9 ოქტომბერს ჩატარებულ ვირტუალურ ღონისძიებაზე 50-ზე მეტ მონაწილეს – ციფრული სფეროს ექსპერტს, პოლიტიკოსს, ევროკავშირის წარმომადგენლობას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელს მიაწოდეს განახლებული ინფორმაცია პროგრამის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების საქმიანობის შესახებ, დაწყებული
ე-ხელმოწერებიდან, დამთავრებული კიბერუსაფრთხოებით.
ამ სესიას, რომელიც ორგანიზებული იყო პროგრამის EU4Digital მიერ და რომელიც ჩატარდა პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის
5-9 ოქტომბრის შეხვედრის ფარგლებში, უძღვებოდნენ ბ-ნი არტურას პილიპონისი, პროგრამის EU4Digital გუნდის ხელმძღვანელი, და ბ-ნი მარტინას დაუგირდასი, პროგრამის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების გუნდის ხელმძღვანელი.
ნდობის და უსაფრთხოების გუნდის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს განახლებული ინფორმაცია წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ რამდენიმე მიმართულებით, რომელთა შორისაა ელექტრონული იდენტიფიკაციის და ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) ტექნოლოგიური მზადყოფნის შეფასების ორმხრივი აღიარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის პილოტირება, სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისები და კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის.
მონაწილეებს წარუდგინეს შედეგები ელექტრონული იდენტიფიკაციის (eID) გამოყენების ანალიზიდან, მათი შეღწევა საზოგადოებაში და ტექნოლოგიური მზადყოფნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რამაც გამოავლინა, რომ ქვეყნები ძირითადად ტექნოლოგიურად ჰარმონიზებულები არიან, თუმცა კვლავაც საჭიროა დიდი მოცულობის სამუშაოს ჩატარება საორგანიზაციო და მმართველობის სფეროებში. გარდა ამისა, პროგრამამ EU4Digital წარმოადგინა შედეგები კიბერუსაფრთხოების სახელმძღვანელო რეკომენდაციებიდან, რომლებიც აჯამებს ძირითად დასაძლევ ბარიერებს და გამოსასწორებელ ხარვეზებს კიბერუსაფრთხოების პოტენციალის და კიბერუსაფრთხოების მდგრადობის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული ხელმოწერა ერთიანი ციფრული ბაზრის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოცვის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. თემატური სესიის განმავლობაში პროგრამის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების გუნდის უფროსმა ექსპერტმა ბ-მა სერგიუ სეჩელმა წარმოადგინა უკრაინას და ესტონეთს შორის სახელმწიფოთაშორისი ე-ხელმოწერის პილოტირების შუალედური შედეგები, კერძოდ, საპილოტე მოდელი, რომელიც დემონსტრირებას უწევს ელექტრონული ხელმოწერების შექმნას და ვერიფიკაციას ამ ორ ქვეყანას შორის.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს სამომავლო ხედვა 2021 წლის შემდეგ, მათ შორის ე-ხელმოწერის პილოტირების და სახელმწიფოთაშორისი
ე-სერვისების პილოტირების გავრცელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ოპერაციული თავსებადობის ეროვნული ჩარჩოების ჩამოყალიბება, სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და კრიტიკული ინფრასტრუქტურის/კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის (CI/CII) იდენტიფიკაციის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ამის შემდეგ სესიაზე სიტყვით გამოვიდა კომპანიის GFA Consulting Group წარმომადგენელი, პროექტის EU4Digital Cybersecurity EAST გუნდის ხელმძღვანელი ბ-ნი ბესნიკ ლიმაი, რომელმაც ისაუბრა კიბერუსაფრთხოების პროექტის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე.
ნდობის და უსაფრთხოების თემატური სესიის დასასრულს ჩატარდა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია. რეგიონულ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებულია სამომავლო საქმიანობა ე-იდენტიფიკაციის ორმხრივი აღიარების, სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარების უზრუნველსაყოფად ე-ხელმოწერის პილოტირების გაგრძელების და სახელმწიფოთაშორისი ე-სერვისების ოპერაციული თავსებადობის მიმართულებით; ამ ფონზე დისკუსიები ფოკუსირებული იყო წინსვლაზე მიმდინარე საქმიანობაში, სამომავლო პრიორიტეტებზე და კიბერუსაფრთხოების და ციფრული ნდობის სერვისების მნიშვნელობაზე COVID-19-ის პანდემიის ეპოქაში.
პროგრამის EU4Digital ნდობის და უსაფრთხოების ქსელის შემდეგი შეხვედრა პროგნოზის მიხედვით დაგეგმილია ნოემბერში, ხოლო ამ შეხვედრის ზუსტი თარიღი უნდა დამტკიცდეს.