EU4Digital ქსელურ ღონისძიებაზე ციფრული უნარების პოპულარიზაციის კამპანიის გეგმა შეათანხმეს

  • თარიღი: 01/03/21
  • გააზიარეთ:

2021 წლის 26 თებერვალს პროგრამამ EU4Digital მოაწყო ციფრული უნარების ქსელური ღონისძიება, რომელზეც წარმოადგინეს EU4Digital ციფრული უნარების პოპულარიზაციის კამპანიის მთავარი პრინციპები და შეათანხმეს ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებთან.

მოკლედ იქნა განხილული მომავალი ტრენინგები, კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები, ხოლო პოტენციური სპიკერები და ღონისძიებების სავარაუდო თარიღები შეთანხმებული იქნა ქვეყნების წარმომადგენლებთან.

პოპულარიზაციის კამპანია, სავარაუდოდ, 2021 წლის მაისის დასაწყისში ჩატარდება და უჩვენებს იმ გავლენას, რომელიც პროგრამამ EU4Digital იქონია ციფრული უნარების სფეროზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; აღნიშნულის სადემონსტრაციოდ განხილული იქნება ამ სფეროს ძირითადი ბენეფიციარები. კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას ციფრული უნარების გაუმჯობესების საჭიროების და უპირატესობების საკითხებზე.

„გონებრივი იერიშის“ სესიაზე, რომელსაც დაესწრო პროგრამის EU4Digital კომუნიკაციის გუნდი, ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს დეტალური ინფორმაცია და მოსაზრებები ციფრულ უნარებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საკუთარი ქვეყნებში. კამპანიის ძირითადი თემა „,ახალგაზრდობა ბუნებისმეტყველებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“ (“Youth in STEM and ICT”) შეარჩიეს ქვეყნების წარმომადგენლებმა წინანდელ ქსელურ ღონისძიებაზე, ხოლო ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მიზანი იქნება ხაზი გაუსვას პროგრამის EU4Digital ძალისხმევას და წარმატებებს ახალგაზრდებში ციფრული უნარების პოპულარიზაციის კუთხით. პროგრამა EU4Digital ხელს უწყობს ციფრული უნარების განვითარებას და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სხვადასხვა სახის აქტივობის, კერძოდ, ტრენინგების, კონფერენციების და ქსელური ღონისძიებების ორგანიზების საშუალებით.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა