პროგრამამ EU4Digital გამოქვეყნა „ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გაზომვის და პროგნოზირების მეთოდოლოგია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. აღნიშნულ მეთოდოლოგიაში შედის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გაზომვის და პროგნოზირების ახლანდელი პრაქტიკა შეჯამებული სახით, და რეკომენდაციები გაზომვის და პროგნოზირების საერთო მეთოდოლოგიის შემოღებისთვის, რომელიც ევროკავშირის პრაქტიკას შეესაბამება.
ციფრული უნარები აუცილებელია არა მარტო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ან ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი კომპანიებისთვის; ისინი უსწრაფესად ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანის წარმატებით მონაწილეობისთვის ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაში. მის 2016 წლის ინიციატივაში “Upskilling Pathways: New Opportunities for Adults” („პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება: ახალი შესაძლებლობები მოზრდილებისთვის“) ევროკავშირის საბჭოს მიერ აღნიშნულია, რომ ციფრული კომპეტენციები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წერა-კითხვის და ანგარიშის უნარი. ციფრული წიგნიერების და უნარების არქონა შეიძლება სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს არაერთი ადამიანისთვის, რადგან ისინი აფერხებს და/ან ხელს უშლის პროდუქტიულობის ზრდას, რომელიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებით არის შესაძლებელი.
თუმცა, ციფრულ წიგნიერების გაუმჯობესება და უნარებში არსებული ხარვეზების გამოსწორება პრობლემის განსაზღვრით იწყება. ციფრული უნარების გაზომვა ყველაზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მიზანმიმართულად დაიგეგმოს ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების ფაქტებზე დამყარებული განსაზღვრა და ციფრული კომპეტენციების გასაუმჯობესებელი ინიციატივები. გარდა ამისა, გაზომვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ციფრული უნარების ამოცანების განხორციელებაში მიღწეული წინსვლის მონიტორინგს. ევროკავშირში გამოიყენება ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) – ინსტრუმენტი, რომელიც მონიტორინგს უწევს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საქმიანობის მაჩვენებლებს ციფრული კავშირების, ციფრული უნარების, ონლაინ აქტივობის, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის და სახელმწიფო ციფრული სერვისების საკითხებში. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) 2014 წლიდან ზომავს ევროკავშირის ქვეყნების პროგრესს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების სფეროში, ადამიანური კაპიტალის სფეროს ჩათვლით. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI ) ადამიანური კაპიტალის განზომილება ზომავს უნარებს, რომლებიც საჭიროა ციფრულ მეთოდებზე დამყარებული
შესაძლებლობების გამოყენებისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირში ასევე რეგულარულად იზომება სხვადასხვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სამუშაო ძალის და განათლების ინდიკატორებში, რაც ციფრული უნარების დამატებით მონაცემებს წარმოადგენს. მონაცემთა ჰარმონიზებული მართვის საშუალებით შესაძლებელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შედარება წინსვლის თვალსაზრისით იმისათვის, რომ განისაზღვროს უნარებში არსებული ხარვეზები და შეფასდეს რეგიონული და სახელმწიფო ინიციატივების გავლენა.
პროგრამის EU4Digital ამოცანა იყო ციფრული უნარების გაზომვის და პროგნოზირების არსებული მონაცემების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება ევროკავშირის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. გამოქვეყნებული მეთოდოლოგია მოიცავს რეგიონული რეკომენდაციების ნაკრებს მონაცემთა შეკრების და პროგნოზირების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნაში.
ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ შეკრიბა ციფრულ უნარებთან დაკავშირებული რამდენიმე მონაცემი და გამოხატა იმის ინტერესი, რომ გაზომვის და პროგნოზირების პრაქტიკა მომავალშიც მოეყვანა შესაბამისობაში ევროკავშირის მეთოდოლოგიებთან.
ინდიკატორების ნაკრების შემდგომი გაფართოება და ქვეყნებს შორის შედარების პროცესის გაუმჯობესება შესაძლოა მნიშვნელოვნად უკეთესი იყოს სხვა ქვეყნებთან შედარებითი ანალიზის წარმატებით განხორციელებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. შედარების პროცესს ხელს შეუწყობს მონაცემთა შეკრების მეთოდების შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის ნიმუშების შერჩევა, კვლევის დიზაინი და მონაცემთა კლასიფიკაცია. ციფრული უნარების პროგნოზირება მთელ რეგიონში სხვადასხვა ფორმით ტარდება; ეს ფორმებია უნარების კვლევები, საერთო სამუშაო ძალის პროგნოზირება და ხარისხობრივი მეთოდები, მაგ. ექსპერტთა
მუშა ჯგუფები. მიუხედავად ამისა, ამჟამად არ ტარდება მომავალი ციფრული უნარების საჭიროებების შეფასება რეგიონულ დონეზე ან საერთო მიდგომის გამოყენებით, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს განათლების და ტრენინგის სისტემის რეაგირება სხვადასხვა ტიპის და დონის ციფრული კომპეტენციების მზარდ მოთხოვნილებაზე.
მაგრამ ანგარიშში ასევე განსაზღვრულია რიგი წინაპირობებისა, რომლებიც უნდა არსებობდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში საერთო მეთოდოლოგიის დანერგვამდე; ეს წინაპირობებია მონაცემთა შეკრებასა და ანალიზში მონაწილე პერსონალის პოტენციალის შექმნა, და საკმარისი რესურსების განთავსების აუცილებლობა იმისათვის, რომ სახელმწიფო დონეზე განხორციელდეს კვლევები, მონაცემთა ანალიზი და პროგნოზირება.
გამოქვეყნებული ანგარიში იხილეთ აქ.