პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტი: აქცენტი ძირითად პრიორიტეტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრულ და სამომავლო საკითხებში
თარიღი:
05/10/20 to 09/10/20
ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მეორე ყოველწლიური შეხვედრა COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო დისტანციურად ჩატარდება. ის უმასპინძლებს ვირტუალური სესიების სერიას 5-9 ოქტომბრის კვირის განმავლობაში, და ყურადღებას გაამახვილებს როგორც პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების განხილვაზე, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პრიორიტეტების და პერსპექტიული გეგმების განხილვაზე ციფრულ სექტორში.
პირველი დღეს, დილით, განიხილავენ გასულ პერიოდში ინიციატივის EU4Digital ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. დღის მეორე ნახევარი დაეთმობა პროექტის დაწყებას “EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება” (EaPConnect2), რომელიც აერთიანებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებს ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ციფრულ სფეროში არსებული განსხვავებების შემცირების გზით.
მეორე დღე დაეთმობა ერთობლივ კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ 2020 წლის შემდეგ და ორ პანელურ დისკუსიას, რომლებიც შეკრებს წარმომადგენლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მათი პრიორიტეტების და იმ სარგებლობის განსახილველად, რომლის მოტანა შეუძლია ციფრულ ტრანსფორმაციას, განსაკუთრებით COVID-19-ის ბოლოდროინდელი პანდემიის ფონზე.
თემატური სესიები ჩატარდება ღონისძიების მესამე, მეოთხე და მეხუთე დღეების განმავლობაში. ამ სესიებზე დეტალურად იქნება წარმოდგენილი მიმდინარე მდგომარეობა და სამომავლო გეგმები პროგრამის EU4Digital შემდეგი ექვსი საკითხის ფარგლებში: ტელეკომუნიკაციის წესები (მათ შორის ეროვნული მარეგულირებლების დამოუკიდებლობა, სპექტრის ჰარმონიზაცია, ფართოზოლოვანი კავშირის განვითარება და მუშაობა როუმინგის ტარიფების ჰარმონიზაციისთვის); ე-ვაჭრობა (მათ შორის ე-კომერცია, ე-საბაჟო და ე-ლოგისტიკა); ციფრული ნდობა და კიბერუსაფრთხოება; ციფრული უნარები, ციფრული ინოვაცია და სტარტაპის ეკოსისტემები და ე-ჯანმრთელობა. საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის პარალელურად ჩატარდება ვირტუალური ღონისძიებების სერია, რომელთა მიზანია ციფრული დღის წესრიგის და მონაწილე მხარეთა ჩართულობის ხელშეწყობა რეგიონში. ამ ღონისძიებებზე ერთმანეთს შეხვდებიან ციფრული სფეროს ექსპერტები, პროფესიონალები და პოლიტიკის დამსახველები საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გასაზიარებლად. ზოგიერთი განსახილველი საკითხი მოიცავს შემდეგს: როგორ დაჩქარდეს 5G დაწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში; მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის ასოციაციების ინტეგრაცია ევროკავშირის და გლობალურ ქსელებში; ე-მიწოდების ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმის სტრუქტურული ელემენტების პრაქტიკული წარდგენა და სხვა.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.