ინიციატივა EU4Digital აქვეყნებს სახელმძღვანელო რეკომენდაციებს ციფრული უნარების ეროვნული კოალიციებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

  • თარიღი: 25/05/20
  • გააზიარეთ:

პროგრამამ EU4Digital შეიმუშავა ნაკრები სახელმძღვანელო რეკომენდაციებისა ციფრული უნარების ეროვნული კოალიციებისთვის, რაც წარმოადგენს მისი მხარდაჭერის ნაწილს ციფრული უნარების და სამსახურების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ევროკომისიამ პირველად ჩამოაყალიბა „ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია“ 2013 წლის მარტში; კოალიცია აერთიანებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, კომპანიებს, სოციალურ პარტნიორებს, არაკომერციულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ციფრული უნარების უქონლობის პრობლემის გადასაჭრელად ევროპაში. მთლიანობაში, ციფრული უნარების და სამსახურების ეროვნული კოალიციები (ეროვნული კოალიციები) ეხმარება ციფრულ უნარებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციას, ცნობიერების ამაღლებას და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას ყველა ქვეყანაში, სადაც ეს კოალიციები დაარსებულია. შეფასებული იყო, რომ 2018 წლის ოქტომბერში ევროკავშირის კოალიციის საქმიანობამ 10.9 მილიონი ადამიანი მოიცვა.

სულ ჩამოყალიბებულია 24 კოალიცია ევროკავშირში და 2 კოალიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი და უკრაინა), და 2020 წლის განმავლობაში მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი ეროვნული კოალიციის შექმნა. 2017 წელს ჩამოყალიბებული ირლანდიის ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია ხშირად მოხსენიებულია, როგორც სოლიდური ეროვნული კოალიციის მაგალითი, რომელსაც აქვს კარგად განსაზღვრული მიზნები და ფართო მოცვა.

„ირლანდიის ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია ძალზე სასარგებლო ინიციატივაა ამ მიზნისთვის. ის აერთიანებს კომპანიებს, სოციალურ პარტნიორებს, არაკომერციულ და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, ჩართულს ციფრული უნარების უქონლობის პრობლემის გადაჭრაში ირლანდიაში; მისი მიზანია საუკეთესო პრაქტიკის და შესაძლებლობების გაზიარება და ახალი იდეების მიწოდება ციფრული და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის უნარების გასაუმჯობესებლად ყველა დონეზე”, ამბობს მერი კლირი, ირლანდიის ციფრული უნარების და სამსახურების ეროვნული კოალიციის კოორდინატორი. „გარდა ამისა, ეროვნული კოალიცია იძლევა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ მხარეებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას იმისათვის, რომ გაფართოვდეს ჩვენი პერსპექტივა და გაიზარდოს იმ ინიციატივების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება დაინერგოს ირლანდიაში. ჩვენ სიხარულით და სიამაყით ვუზიარებთ ჩვენს იდეებს ჩვენს პარტნიორებს ევროპული კოალიციიდან, რადგან ვთანამშრომლობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველას ჰქონდეს ეფექტურად და ნაყოფიერად მუშაობის საშუალება ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაში. მოთხოვნა ციფრულ უნარებზე გლობალური მოვლენაა და ის იზრდება ირლანდიაში, ისე როგორც ევროპის დანარჩენ რეგიონებში. ჩვენ შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ იმ სტრატეგიებს, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენი ციფრული უნარების განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის”.

ამჟამად ეროვნული კოალიციები შექმნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანაში – სომხეთსა (2017) და უკრაინაში (2019) – და მიმდინარეობს დისკუსიები მათ ჩამოსაყალიბებლად სხვა ქვეყნებში. ეროვნული კოალიციების შექმნის მხარდასაჭერად დანარჩენ ქვეყნებში, ასევე სომხეთის და უკრაინის ეროვნული კოალიციების მართვის და პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, პროგრამის EU4Digital ფარგლებში შემუშავდა სახელმძღვანელო რეკომენდაციები ციფრული უნარების ეროვნული კოალიციებისთვის, რომლებიც აჯამებს ეროვნული კოალიციების შექმნისა და მართვის ძირითად საქმიანობას და პრინციპებს.

ეს სახელმძღვანელო რეკომენდაციები მოიცავს ეროვნული კოალიციის დაარსების და მართვის ძირითად ეტაპებს, მათ შორის:

  • ეროვნული კოალიციის პოტენციური წევრების განსაზღვრა;
  • ეროვნული კოალიციის მიზნების განსაზღვრა;
  • სამოქმედო გეგმის შემუშავება;
  • ეროვნული კოალიციის მართვა;
  • ეროვნული კოალიციის პოპულარიზაცია.

ეს სახელმძღვანელო რეკომენდაციები ასევე მოიცავს კავშირებს რამდენიმე რესურსთან, რომლებიც იძლევა ინფორმაციას ეროვნულ კოალიციებზე, ევროპის კოალიციის წევრთა ქარტიაზე, რესურსებზე და საუკეთესო პრაქტიკაზე და ევროპის კოალიციის ინსტრუმენტზე “pledge viewer”.

EU4Digital ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირი მხარს უჭერს ციფრული უნარების სტრატეგიების დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული უნარების და სამსახურების ეროვნული კოალიციების ჩამოყალიბებით და კომპეტენციების ჩარჩოს შექმნით მცირე და საშუალო საწარმოებისა და მიკრობიზნესისთვის.

გაიგეთ მეტი

EU4Digital: სახელმძღვანელო რეკომენდაციები ციფრული უნარების ეროვნული კოალიციებისთვის

ევროკომისია: ეროვნული კოალიციები

ევროკომისია: ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია

ევროკომისია: ციფრული უნარების და სამსახურების კოალიცია ზოგადად

ციფრული უნარების და სამსახურების კოალიციის წევრთა ქარტია

ციფრული უნარების რესურსები და საუკეთესო პრაქტიკა

ციფრული უნარების და სამსახურების კოალიციის “pledge viewer”


ახალი ამბები

იხილეთ ყველა