პროექტის EU4Digital გუნდი მონტენეგროს საბაჟო ადმინისტრაციას ეწვია მონაცემთა გაცვლის სისტემის გასაცნობად დასავლეთ ბალკანეთში

  • თარიღი: 13/09/19
  • გააზიარეთ:

პროექტის EU4Digital ე-საბაჟოს ექსპერტთა გუნდი სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და მოლდოვას საბაჟოს წარმომადგენლებთან ერთად ივლისში პოდგორიცაში გაემგზავრა მონტენეგროს საბაჟო ადმინისტრაციის გაცნობითი ვიზიტით. ვიზიტის მიზანი იყო ინფორმაციის მიღება მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) სისტემის უპირატესობების შესახებ და მის პრაქტიკულ მუშაობაზე დაკვირვება ბოჟაის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მონტენეგროსა და ალბანეთს შორის.

ლიდია მიჯოვიჩი, საბაჟოს უსაფრთხოების და კონტროლის სამსახურის დირექტორის მოადგილე, მონაწილეებს მიესალმა და მათ SEED სისტემის მასშტაბი გააცნო: მონტენეგროს საგარეო საზღვარი 840 კმ-ია, რომელზეც მდებარეობს 24 საზღვრის გადაკვეთის პუნქტი, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული 12 ტერმინალი და სახმელეთო საზღვრები 4 ქვეყანასთან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან. სისტემის ამოქმედება საკმაო ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მისგან მიღებული სარგებელი ძალიან მაღალია.

მიჯოვიჩმა განმარტა, რომ მონაცემთა გაცვლისა და რისკის ანალიზის მძლავრი თანამედროვე სისტემა SEED საშუალებას აძლევს საზღვრისპირა საბაჟო ადმინისტრაციებს ავტომატურ რეჟიმში და რეალურ დროში გაზარდონ საკუთარი ადმინისტრაციული პოტენციალი საინფორმაციო ტექნოლოგიების და რისკის  ანალიზის კუთხით, გაზარდონ შემოსავლები, ებრძოლონ უკანონო ვაჭრობას და მოახდინონ მისი პრევენცია, და იმავდროულად გააუმჯობესონ რეგიონული თანამშრომლობა და ნდობა.

ევროკომისიის განცხადებით, პროექტმა SEED „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დასავლეთ ბალკანეთის საზღვრის მართვის სისტემების დაბალი ეფექტიანობის დაძლევაში, და ხელი შეუწყო უსაფრთხოების რისკების შემცირებას ამ ტერიტორიაზე“.

ალბანეთის, ბოსნიის და ჰერცეგოვინის, კოსოვოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს და სერბიის პარტნიორი საბაჟო ადმინისტრაციები ასევე ინტენსიურად სარგებლობენ სისტემით SEED როგორც რისკის შემცირების, ისე საბაჟო კონტროლისთვის, განსაკუთრებით საქონლის დეკლარირებისთვის თავის არიდების, კონტრაბანდის, და საქონლის დეკლარირებული ღირებულების შემცირების პრევენციის საკითხში. წლების განმავლობაში სისტემა გაუმჯობესდა და უზრუნველყო უდიდესი შესაძლებლობები დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის:

  • საზღვრისპირა ნაღდი ფულის ბრუნვის ფუნქციები (მათ შორის ფულის დეკლარირება, დეკლარანტი/მფლობელი, ნაღდი ფულის აღწერა და წყარო, სატრანსპორტო ინფორმაცია).
  • დღგ მოდული (დღგ-ს დაბრუნება მგზავრთა ტრაფიკში),
  • Carnet ATA მოდული (მოდული, რომელიც მართავს ATA Carnets-ის მთელ სამუშაო პროცესს),
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პროგრამული უზრუნველყოფა – INES+, თავსებადი პროგრამასთან COPIS.

სისტემა ხორციელდება იმგვარად, რომ მართოს მონაცემთა მთელი კომპლექსი საბაჟო დოკუმენტის თითოეული ტიპიდან: ფუნქციები აქტიურდება საჭიროების (და ტექნიკური პოტენციალის) საფუძველზე, და მეზობელი საბაჟო ადმინისტრაციის მოთხოვნით. სისტემა წარმოადგენს მოქნილ საშუალებას, რომელიც წლების განმავლობაში ადაპტირებული იყო მონაწილე ბენეფიციარი ადმინისტრაციების საჭიროებებზე და მათ სურვილზე გაეზიარებინათ მონაცემები.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების, ეროვნული საკანონმდებლო სისტემების და პარტნიორი ადმინისტრაციების სხვადასხვა საჭიროებების განსხვავებული დონეების გამო, მონაწილეებს შორის გაფორმდა ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმები საბაჟოს საინფორმაციო გაცვლის იურიდიული საფუძვლის დასაწესებლად.

მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) სისტემის კოორდინირება წარმოებს ცენტრალურ დონეზე, ის სრულად არის ინტეგრირებული საბაჟოს საინფორმაციო ტექნოლოგიის სისტემაში, და ინტეგრირებულია პროცედურებში ადგილობრივ დონეზე საზღვრის გადაკვეთის ყველა პუნქტში.

მოკლე ფაქტები მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლის (SEED) სისტემის შესახებ: 

  • პროგრამული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურა: ESB – საწარმოს მომსახურების სალტე (რომელიც ახორციელებს კომუნიკაციის სისტემას პროგრამული უზრუნველყოფის ურთიერთმოქმედ აპლიკაციებს შორის მომსახურების არქიტექტურაში, ღია წყაროს პროექტის გამოყენებით “ღია ESB”). მას მხარს უჭერს ინტერფეისის საწარმოს შეტყობინების სისტემა (EMS) ბიზნეს-ლოგიკა ყველა XML შეტყობინების დასამუშავებლად;
  • აქვს საკუთარი მონაცემთა ბაზა, ეროვნულ საბაჟო საინფორმაციო სისტემებზე დამატებით, მოიცავს ინფორმაციას ყველა მოსაზღვრე ქვეყნიდან. ეროვნული სისტემები რჩება იგივე. ტრეიდერები დოკუმენტებს ეროვნულ საბაჟო საინფორმაციო სისტემაში წარადგენენ;
  • შესაძლებელია იქედან მონაცემთა აღება და ამ მონაცემთა გამოყენება საკუთარ ეროვნულ საინფორმაციო ტექნოლოგიის სისტემებში;
  • მონაცემთა შეკრება ზოგიერთ წინასწარ განსაზღვრულ ტრიგერზე;
  • საერთო სტრუქტურის მონაცემები (მონაცემთა სტანდარტის შეთანხმება ყველა ქვეყანას შორის). ის საერთოა ყველასთვის, ევროკავშირის მონაცემთაა მოდელის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) მონაცემთა მოდელის საფუძველზე;
  • ცარიელი სატვირთო მანქანების მენეჯმენტი წარმოებს ავტომატურად. შეესაბამება ყველა ნაკადს.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა