ევროპის ქსელების და კომუნიკაციების კონფერენცია (EuCNC) არის ტელეკომუნიკაციების სფეროში ჩატარებული წარმატებული ტექნიკური კონფერენციების სერიიდან 29-ე, და მისი სპონსორები არიან ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის კომუნიკაციების საზოგადოება (IEEE ComSoc) და EURASIP, ხოლო ფინანსური მხარდამჭერი – ევროკომისია.
წლევანდელი კონფერენციის დევიზია “კავშირის რევოლუცია”. უკვე გამოცხადდა წარსადგენი მოხსენებების, პოსტერების, ვორქშოფების და საგამოფენო მასალების მიღება.
კონფერენციის მიზანია ერთმანეთს შეახვედროს მთელი მსოფლიოს მეცნიერები საკუთარი უახლესი კვლევების შედეგების წარსადგენად; კონფერენცია არის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების წარდგენის, დემონსტრირების და შეფასებისთვის, რაც განსაკუთრებით ევროპულ კვლევისა და განვითარების პროგრამებს ეხება.
ღონისძიება ჩატარდება ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში 2020 წლის 15-18 ივნისს. ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომია კონფერენციის ვებსაიტზე.
განახლებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძილიათ ასევე ეწვიოთ კონფერენციის Twitter ან Facebook ანგარიშებს.
კონფერენცია მოიცავს:
- რეგულარულ სესიებს მოხსენებებით (რომლებიც წარდგენილი იქნება ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტის ციფრულ ბიბლიოთეკაში (IEEE Xplore);
- ვორქშოფებს;
- სპეციალურ სესიებს;
- სასტენდო მოხსენებებს;
- პრაქტიკულ მეცადინეობებს;
- პანელურ დისკუსიებს;
- საპროგრამო მოხსენებებს;
- დემონსტრაციებს და გამოფენებს;
- გამოფენის ავტორების საუბრებს ტექნიკურ საკითხებზე ყავის შესვენებების განმავლობაში.
საკონფერენციო მოხსენებები, ასევე წინადადებები ვოქშოფების, სპეციალური სესიების და პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად მიიღება 2020 წლის 7 თებერვლამდე.