გაეცანით პროექტის EaPConnect და პარტნიორების მიღწევებს ქვეყნების მიხედვით

  • თარიღი: 19/01/21
  • გააზიარეთ:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EaPConnect ხუთმა წელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას მოუტანა კომპლექსური სარგებლობა იმ თვალსაზრისით, რომ შემცირდა გაუმჯობესებული ქსელური კავშირის ხარჯები ევროპასთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეებისთვის. მაგრამ როგორი იყო გავლენები ქვეყნების მიხედვით? პროექტის EaPConnect
6 პარტნიორის მიღწევები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან უკვე გაშუქდა ცალ-ცალკე ისტორიებში, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ.

თითოეული ისტორია მოიცავს პროექტის ახლახან გამოქვეყნებული მიღწევების ვიდეორგოლის თარგმანს ადგილობრივ ენაზე, სამეცნიერო საქმიანობის მაგალითებს, რომლებზეც დადებითი გავლენა იქონია პროექტის ან ადგილობრივი პარტნიორის მხარდაჭერამ, და სასარგებლო ბმულს აღნიშნული ქვეყნის ყველა ისტორიებზე, რომლებიც გამოქვეყნდა პროექტის EaPConnect ვებსაიტზე.

ასე რომ, თუ გსურთ შეადაროთ ფაქტები და რიცხვები ქვეყნების მიხედვით, ან უფრო საფუძვლიანად გაეცნოთ ერთ ქვეყნის მიღწევებს, იხილეთ ისტორიები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკის და ავტომატიზაციის პრობლემების ინსტიტუტი – სომხეთის აკადემიური სამეცნიერო კვლევის კომპიუტერული ქსელი [IIAP NAS RA – ASNET] (სომხეთი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინფორმაციო ტექნოლოგიის ინსტიტუტი [IIT of ANAS] – AzScienceNet (აზერბაიჯანი), ბელარუსის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინფორმატიკის პრობლემების გაერთიანებული ინსტიტუტი – ბელარუსის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ქსელი [UIIP NASB – BASNET] (ბელარუსი), საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია [GRENA] (საქართველო), მოლდოვას ეროვნული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელის ასოციაცია [RENAM] (მოლდოვა) და ასოციაცია URAN (უკრაინა). მათზე ბმულები მოცემულია პროექტის მიღწევების მთავარი გვერდიდან, რომელიც მუდმივად განახლდება პროექტის EaPConnect მეორე ფაზის განმავლობაში.

ისტორიები და ვიდეორგოლები

პირდაპირი ბმულები ცალკეული ახალი ამბების გვერდებზე და პროექტის ლოკალიზებულ ვიდეორგოლებზე:

Russian-subtitled video version is also available.

დამატებითი ინფორმაცია

EU4Digital: სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების დაკავშირების (პროექტი EaPConnect) ახლა მის მეორე 5-წლიან ფაზაშია. პირველი EaPConnect პროექტი დაიწყო 2015 წლის ივლისში, ხოლო მეორე პროექტი – 2020 წლის 1 ივლისს. პროექტი EaPConnect ფინანსდება ევროკავშირის ინიციატივის EU4Digital ფარგლებში.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა