

მთავარი / იყავით ინფორმირებული /
ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის ვირტუალური სემინარი: აქცენტი საუკეთესო პრაქტიკაზე, ნდობასა და უსაფრთხოებაზე
თარიღი: 18/03/20
ინიციატივის EU4Digital ე-ჯანმრთელობის გუნდი 2 აპრილს აწყობს ონლაინ სემინარს. სემინარის მიზანია მონაწილე მხარეების შეკრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან 11 თებერვლის წინა სემინარზე წამოჭრილი საკითხების შესაფასებლად, და ქვეყნების ქსელის ფიზიკური შეხვედრის მოსამზადებლად კვარტლის დასასრულს, ასევე მოსაზრებების შემდგომი გაზიარების მიზნით ნდობის და უსაფრთხოების ე-ჯანმრთელობასთან ინტეგრაციის საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები წარმოადგენენ ე-ჯანმრთელობის საუკეთესო ციფრულ
პრაქტიკას წინასწარ პრეზენტაციაში, ხოლო ე-ჯანმრთელობის გუნდი დაეხმარება მათ უფრო
სრულყოფილი პრეზენტაციის მომზადებაში
ე-ჯანმრთელობის ქსელის შეხვედრისთვის.
ამ საქმიანობის მიზანია ცოდნის გაზიარება რეგიონში ე-ჯანმრთელობაში არსებული ინოვაციების და განვითარების შესახებ, და თანამშრომლობის მხარდაჭერა მსგავს საკითხებსა და ინიციატივებში დაინტერესებულ პარტნიორებს შორის.
ინიციატივის EU4Digital გუნდი ასევე გააზიარებს დეტალურ ინფორმაციას ნდობის და უსაფრთხოების მზადყოფნის დონეზე, ინიციატივის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების გუნდის მიერ ჩატარებული ქვეყნების შეფასების საფუძველზე, და ხელს შეუწყობს დისკუსიას ზოგადი სახელმძღვანელო რეკომენდაციების შესახებ ნდობის და უსაფრთხოების ინტეგრაციისთვის ე-ჯანმრთელობის სფეროს სერვისებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამ საქმიანობის მიზანია ციფრული ნდობის და უსაფრთხოების საკითხების შეტანა ე-ჯანმრთელობის ჰარმონიზებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
გარდა ამისა, ვიდეო-სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ე-ჯანმრთელობის თანამშრომლობის პლატფორმა. თანამშრომლობის პლატფორმა არის ახალი საკომუნიკაციო სივრცე მონაწილე მხარეებისთვის, რომლებიც მუშაობენ ე-ჯანმრთელობის სერვისის განვითარებასა და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაზე, და ამ სემინარის განმავლობაში ე-ჯანმრთელობის გუნდი და ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმდებიან მონაწილეობის შემდგომ ნაბიჯებზე ამ პლატფორმის გამოყენებისას. ყველა განხილული პუნქტი მოემსახურება ქვეყნების ქსელის ფიზიკური შეხვედრის გაუმჯობესებას (რომელიც უნდა ჩატარდეს მაისში კიევში, თუმცა შესაძლოა თარიღი შეიცვალოს COVID-19 გარემოებებიდან გამომდინარე). ამ და წინა ვიდეო-სემინარების განმავლობაში განსაზღვრული და განმარტებული თემები ღრმად იქნება განხილული და დამუშავებული.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ელექტრონული ჯანმრთელობა