პროგრამა Active Assisted Living (AAL), ინიციატივა ევროპული ინოვაციების პარტნიორობა აქტიური და ჯანმრთელი დაბერებისთვის (EIP on AHA) და ერთობლივი საპროგრამო ინიციატივა More Years, Better Lives (JPI MYBL) 2020 წლის 2-6 ნოემბერს გიწვევენ ევროპის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების კვირეულზე (EWAHA).
მხარდაჭერის სამივე ინიციატივა შექმნილია იმისათვის რომ ხელი შეუწყოს ევროპის ადაპტაციას საზოგადოების დაბერების პროცესში. სამივე მაქსიმალური ძალისხმევით, მჭიდროდ თანამშრომლობდა 2019-2020 წლებში. ამჟამად მათ შეაქვთ უფრო თვალსაჩინო დემოგრაფიული ცვლილება ევროპის სამეცნიერო კვლევის და ინოვაციის გეგმაში.
ღონისძიება განიხილავს მომავალ ათ წელს 2030 წლამდე. ეს ათწლეული არის ჯანმრთელ დაბერებასა და დემოგრაფიული ცვლილებაზე ყურადღების კონცენტრაციის რეალური შესაძლებლობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ჯანმრთელი დაბერების ათწლეულის მთავარი პრიორიტეტებია თაობათა შორის სოლიდარობა, და ჯანდაცვის სისტემების მოყვანა შესაბამისობაში დაბერების პროცესში მყოფი მოსახლეობის მოთხოვნებთან. ამ და მრავალ სხვა საკითხს მოიცავენ ამ კვირეულის განმავლობაში, რომელიც ასევე დანამდვილებით განიხილავს ჯანმრთელი დაბერების სისტემებსა და სერვისებში ნოვატორული პოტენციალის შექმნის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე განხილული იქნება COVID-19-ის ყველაზე მძიმე და ახლად დადგენილი გავლენები ხანდაზმულ მოსახლეობაზე ევროპაში.
ონლაინ კვირეულზე ჩატარდება უამრავი ინოვაციური და განსხვავებული დებატი და პანელი. ჩატარდება ასევე დისკუსიების და ვებინარების სერიები. გარდა ამისა, ეს მიმართულება მოიცავს პრიორიტეტებს და სტრატეგიებს, და ასევე მოქმედებას. კვირეულში მონაწილეობას მიიღებს უამრავი საყოველთაოდ ცნობილი ინტელექტუალი ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ევროპარლამენტის წევრები, ასევე მრავალი სხვა პოლიტიკოსი და ჯანმრთელობის, ჯანდაცვის და დაბერების სფეროს ექსპერტი. მოსალოდნელია ევროპის მასშტაბის მრავალი ქვეყნის და რეგიონის ლიდერის მონაწილეობა. მონაწილეებს შორის ასევე იქნებიან დაფინანსების, ინვესტირების, მოთხოვნის და მიწოდების სფეროს წარმომადგენლები. სპეციალურ სესიაზე წარმოდგენილები იქნებიან მონაწილეები AAL Smart Ageing Prize-დან; ისინი ჯანმრთელი დაბერების სფეროში მომუშავე მეწარმეთა წარმატებებს წარმოაჩენენ. მოსალოდნელია ასევე დაჯილდოების სხვა სქემების და ახალი მიმართულებების ხილვა.
პროგრამა EU4Digital მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობას ევროპული ინოვაციების პარტნიორობის აქტიური და ჯანმრთელი დაბერების ინიციატივაში (EIP on AHA), რომელშიც თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა ნებისმიერ ინდივიდს ან ორგანიზაციას, სამთავრობო უწყებების, კერძო კომპანიების, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების და სოციალური ორგანიზაციების ჩათვლით.