პროგრამა EU4Digital აქვეყნებს ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

  • თარიღი: 16/12/20
  • გააზიარეთ:

პროგრამამ EU4Digital ახლახან გამოაქვეყნა „ნდობის და ე-იდენტიფიკაციის სერვისების (eID) იურიდიული და ტექნიკური მზადყოფნის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) სერვისების სარეგულაციო ჩარჩოს თავსებადობას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. გარდა ამისა, შეფასება იკვლევს ციფრული ნდობის და ე-იდენტიფიკაციის სერვისების მზადყოფნას სარეგულაციო, საორგანიზაციო და ტექნიკური თვალსაზრისით იმ ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, რომელთა დამტკიცება საჭიროა ნდობის და ე-იდენტიფიკაციის სერვისების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარებისთვის ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

შეფასებამ უჩვენა, რომ ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ციფრული ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების უმეტესობას ახორციელებენ ტექნოლოგიებით, რომლებიც თავსებადია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გამოყენებულ ტექნოლოგიებთან. ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან თითოეულის მიერ ნდობის და ელექტრონული იდენტიფიკაციის სერვისების მიწოდებაში არსებული ძირითადი განსხვავებები განპირობებულია თითოეულ ქვეყანაში მოქმედი სარეგულაციო ჩარჩოებით. ტექნოლოგიური მზადყოფნის თვალსაზრისით, გაანალიზდა სამი მთავარი ასპექტი: შეთავაზებული ნდობის სამსახურების ტიპები, დაშიფვრის სქემების და ალგორითმების ტექნიკური თავსებადობა, და ამ ნდობის სერვისების მხარდაჭერის პროცესების მზადყოფნა. რეკომენდაციები მისაღები ღონისძიებებისთვის ძირითადად გაცემულია ტექნიკური უსაფრთხოების კონტროლთან დაკავშირებით, რათა გაუმჯობესდეს იმ ინფრასტრუქტურაზე მიმართული კიბერშეტევების საწინააღმდეგო მდგრადობა, რომლებიც ხელს უწყობს ციფრული ნდობის სამსახურების განხორციელებას.

დამატებით ინფორმაცის შეგიძლიათ მიიღოთ აქ.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა