ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის – შეუერთდით მსოფლიოს უდიდეს ონლაინ ჰაკათონს კორონავირუსის წინააღმდეგ!

  • თარიღი: 02/04/20
  • გააზიარეთ:

ტექნიკური სფეროს აქტივისტები აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში მიწვეულები არიან მონაწილეობის მისაღებად გლობალურ ჰაკათონში გადაწყვეტილებების საპოვნელად კორონავირუსის კრიზისის პირობებში. ჰაკაონი, რომელიც ორგანიზებულია ესტონეთის მიერ და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდება 9-12 აპრილს მთელ მსოფლიოში ონლაინ, დროის ყველა სარტყელში.

ვინაიდან კაცობრიობის დაახლოებით ნახევარი მკაცრ იზოლაციაში იმყოფება, ტექნიკური სფეროს აქტივისტები სწრაფად აერთიანებენ ძალისხმევას ონლაინ გადაწყვეტილებების შესამუშავებლად – „დროა გავერთიანდეთ უდიდესი გარღვევისთვის ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში –  გავარღვიოთ კრიზისები ერთი იდეით ერთ ჯერზე. რომ მკაცრი იზოლაცია აღარასოდეს დაგვჭირდეს“.

უპრეცედენტო კრიზისის დროს, მიზანია არა მარტო საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლა, არამედ ასევე სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა – როგორ გავუმკლავდებით მასობრივ ცვლილებებს ჩვენს ეკონომიკაში, სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვასა და გარემოში, რადგან ჩვენი სამყაროს წესრიგი შეცვლილი აღმოჩნდება, და ალბათ ისე, რომ მისი ამოცნობაც კი შეუძლებელი იქნება? 

ღონისძიების „The Global Hack მიზანია შეკრიბოს ცნობილი ინტელექტუალები, მსოფლიო კლასის მენტორები და ნიჭიერი გუნდები მთელ მსოფლიოში გადაწყვეტილებების შესამუშავებლად უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

როგორ შეგიძლია დახმარება მხარაჭერაში და მოძრაობასთან შეერთება?

  • გააზიარეთ მოვლენა თქვენს ქსელში.
  • გახდით მენტორი, სპონსორი ან მოხალისე: https://theglobalhack.com/join
  • გაიგეთ, რა თემებია და გააზიარეთ თქვენი იდეები: https://theglobalhack.com/
  • დაწერეთ ტვიტერზე პრობლემები, რომლებსაც გადაწყვეტილებები სჭირდება #theglobalhack
  •  

თვალი ადევნეთ ინფორმაციას შემდეგ სოციალურ მედია-არხებზე:

გაიარეთ რეგისტრაცია ღონისძიებისთვის Global Hack ახლა! კორონავირუსი ევროკავშირი გვერდში უდგას მის აღმოსავლეთ პარტნიორებს

ახალი ამბები

იხილეთ ყველა