9 ოქტომბერს პროგრამა EU4Digital ჩაატარებს ვირტუალურ სასწავლო ვიზიტს ელექტრონული მიწოდების საკითხზე საკოორდინაციო კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ. ეს ღონისძიება ჩატარდება დისტანციურად ვირტუალური სესიის სახით.
პროგრამის EU4Digital ერთ-ერთი აქტივობა ე-ვაჭრობის მხარდასაჭერად არის ანგარიშ-ფაქტურის მონაცემთა გაცვლის პილოტირება ელექტრონული მიწოდების არხის საშუალებით. ამ გადაწყვეტის უფრო ფართო აუდიტორიისთვის წარდგენის და მისი პრაქტიკული მახასიათებლების დემონსტრირების მიზნით, ორგანიზებულია
ე-მიწოდების ვირტუალური სასწავლო ვიზიტი, რომელიც 9 ოქტომბერს ჩატარდება (13:00 – 16:40 ცენტრალური ევროპის დროით/CET).
ე-მიწოდება ხელს უწყობს ელექტრონული მონაცემების და დოკუმენტაციის გაცვლას საჯარო ადმინისტრაციებს, ბიზნესს და მოქალაქეებს შორის ოპერაციულად თავსებადი, უსაფრთხო, უტყუარი და სანდო გზით.
ვირტუალური ვიზიტის მიზანია ე-მიწოდების მეთოდის გაცნობა – მისი მიზნების, ღირებულების და სარგებლიანობის გაგება, და მისი პრაქტიკული მუშაობის პროცესის უკეთ გააზრება.
ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად ესტუმრონ და გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკას შემდეგი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან მთელი ევროპის მასშტაბით:
- ევროკომისია (ინფორმატიკის გენერალური დირექტორატი – DG DIGIT), სადაც ხდება ე-მიწოდების ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა
- პროექტი e-CODEX, რომელიც პოპულარიზაციას უწევს და მართავს ე-მიწოდების გამოყენებას სამართლის სფეროში.
- ასოციაცია OpenPeppol რომელიც პოპულარიზაციას უწევს ელექტრონული მონაცემების გამოყენებას შესყიდვების პროცესებში. OpenPeppol უკვე მასპინძლობს პირველ ტერმინალს უკრაინაში ასოციაციის წევრის სტატუსით; გარდა ამისა, ეს არის ყველაზე პირველი ე-მიწოდების ტერმინალი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- ნორვეგიის სახელმწიფო და ფინანსური მართვის სააგენტო (Norwegian Agency for Public and Financial Management /DFØ) არის Peppol (პანევროპული ონლაინ სახელმწიფო შესყიდვების) ორგანო და ის მართავს ე-შესყიდვების სერვისის დომენის ციფრულ ტრანსფორმაციას ეროვნულ დონეზე. ნორვეგიის
ე-მიწოდების ეროვნულ დონეზე გამოყენების პრაქტიკა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში.
გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაუზიარონ ერთმანეთს საკითხის ცოდნა და საკუთარი გამოცდილება, დასვან შეკითხვები და განიხილონ ისინი ღონისძიების ყველა მონაწილესთან ერთად.
ე-მიწოდების ვირტუალური სასწავლო ვიზიტის სამიზნე აუდიტორიაა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ტრანსსასაზღვრო ე-ვაჭრობის სფეროში, ე-მიწოდების საპილოტე პროექტის დამკვირვებლები და მონაწილეები, და ყველა დაინტერესებული მხარე ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
დღის წესრიგი დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ქსელური აქტივობის ღონისძიებები ელექტრონული ვაჭრობის სფეროში ინიციატივის EU4Digital ე-ვაჭრობის თემატურ სფეროში დაგეგმილია ქსელური აქტივობის ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ინფორმაციის გაზიარებას არსებული გადაწყვეტების შესახებ. ამ ღონისძიებების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გარეთ არსებულ გადაწყვეტებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაკვირვება და მათი განხილვა, და მათი ამ რეგიონში დანერგვის შესაძლებლობების შეფასება.