2020 წლის 8 ოქტომბერს მაღალი დონის შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების მიმართულების მიღწევების და მომავალი მიზნების შესახებ; აღნიშნული პრეზენტაცია გაკეთდა პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 5-9 ოქტომბერს ჩატარდა.
60-ზე მეტ მონაწილეს, რომელთა შორის იყვნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამინისტროების წამომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და ევროკავშირის ინსტიტუტები, მიესალმა პროგრამის EU4Digital ჯგუფის ხელმძღვანელი
ბ-ნი არტურას პილიპონისი.
ციფრული უნარების მიმართულების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაცია საკუთარი მიღწევების შესახებ სხვადასხვა საქმიანობაში, კერძოდ: ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების შეფასების და პროგნოზირების მეთოდოლოგიის შემუშავება, მცირე და საშუალო საწარმოების და მიკრობიზნესის ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და ციფრული უნარების და სამსახურების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბების მიმდინარე მხარდაჭერა და მიღწევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ციფრული უნარების მიმართულების მომავალი მიზნები მოიცავს შემდეგს:
- ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების სახელმძღვანელო რეკომენდაციების და სამსახურეობრივი ფუნქციების ოთხი პროფილის შემუშავების დასრულება. სახელმძღვანელო რეკომენდაციები მოიცავს ევროპული ე-კომპეტენციების ჩარჩოს და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს გამოყენების ინსტრუქციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოქალაქეების, მცირე- და მიკრობიზნესისთვის, გამოყენების რამდენიმე მაგალითის წარმოდგენით.
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემდგომი მხარდაჭერა ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბებასა და მართვაში, რაც მოიცავს ტრენინგებს, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და დაარსებული ეროვნული კოალიციების ხელმძღვანელობის და მართვის რეკომენდაციებს.
- ტრენინგების, სასწავლო მივლინებების, კონფერენციების ორგანიზება პოლიტიკოსების და ტრენინგის პროვაიდერებისთვის, და საპოპულაცრიზაციო კამპანია ციფრული უნარების საკითხებზე.
თემატური სესიის განმავლობაში პროგრამამ EU4D ასევე განიხილა საკუთარი მოსაზრებები შესაძლო გაუმჯობესებების შესახებ ციფრული უნარების სფეროში 2021 წლის შემდეგ, რაც მოიცავს შემდეგს: ციფრული სიმწიფის შეფასების უფრო ფართოდ გამოყენება, ციფრული უნარების გაუჯობესების ინიციატივის კოორდინაცია, და ევროკავშირის ჩარჩოების და მეთოდების გამოყენება ციფრული უნარების შემდგომ გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
ციფრული უნარების მიმართულების წარმომადგენლების მიერ ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ, პროგრამის EU4Digital ციფრული უნარების ქსელის კოორდინატორმა და სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის სამინისტროს წარმომადგენელმა ქ-ნმა მარი ზაქარიანმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა ქსელის საპასუხო მოსაზრებები. მან აღნიშნა, რომ პროგრამის EU4Digital მიერ ჩატარებული სამუშაო უაღრესად საინტერესოა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობის გამო, და ასევე იმით, რომ წარმოადგენს ქვეყნებისთვის პლატფორმას ციფრული უნარების საკითხებზე საკუთარი ცოდნის გასაზიარებლად. ციფრული უნარების ქსელის წარმომადგენლის შემდეგ პრეზენტაცია გააკეთა ევროპის განათლების ფონდის (ETF) ციფრული უნარების და სწავლის უფროსმა სპეციალისტმა
ბ-ნმა ალესანდრო ბროლპიტომ; მან მოკლედ მიმოიხილა ევროპის განათლების
ფონდის ბოლოდროინდელი საქმიანობა ციფრულ უნარებთან დაკავშირებული პოლიტიკის და ინიციატივების კარტირების შესახებ, და ონლაინ სწავლება პროფესიული განათლების და ტრენინგის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
თემატური სესიის დასასრულს ჩატარდა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია. ქვეყნების წარმომადგენლებმა მიაწოდეს მონაწილეებს განახლებული ინფორმაცია მათი წინსვლის, პრიორიტეტების და გეგმების შესახებ ციფრული უნარების სფეროში, და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უწყვეტი ძალისხმევის მნიშვნელობას ციფრულ უნარებში არსებული განსხვავებების დასაძლევად. ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრა ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital მიერ ვირტუალური სესიების სახით; სესიებზე განხილული იქნა პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის პრიორიტეტები ციფრულ სექტორში.