დისკუსია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობის თაობაზე ჩატარდა პროგრამის EU4Digital მიერ ორგანიზებული ვირტუალური შეხვედრის დროს 2020 წლის 7 ოქტომბერს. საღამოს შეხვედრა იყო ერთ-ერთი პარალელური ღონისძიება ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის
5-9 ოქტომბრის შეხვედრის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებიდან.
ღონისძიების 50-ზე მეტ მონაწილეს შორის იყვნენ: დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) წევრები, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) წარმომადგენლები, ევროკომისიის (DG CONNECT და DG NEAR) ოფიციალური წარმომადგენლები, ჰარმონიზებული ციფრული ბაზრების (HDM) კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და სხვა დაინტერესებული პირები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
ღონისძიების განმავლობაში პროგრამის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესების მიმართულების ლიდერმა ანდრეის დომბროვსკისმა გააკეთა პრეზენტაცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობის შეფასების შესახებ; წარმოდგენილი იქნა ასევე კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყანა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს მმართველობას, ძალაუფლებას და ვალდებულებებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სარეგულაციო დამოუკიდებლობის საწყისი შედეგები და ძალაუფლების ნაპრალის შეფასების სავარჯიშო თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში, ასევე წინსვლის გზა, რომლის მიზანია განსაზღვრული ნაპრალების აღმოფხვრა და თითოეული ქვეყნის კონკრეტული რეკომენდაციების განხორციელება.
„მეთოდოლოგიის და ნაპრალის შეფასების ანგარიში წარმოადგენს ინსტრუმენტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, რომლებიც რეალურად შეიძლება იყოს გამოყენებული სახელმძღვანელო რეკომენდაციებად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისთვის (NRA), და იმ რეფორმების განხორციელებისთვის, რომლებიც საჭიროა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“, აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის (EaPeReg) დამოუკიდებელ მარეგულირებელთა და ფართოზოლოვანი გადაცემის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (IRB EWG) თავმჯდომარემ ინგა პოპოვიჩმა.
შემდეგ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) თავმჯდომარის მოადგილემ ჯერემი გოდფრიმ, რომელმაც აღნიშნა: „სარეგულაციო დამოუკიდებლობა იმიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ის წარმოადგენს ინვესტირების დასაყრდენს ამ სექტორში. მარეგულირებლებს რეალურად აქვთ ძალზე ფართო ძალაუფლება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბაზრის მონაწილეთა ეკონომიკურ ინტერესებზე“.
გარდა ამისა, მან გამოხატა მხარდაჭერის სურვილი ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტოს (BEREC) მხრიდან: „მართლაც შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი სამუშაოა შესრულებული, და ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა სააგენტო (BEREC) აუცილებლად დაუჭერს მხარს წინსვლას“.
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) დამოუკიდებლობა წარმოადგენს სამიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს პროგრამის EU4Digital ტელეკომუნიკაციის წესების თემატური სფეროს ფარგლებში. პროგრამის EU4Digital მიზანია ელექტრონული კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების (NRA) ორგანიზაციული და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერება. საქმიანობის მიმდინარე ეტაპზე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (NRA) დამოუკიდებლობის და ძალაუფლების ნაპრალის შეფასების ანგარიშები თითოეული ქვეყნისთვის მთავრდება, და ანგარიშების შედეგების საფუძველზე იგეგმება თითოეული ქვეყნის კონკრეტული სამოქმედო გეგმების მომზადება 2020 წლის ბოლომდე.