსვა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ერთიანი როუმინგული ზონის შექმნის ღონისძიებები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, და ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის როუმინგის რეგიონული შეთანხმების დასრულება ძალიან მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იქნება. ის უჩვენებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა შეიძლება აიღონ ვალდებულებები საცალო და საბითუმო ტარიფების თაობაზე, და რომ ამის განხორციელება შესაძლებელია“. აღმოსავლეთ პარტნიორობა-ევროკავშირის როუმინგული კვლევა ახალი საკითხია პროგრამის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესების თემატური სფეროს ფარგლებში. აღმოსავლეთ პარტნიორობა-ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცის განხორციელებადობის შემდგომი შეფასების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) ხელმოწერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასევე პროგრამის EU4Digital გუნდის მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც მოსალოდნელია, როუმინგის რეგიონული შეთანხმების (RRA) ხელმოწერის ცერემონია 2020 წლის დასასრულს ან 2021 წლის დასაწყისში გაიმართება. სამომავლოდ, თუკი ერთიანი როუმინგული სივრცე განხორციელებადი იქნება, აღმოსავლეთ პარტნიორობა-ევროკავშირის კვლევა მიზნად დაისახავს განსახორციელებლად უფრო შესაბამისი საკანონმდებლო, ეკონომიკური და ტექნიკური ალტერნატივის შეთავაზებას.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.