EU4Digital ჩაატარებს ბაზრის შეფასებას ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

  • თარიღი: 23/04/20
  • გააზიარეთ:

ევროკავშირი მხარს უჭერს ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივის (DISC) გაფართოებას აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში პროგრამის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა 2020 წლის შემდეგ შესაბამისად, რითაც ხელს უწყობს ციფრული სტარტაპების და მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას,  ევროკავშირის ბაზრების ხელმისაწვდომობის ზრდას და კავშირების გაძლიერებას ევროკავშირის ინოვაციურ ეკოსისტემებთან.

აღნიშნულის მისაღწევად პროგრამამ EU4Digital დაიწყო ახალი აქტივობა საკითხზე „ბაზრის შეფასება ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივისთვის (DISC კვლევა) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. შეფასება ჩაატარებს ბაზრის ანალიზს საინვესტიციო გარემოს კუთხით ციფრული / მაღალტექნოლოგიური ინოვაციური სტარტაპებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ეს აქტივობა ემყარება ევროპის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში განხორციელებულ ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივას (DISC), რომლის მიზანია საინვესტიციო ხარვეზების დაძლევა ციფრული ინოვაციების სფეროში და ციფრული სტარტაპების გაძლიერების (სქეილ-აფ) მხარდაჭერა რეგიონში.

ამ მიდგომის საფუძველზე, ევროკომისიის მიზანია მსგავსი ინიციატივის საჭიროების და განხორციელების პოტენციალის განსაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ბაზრის შეფასება დაეხმარება ევროკომისიას საინვესტიციო ხარვეზების დადგენაში და იქნება საფუძველი DISC-ის მსგავსი ინიციატივების განსახილველად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის.

ინიციატივის EU4Digital კვლევა DISC აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყურადღებას კონკრეტულად შემდეგ საქმიანობაზე გაამახვილებს:

  • არსებული საბაზრო ხარვეზების განსაზღვრა.
  • მთავარი კერძო ვენჩურული კაპიტალის საფონდო  ინვესტიციების მიმოხილვა.
  • საჯარო სექტორის მთავარი საინვესტიციო პროგრამების მიმოხილვა.
  • მთავარი საბაზრო მონაცემების მიმოხილვა ბაზრის არსებული არაეფექტურობის თაობაზე ინვესტიციების კუთხით.
  • რეკომენდაციების გაცემა იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდოს ფინანსებზე წვდომა ციფრული / მაღალტექნოლოგიური სტარტაპებისთვის.
  • რეკომენდაციების გაცემა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებისთვის იმ მიზნით, რომ გაუმჯობესდეს ციფრული / მაღალტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერების მხარდაჭერა ამ რეგიონში. 

კვლევა DISC აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარდება არსებულ მონაცემთა რესურსების და ადგილებზე კვლევის მონაცემების საფუძველზე, რომელიც შეკრებილია ბაზრის მთავარ მოთამაშე ჯგუფებთან ინტერვიუების დროს, მათი დამტკიცება კი განხორციელდება ქვეყნებთან კონსულტაციების განმავლობაში. კვლევის დასრულება განსაზღვრულია 2020 წლის ზაფხულში. დამატებითი ინფორმაცია: Launch of DISC

ახალი ამბები

იხილეთ ყველა