ევროპის ციფრული ათწლეული: კურსი უფრო ძლიერი ციფრული ევროპისკენ 2030 წლისთვის

  • თარიღი: 10/03/21
  • გააზიარეთ:

ევროკომისიამ გამოაქვეყნა საკუთარი ხედვა და სამიზნეები ევროპის ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებით განსახორციელებლად 2030 წლისთვის, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილება კლიმატისადმი ნეიტრალური, ცირკულარული და სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკის მისაღწევად.

ევროკავშირის ესწრაფვის ციფრულ სუვერენიტეტს ღია და ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში, და ისეთი ციფრულ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც აძლიერებს მოსახლეობას და ბიზნესს ადამიანზე ორიენტირებული, მდგრადი და კიდევ უფრო წარმატებული ციფრული მომავლის უზრუნველსაყოფად. ამისათვის საჭიროა ხარვეზების და დამოკიდებულების პრობლემების გადაჭრა და ინვესტირების დაჩქარება. გარდა ამისა, ევროკავშირი ხელს შეუწყობს საკუთარი ციფრული გეგმების პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში, ასევე ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტებისადმი შესაბამისობას და მათთან დაახლოებას.

9 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაცია აყენებს ციფრული პრინციპების პაკეტზე – „ციფრული კომპასი“ – შეთანხმების წინადადებას, რათა უსწრაფესად დაიწყოს მნიშვნელოვანი პროექტები მრავალ ქვეყანაში, და მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა მყარი მმართველობითი ჩარჩოს დასანერგად და პროგრესის მონიტორინგის მიზნით.

ციფრული პრინციპების პაკეტის შესახებ განცხადების გაკეთებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა: პანდემიამ ცხადყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიები და უნარები სამუშაოზე, სწავლასა და დასაქმებაშიდა სად არის საჭირო გაუმჯობესება. ჩვენ ახლა უნდა შევქმნათ ევროპის ციფრული ათწლეული იმისათვის, რომ ყველა მოქალაქისა და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველაფერი საუკეთესო, რასაც ციფრული სამყარო გვთავაზობს. მკაფიო გზას ამ მიმართულებით დღევანდელიციფრული კომპასიგვიჩვენებს“.

ევროპისციფრული კომპასი

ევროკომისიამ წამოაყენა ციფრული კომპასის წინადადება ევროკავშირის ციფრული მისწრაფებების კონკრეტულ კონცეფციებში ასახვის მიზნით. ისინი შემდეგი ოთხი ძირითადი პუნქტის ირგვლივ ერთიანდება:

1)ციფრული უნარებით აღჭურვილი მოქალაქეები და მაღალი ციფრული კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები: 2030 წლისთვის ყველა მოზრდილის მინიმუმ 80%-ს უნდა ჰქონდეს საბაზისო ციფრული უნარები, და ევროკავშირის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უნდა იყოს 20 მილიონი სპეციალისტი – იმავდროულად ამგვარ სამუშაოზე უნდა დასაქმდეს მეტი ქალი.

2)საიმედო და მდგრადი ციფრული ინფრასტრუქტურა: 2030 წლამდე ევროკავშირში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს გიგაბიტური კავშირი და ყველა დასახლებულ ტერიტორიაზე უნდა იყოს 5G დაფარვა; თანამედროვე და მდგრადი ნახევარგამტარების წარმოება ევროპაში მსოფლიო წარმოების 20%-ს უნდა შეადგენდეს; ევროკავშირში განთავსებული უნდა იყოს 10,000 კლიმატ-ნეიტრალური ძალზე კარგად დაცული ზღვრული კვანძი; და ევროპას უნდა ჰქონდეს პირველი საკუთარი კვანტური კომპიუტერი.

3)ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია: 2030 წლამდე ოთხიდან სამი კომპანია უნდა იყენებდეს „ქლაუდ“ გამოთვლით სერვისებს, დიდ მონაცემებს და ხელოვნურ ინტელექტს; მცირე და საშუალო საწარმოების 90%-ზე მეტმა უნდა მიაღწიოს ციფრული ინტენსივობის, მინიმუმ, ბაზისურ დონეს; და ევროკავშირში ორჯერ უნდა გაიზარდოს იმ სტარტაპების რაოდენობა, რომელთა საბაზრო ღირებულება
1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

4)სახელმწიფო სერვისების ციფრული გარდაქმნა: 2030 წლისთვის ყველა სახელმწიფო სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ონლაინ; ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მისი ელექტრონული სამედიცინო ბარათი; და მოქალაქეთა 80% უნდა იყენებდეს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.

საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობები ციფრული ათწლეულისთვის

ევროკავშირი ხელს შეუწყობს ადამიანზე ორიენტირებულ საკუთარ ციფრულ გეგმებს გლობალურად, ასევე ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტებისადმი შესაბამისობას და მათთან დაახლოებას. გარდა ამისა, ის უზრუნველყოფს მისი ციფრული მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებას და მდგრადობას, და განახორციელებს გლობალურ გადაწყვეტებს. ამის მიღწევის გზებია:

  • ინსტრუმენტების პაკეტის შექმნა, რომელიც აერთიანებს თანამშრომლობას რეგულირების სფეროში, პოტენციალის და უნარების ჩამოყალიბებას, ინვესტირებას საერთაშორისო თანამშრომლობაში და კვლევით პარტნიორულ ურთიერთობებში;
  • ციფრული ეკონომიკის პაკეტების შექმნა ისეთი ინიციატივებით დაფინანსების საფუძველზე, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებს, კერძო კომპანიებს, თანამოაზრე პარტნიორებს და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს;
  • ევროკავშირის შიდა ინვესტირების და საგარეო თანამშრომლობის ინსტრუმენტების კომბინირება;
  • ინვესტირება კავშირის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის პარტნიორებთან, მაგალითად, შესაძლო ციფრული კავშირის ფონდის საშუალებით.

სიცოცხლისუნარიანი ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა ერთ-ერთია პოლიტიკის იმ ხუთი პრიორიტეტიდან, რომლებიც გააშუქა ევროკომისიამ საკუთარ წინადადებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის გრძელვადიანი პოლიტიკური ამოცანებისთვის 2020 წლის შემდეგ; ამ წინადადების მხარდაჭერა ხორციელდება ევროკავშირის ინიციატივის EU4Digital საშუალებით.

წანამძღვრები

ციფრული ტექნოლოგიები უმნიშვნელოვანესი იყო ეკონომიკური და სოციალური აქტიურობის შესანარჩუნებლად კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს ტექნოლოგიები იქნება ძირითადი მადიფერენცირებელი ფაქტორი წარმატებული გარდაქმნის პროცესში, რომელიც მდგრადი პანდემიისშემდგომი  ეკონომიკის და საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. როგორც ევროპული ბიზნესი, ისე მოსახლეობა ისარგებლებენ უფრო მეტი ციფრული შესაძლებლობით, რაც ხელს შეუწყობს მდგრადობას და შეამცირებს დამოკიდებულებას ყველა დონეზე, დაწყებული მრეწველობის სექტორიდან, დამთავრებული ცალკეული ტექნოლოგიებით. ევროპული მიდგომა ციფრული ტრანსფორმაციის მიმართ წარმოადგენს ასევე იმ ძირითად ფაქტორს, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის გავლენას მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირის დაფინანსება, ხელმისაწვდომი  აღდგენის და მდგრადობის ინსტრუმენტის ფარგლებში, იძლევა უპრეცედენტო მასშტაბის და ინტენსივობის თანამშრომლობის საშუალებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც აუცილებელია წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციისთვის. თითოეული ეროვნული გეგმისთვის ციფრულ სექტორში დანახარჯების 20%-იანი სამიზნეა განსაზღვრული; ეს გეგმები თანდართულია 2021-2027 წლების ევროკავშირის ბიუჯეტის ციფრულ კომპონენტზე.

დამატებითი ინფორმაცია:

ევროპის ციფრული ათწლეული: ევროკომისიის კურსი უფრო ძლიერი ციფრული ევროპისკენ 2030 წლისთვის

ევროპის ციფრული ათწლეული – კითხვა-პასუხი

ევროპის ციფრული ათწლეული – ფაქტები

ინფორმაცია „2030 ციფრული კომპასი: ევროპის გზა ციფრული ათწლეულისკენ“

ევროპის ციფრული კომპასი – პოლიტიკის გვერდი

ევროპის ციფრული მომავლის ფორმირება

ახალი ამბები

იხილეთ ყველა