პროგრამა EU4Digital მუშაობს ციფრული უნარების გაზომვის და პროგნოზირების მეთოდოლოგიაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რაც მოიცავს გაზომვის ზოგადი პრაქტიკის დანერგვის რეკომენდაციებს ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად.
ციფრული უნარები აუცილებელია არა მარტო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ან ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი კომპანიებისთვის – ისინი უსწრაფესად ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანისთვის წარმატების მისაღწევად ციფრულ ეკონომიკასა და საზოგადოებაში.
ევროკავშირის 2016 წლის ინიციატივაში “პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება: ახალი შესაძლებლობები მოზრდილებისთვის” (Upskilling Pathways: New Opportunities for Adults) აღნიშნულია, რომ ციფრული კომპეტენციები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წერა-კითხვის და ანგარიშის უნარი. ციფრული წიგნიერების და უნარების არქონა შეიძლება მნიშვნელოვანი გამომრიცხველი ფაქტორი იყოს ბევრისთვის, რადგან ისინი ზღუდავს და ხელსაც კი უშლის პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, რაც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებით არის შესაძლებელი.
ციფრულ წიგნიერებასა და უნარებში არსებული ხარვეზების გამოსწორება პრობლემის იდენტიფიკაციით იწყება. ციფრული უნარების გაზომვა მტკიცებულებაზე დამყარებული იდენტიფიკაციის და პრობლემური სფეროების გამოსწორების ძირითადი ელემენტია.
ევროკავშირში ევროკომისიამ შექმნა ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) – ინსტრუმენტი, რომლიც მონიტორინგს უწევს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საქმიანობის შედეგებს ციფრული კავშირების, ციფრული უნარების ონლაინ აქტივობის, ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის და ციფრული საჯარო სამსახურების საკითხებში. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) 2014 წლიდან ზომავს ევროკავშირის ქვეყნების პროგრესს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებით, ადამიანური კაპიტალის სფეროს ჩათვლით. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსის (DESI) ადამიანური კაპიტალის განზომილება ზომავს უნარებს, რომლებიც საჭიროა ციფრულ მეთოდებზე დამყარებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის.
რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, 2015 წლის კვლევამ ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შეაფასა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ბაზრების მზადყოფნა ერთიან ციფრულ ბაზარში შესაძლო ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციისთვის, და აღმოაჩინა, რომ ამ რეგიონს არ ჰქონდა სისტემური მიდგომა ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გასაზომად.
კვლევამ დაადგინა, რომ პრიორიტეტული იყო ციფრული უნარების სისტემური მეთოდოლოგიის შემუშავება და ამგვარად ცნობიერების ამაღლება მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობის საჭიროების საკითხებში. ეს დაეხმარებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მოეხდინათ საკუთარი პოლიტიკის ადაპტაცია ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, და საშუალებას მისცემდა განათლების და ტრენინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შესაბამისობაში მოეყვანათ საკუთარი სასწავლო პროგრამები უსწრაფესად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
ამ მოთხოვნების პასუხად, პროგრამა EU4Digital ამჟამად მუშაობს დოკუმენტზე „ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გაზომვა და პროგნოზირება და პრიორიტეტული გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის მეთოდოლოგია“, და მომავალ თვეებში წარადგენს რეკომენდაციების ნაკრებს ზოგადი ციფრული უნარების გაზომვის პრაქტიკის დასანერგად, რომელიც ევროკავშირის მეთოდოლოგიას შეესაბამება.
მონაცემებზე წვდომა მთავარ როლს ასრულებს ციფრული უნარების სტრატეგიის შემუშავებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, და მათ ჰარმონიზაციაში ევროპული დონის სტრატეგიებთან. ეროვნულ ციფრულ უნარებში არსებული ხარვეზების გაზომვის და პროგნოზირების ზოგადი მეთოდოლოგიის შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხელს შეუწყობს შემდეგს:
- ეროვნული დონის განვითარების სტრატეგიების მორგება კონკრეტულ, ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად გაზომილ მონაცემებთან, და დახმარება კონკრეტული პრობლემური სფეროების და მოთხოვნა-მიწოდებაში არსებული ხარვეზების განსაზღვრაში;
- ზოგადი მიდგომა ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მონაცემების შეკრებისადმი, რაც იძლევა შედარების შესაძლებლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს და ევროკავშირს შორის და აძლევს ქვეყნებს საშუალებას ეძებონ ციფრულ უნარებთან დაკავშირებული პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტები;
- სისტემატური და რეგულარული გაზომვა იქნება შრომის ბაზრის ციფრულ უნარებთან დაკავშირებული მომავალი საჭიროებების პროგნოზირების საფუძველი.
კიდევ უფრო მეტი სარგებლობა შეიძლება მოიტანოს გაზომვის პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანამ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან, რაც იძლევა შედარებითი ანალიზის და ხარვეზების ანალიზის უკეთ ჩატარების საშუალებას. ევროკავშირის პოლიტიკასთან და მეთოდოლოგიასთან (მაგ. ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ინდექსი (DESI) და EUROSTAT კვლევები) შესაბამისი ციფრული უნარების გაზომვისა და პროგნოზირების მიმართ სისტემური მიდგომა არ არის დანერგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ხოლო სიმწიფის დონეების გაზომვა და პროგნოზირება ფართოდ ვარირებს. თუმცა, შესაბამისობაში მოყვანილი მეთოდოლოგიების დანერგვამდე აუცილებელია მრავალი წანამძღვრის არსებობა, სათანადო კომპეტენციების, მმართველობის და რესურსების ჩათვლით.