ორიენტირება ციფრულზე: ევროპის განათლების ფონდი იწყებს ინოვაციის და უნარების კონკურსს

  • თარიღი: 01/06/20
  • გააზიარეთ:

ევროპის განათლების ფონდი (ETF) იწყებს კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ყველა პროფესიულ სასწავლებელს, უნივერსიტეტს, ტრენინგის ცენტრს და პროვაიდერს; კონკურსის მიზანია სწავლის და სწავლების კარგი პრაქტიკის მაგალითების მოძიება ციფრული კომპეტენციების განვითარებისთვის.

ევროპის განათლების ფონდის ინოვაციების და უნარების კონკურსი მონაწილეობისთვის იწვევს ყველა პროფესიულ სკოლას და კოლეჯს, ასევე უნივერსიტეტებს, ტრენინგის ცენტრებს და ტრენინგის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საწყის და უწყვეტ პროფესიულ განათლებას და ტრენინგს ევროპის განათლების ფონდის პარტნიორ ქვეყნებში (რაც მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანას.

რატომ ტარდება ევროპის განათლების ფონდის ინოვაციების და უნარების კონკურსი?

შრომის ბაზრის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების სამყაროში ადამიანებს მთელი კარიერის განმავლობაში უწევთ ახალი უნარების შესწავლა, სამუშაოს შეცვლა და ახალი პროფესიების ათვისება. ამის მიზეზია ისეთი განსხვავებული ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარება, ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია, გლობალიზაცია, დემოგრაფია, მიგრაცია და კლიმატის ცვლილება. იმ დროს, როდესაც ამ ცვლილებების საბოლოო მნიშვნელობა და ეფექტები ჯერ სრულად ცნობილი არ არის და მათი გავლენა შეიძლება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული იყოს, განათლების და ტრენინგის სისტემებს ესაჭიროებათ პოტენციალი იმგვარი სერვისების და მექანიზმების განვითარებისთვის, რომლებიც ეხმარება მასწავლებლებს, პროვაიდერებს და სწავლის მსურველებს, და აწვდის მათ შრომის ბაზრების მოთხოვნების შესაბამის უნარებს.

რა არის 2020 წლის კონკურსის ძირითადი თემა?

ციფრული ტექნოლოგია ჩვენი საზოგადოებების გარდაქმნას ახორციელებს. ციფრული კომპეტენცია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი კომპეტენცია, თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი შრომით მოწყობასა და კარიერის განვითარებაში. ციფრული ტრანსფორმაცია ამა თუ იმ ხარისხით ყველგან მიმდინარეობს. ევროპის განათლების ფონდი მხარს უჭერს პარტნიორ ქვეყნებს მის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენებაში ციფრული გამოწვევების პრობლემების გადაჭრის საშუალებით პროფესიული განათლების და ტრენინგის (VET) სისტემის მიმდინარე რეფორმების კონტექსტში.

ამ კონტექსტში, ევროპის განათლების ფონდი ეძებს კარგი პრაქტიკის სათანადო მაგალითებს სწავლებასა და სწავლაში ციფრული კომპეტენციების განვითარებისთვის. შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია სწავლის დიზაინი და ახალი/ინოვაციური მიდგომები ციფრული კომპეტენციების განვითარებისადმი. კარგი პრაქტიკის მაგალითები შეირჩევა ეროვნული, რეგიონული ან საორგანიზაციო კონტექსტის და ამ კონტექსტისადმი მაგალითების შესაბამისობის გათვალისწინებით. შერჩეული მაგალითები ინფორმირებას გაუწევს ევროპის განათლების ფონდის მომავალ საქმიანობას და უზრუნველყოფს მასწავლებლებს, სასწავლო

პროგრამის სპეციალისტებს, ტრენინგის პროვაიდერებს და პოლიტიკის დამსახველებს იდეებით და შესაძლებლობებით მათი საქმიანობისთვის.

რას აკეთებს ევროკავშირი?

ევროკავშირი მხარს უჭერს ციფრული კომპეტენციების განვითარებას საცნობარო ჩარჩოების შემუშავებით მოქალაქეების, განათლების სფეროს პროფესიონალების და ორგანიზაციებისთვის (DigComp 2.1 რომლებიც მოიცავს DigComp Into ActionDigCompEduDigCompOrg), ასევე თვითშეფასების ინსტრუმენტის შემუშავებით სასწავლებლებისთვის (SELFIE). ეს არის სამაგალითო წყაროები პრაქტიკოსების და პოლიტიკის დამსახველებისთვის, და ისინი შეიცავს მაგალითებს, რომლებიც ასახავს სწავლის კონკრეტულ შედეგებს და პროგრესის დონეებს. ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა ახორციელებს კონკრეტულ საქმიანობას და მხარს უჭერს ტექნოლოგიის გამოყენებას და ციფრული კომპეტენციების განვითარებას განათლებაში. პოლიტიკის დონეზე ციფრული კომპეტენცია იყო რვა ძირითადი კომპეტენციიდან ერთ-ერთი ევროკავშირის მოქალაქეების უწყვეტი სწავლისთვის 2006 წლიდან, რაც შეადგენდა პოლიტიკის შემუშავების საფუძველს (სრული ინფორმაციისთვის იხ. ევროპის განათლების ფონდის მემორანდუმი ციფრული უნარების და კომპეტენციების, და ციფრული და ონლაინ სწავლის შესახებ და ევროპული საბჭოს რეკომენდაცია  უწყვეტი სწავლის ძირითადი კომპეტენციების შესახებ (2018)).

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

წარადგინეთ თქვენი კარგი პრაქტიკა განაცხადის ფორმის შევსების საშუალებით: http://ETF.APPLY.sgizmo.com/s3/ 

შერჩევის პროცესი

ევროპის განათლების ფონდის შერჩევის კომისია წინასწარ შეარჩევს ევროპის ახალი სასწავლო კონკურსის ორ ფინალისტს, რომლებსაც საჯაროდ მისცემენ ხმას ონლაინ ევროკავშირის პროფესიული უნარების კვირის ფარგლებში 2020 წლის ნოემბერში.

იხილეთ სრულად

ახალი ამბები

იხილეთ ყველა