პროგრამა EU4Digital: შეხვედრა ელექტრონული ჯანმრთელობის სტრატეგიების განვითარების საკითხზე

  • თარიღი: 30/12/21 – 30/12/21
  • გააზიარეთ:

30 დეკემბერს პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი აწყობს ვირტუალურ შეხვედრას ე-ჯანმრთელობის ქსელის წევრებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. ისინი განიხილავენ სამომავლო საქმიანობას და განახლებულ ინფორმაციას ოპერაციული თავსებადობის შესახებ ს ე-ჯანმრთელობის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის.

ღონისძიებაზე  ე-ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები მოხსენებებს გააკეთებენ ე-ჯანმრთელობის სტრატეგიის განვითარების ბოლოდროინდელ ტენდენციებზე ევროკავშირში; გარდა ამისა, მომხსენებლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან დამსწრეებს მიაწოდებენ განახლებულ ინფორმაციას ე-ჯანმრთელობის სტრატეგიის საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

შეხვედრის პირველ ნაწილში პროგრამის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი ისაუბრებს ე-ჯანმრთელობის სამომავლო აქტივობებზე შემდგომი ნაბიჯების ე-ჯანმრთელობის ქსელთან შეთანხმების მიზნით. ამ დისკუსიის შემდეგ ე-ჯანმრთელობის ექსპერტი პორტუგალიიდან ჰენრიკ მარტინსი დეტალურად განიხილავს ე-ჯანმრთელობის სტრატეგიის განვითარებას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. ღონისძიების მეორე ნაწილში მომხსენებლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან დამსწრეებს გაუზიარებენ ე-ჯანმრთელობის სტრატეგიის განვითარების გამოცდილებას საკუთარი ქვეყნების პერსპექტივიდან.

მოვლენები

იხილეთ ყველა