27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე ინიციატივა EU4Digital ატარებს საკოორდინაციო კომიტეტის მესამე ყოველწლიურ შეხვედრას ვირტუალური სესიების ციკლის საშუალებით. სესიებზე განხილული იქნება ციფრული პოლიტიკის დღის წესრიგი, მიღწეული შედეგები და სამომავლო პრიორიტეტები.
ერთკვირიანი ღონისძიება დაიწყება 27 სექტემბერს ციფრული კონფერენციით აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელზეც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, დაწყებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, და დამთავრებული ციფრული ბიზნესით და სტარტაპის ეკოსისტემებით, ონლაინ ვაჭრობით, და მოქალაქეთა ციფრული წიგნიერების გასაუმჯობესებლად შექმნილი EdTech პარტნიორობით. ღონისძიების მეორე დღე დაიწყება პრეზენტაციით, რომელზეც წარმოდგენილი იქნება EU4Digital ინიციატივის ფარგლებში დღეისათვის მიღწეული შედეგები; საღამოს სესიაზე კი განიხილავენ სპექტრის ციფრული მაგისტრალის ურთიერთკავშირის დაწყებას მოლდოვას, უკრაინას და ევროპელ პარტნიორებს შორის, რომელსაც პროექტი EaPConnect2 ხელმძღვანელობს.
კვირის მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჩატარდება თემატური სესიები, რომლებზეც გაშუქდება არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები ინიციატივის EU4Digital ექვს სფეროში: ტელეკომუნიკაციის წესები, ელექტრონული ვაჭრობა, ციფრული ნდობა და კიბერუსაფრთხოება, ციფრული უნარები, ციფრული ინოვაცია და სტარტაპის ეკოსისტემები და ელექტრონული ჯანმრთელობა.