საქართველოში სათემო ინტერნეტიზაცია თბილისში ჩატარებულ ევროპული სათემო ქსელების სამიტზე განიხილეს
თარიღი: 22/11/19
14-15 ნოემბერს თბილისში ჩატარდა სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული
სამიტი, რომელზეც ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სათემო ინტერნეტიზაციის პროექტების
წარმატებულ განხორციელებაზე საქართველოს მთიან რეგიონებში.
სამიტი გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოების
(ISOC) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები და თანაორგანიზატორები იყვნენ
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო
ოპერატორების ასოციაცია (TOA).
სამიტზე მოხსენებები გააკეთეს
ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ, ინტერნეტ საზოგადოების აღმასრულებელი
დირექტორის მთავარმა მრჩეველმა ჯეინ კოფინმა და სომხეთის მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის
მინისტრის მოადგილემ არმენ აბროიანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ
ნიკოლოზ ალავიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს და გამოწვევას
საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროს, მათ შორის, ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის
განვითარება წარმოადგენს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვანი
ადგილი უკავია სათემო ინტერნეტის ქსელების განვითარებას, განსაკუთრებით მაღალმთიან
რეგიონებში.
ნიკოლოზ ალავიძემ საქართველოში სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულ პროექტებზე
გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს ინტერნეტი ხელმისაწვდომია თუშეთის 24 სოფელსა
და 4 ხეობაში, ასევე ფშავ – ხევსურეთის რეგიონსა და გუდამაყრის ხეობაში.
მსოფლიოში სათემო ინტერნეტის ქსელები ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიქმნა,
როგორც რთულ მაღალმთიან გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარე დასახლებული პუნქტების
ინტერნეტით უზრუნველყოფის იაფი, სათემო საზოგადოებაზე ორიენტირებული გზა. სათემო ინტერნეტიზაცია
გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტიზებულ თემს. აღნიშნულ მოდელში
სახელმწიფოს ფუნქციაა ამგვარი პროექტების მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც მოიცავს ფინანსურ მხარდაჭერას, კონსულტაციებს, დონორ ორგანიზაციებთან
თანამშროლობას და სხვ.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ ეხმარება ამ ტიპის ქსელები ტურიზმის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას, ეხმარება ხალხს ინფორმაციის მიღებაში ევროპის ულამაზესი ადგილების შესახებ. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურიზმის სექტორის და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას საქართველოში,“ – განაცხადა სამიტზე ევროპის პარლამენტის წევრმა ცვეტელინა პენკოვამ.
სამიტის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივმა მონაწილეებმა განიხილეს
სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები,
მათ შორის ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკა, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ინფრასტრუქტურის
გაზიარება და რადიოსიხშირული სპექტრი.
ამ ვებსაიტზე ჩვენ ვიყენებთ cookie-ფაილებს იმისათვის, რომ გაგიუმჯობესოთ ვებსაიტზე მუშაობა, ვებსაიტზე ნავიგაცია და ამ ვებსაიტით სარგებლობის ანალიზი. ღილაკზე ""თანხმობა ყველა cookie-ფაილზე” თითის დაჭერით, თქვენ ეთანხმებით cookie-ფაილების გამოყენებას ჩვენს მიერ.
დამატებითი ინფორმაცია ჩვენს მიერ გამოყენებული cookie-ფაილების შესახებ, ან თქვენი cookie-ფაილების პარამეტრების შეცვლა შეგიძლიათ Cookie-ფაილების გამოყენების პოლიტიკაში.
ფუნქციური Cookie-ფაილები
ფუნქციური Cookie-ფაილები, რომლებიც აუცილებელია ვებსაიტის ფუნქციონირებისთვის. ეს Cookie-ფაილები ასევე გვეხმარება ვებსაიტის საქმიანობის მაჩვენებლების შეფასებაში და აუმჯობესებს მომხმარებელთან ურთიერთობას; გარდა ამისა, ისინი იმახსოვრებს ნებისმიერ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა არჩეული გქონდეთ.
If you disable this cookie, we will not be able to save your preferences. This means that every time you visit this website you will need to enable or disable cookies again.
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები
სარეკლამო/მიზნობრივი Cookie-ფაილები, რომლებსაც ვიყენებთ მომხმარებლის აქტივობაზე და სესიებზე თვალის მიდევნების მიზნით იმისათვის, რომ შევძლოთ უფრო პერსონალიზებული მომსახურების მიწოდება, და (სარეკლამო Cookie-ფაილების შემთხვევაში) რომლებსაც საიტზე ათავსებენ ის მესამე მხარეები, ვისთან ერთადაც ვახორციელებთ სარეკლამო კამპანიებს, და რომლებიც გვაძლევს თქვენთვის შესაბამისი რეკლამის მოწოდების საშუალებას. ეს არის არასავალდებულო Cookie-ფაილები და მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მათზე უარის თქმა ნებისმიერ დროს.