ევროპის კვლევის და ინოვაციის დღეები

  • თარიღი: 22/09/20 – 24/09/20
  • გააზიარეთ:

22-24 სექტემბრი ევროპის კვლევის და ინოვაციის დღეები წარმოადგენს ევროკომისიის კვლევის და ინოვაციის ყოველწლიურ ფლაგმანურ ღონისძიებას, რომელზეც შეიკრიბებიან პოლიტიკის დამსახველები, მკვლევრები, მეწარმეები და ფართო საზოგადოება იმისათვის, რომ განიხილონ და ჩამოაყალიბონ კვლევის და ინოვაციების მომავალი ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. წელს ეს ღონისძიება მთლიანად ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება.

კავშირების შექმნით უახლეს სამეცნიერო კვლევას და თაობის ყველაზე აქტუალურ პრობლემებს შორის, ევროპის კვლევის და ინოვაციის დღეები წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას დისკუსიაში ჩართვის და რეალური ცვლილების განხორციელებისთვის. ღონისძიება, რომელიც განიხილავს ისეთ მრავალფეროვან პრობლემებს – იქნება ეს კლიმატის კრიზისის გადაწყვეტა თუ ციფრული სამყაროს შექმნა ყველასათვის – წამოჭრის საკითხებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ ვინ ვართ და როგორ მომავალში გვინდა ცხოვრება: დროა ჩავერთოთ ამ პროცესში!

ღონისძიება მთლიანად თანამშრომლობას ეხება: ეს იქნება ცალკეული პირების და ექსპერტების შეკრება ყველა სფეროდან კავშირების დამყარების და უფრო ნათელი მომავლის შექმნის მიზნით.

ევროპის კვლევის და ინოვაციის დღეები ყველასთვის ღიაა, ხოლო რეგისტრაცია უფასოა.

Find out more

მოვლენები

იხილეთ ყველა