ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტი: ციფრული სფეროს მთავარი პრიორიტეტები

  • თარიღი: 17/09/21
  • გააზიარეთ:

27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ინიციატივა EU4Digital ატარებს საკოორდინაციო კომიტეტის მესამე ყოველწლიურ შეხვედრას ვირტუალური სესიების ციკლის საშუალებით. სესიებზე განხილული იქნება ციფრული პოლიტიკის დღის წესრიგი, მიღწეული შედეგები და სამომავლო პრიორიტეტები.

ერთკვირიანი ღონისძიება დაიწყება 27 სექტემბერს „ციფრული კონფერენციით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“, რომელზეც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, დაწყებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, და დამთავრებული ციფრული ბიზნესით და სტარტაპის ეკოსისტემებით, ონლაინ ვაჭრობით, და მოქალაქეთა ციფრული წიგნიერების გასაუმჯობესებლად შექმნილი EdTech პარტნიორობით. კონფერენციაზე მიწვეულია 450-მდე ადამიანი, მათ შორის ოფიციალური პირები შესაბამისი ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში.[KP1] 

მეორე დღეს დილის სესიაზე წარმოდგენილი იქნება ინიციატივის EU4Digitaln ფარგლებში დღემდე მიღწეული შედეგები, და ევროკავშირის ახალი 2020 წლის შემდგომი პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. საღამოს სესიაზე განიხილავენ სპექტრის ციფრული მაგისტრალის ამოქმედებას მოლდოვას, უკრაინას და ევროპელ პარტნიორებს შორის, რომელსაც ხელმძღვანელობს პროექტი: „EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირება“ (EaPConnect2).

კვირის მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჩატარდება თემატური სესიები, რომლებზეც გაშუქდება არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები ინიციატივის EU4Digital ექვს სფეროში:  ტელეკომუნიკაციის წესები, ელექტრონული ვაჭრობა, ციფრული ნდობა და კიბერუსაფრთხოება, ციფრული უნარები, ციფრული ინოვაცია და სტარტაპის ეკოსისტემები, და ელექტრონული ჯანმრთელობა.

პროგრამის EU4Digital ამოცანაა ევროპული ერთიანი ციფრული ბაზრის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში, რაც განავითარებს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების პოტენციალს ეკონომიკის ზრდის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესების და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით.

დამატებითი ინფორმაცია

პროგრამა სრული სახით

ახალი ამბები

იხილეთ ყველა