

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
სტარტაპის ეკოსისტემებიდან ინოვაციების დაფინანსებამდე: EU4Digital იწყებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზს პრიორიტეტულ სფეროებში
თარიღი: 29/01/20
პროგრამამ EU4Digital დაიწყო ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის საკანონმდებლო ხარვეზების ანალიზი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის პრიორიტეტულ სფეროებში, რომლებიც შერჩეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიერ. ხარვეზების ანალიზის დასრულების შემდეგ დაიწყება რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
პოლიტიკის შერჩეული პრიორიტეტული სფეროებია:
ახალი ორგანიზაციული ფორმები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდასაჭერად (შერჩეულია აზერბაიჯანის მიერ)
აღნიშნული მოიცავს შემდეგს:
1. კერძო-სახელმწიფო
პარტნიორობაზე დამყარებული პროექტები („გაერთიანებული“ პროექტები მრავალი მონაწილე
მხარით). ძირითადი ციფრული ტექნოლოგიების (5G, დიდი მონაცემები,
მაღალმწარმოებლური გამოთვლები, კიბერუსაფრთხოება, ფოტოელექტრონიკა, რობოტექნიკა და
ელექტრონული კომპონენტების და სისტემების ტექნოლოგიები) ფართოდ გამოყენების
მიზნით საჭიროა განსხვავებულ მონაწილე მხარეთა ძალისხმევის
კონსოლიდაცია (კერძო–სახელმწიფო პარტნიორული პროექტები). ევროკავშირმა
ჩამოაყალიბა
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები
(PPP) ისეთი სფეროებისთვის. როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ფოტოელექტრონიკა, მაღალმწარმოებლური გამოთვლები, რობოტექნიკა, მომავლის ინტერნეტი (5G), ECSEL (ელექტრონული
კომპონენტები და ჩართული პროგრამული უზრუნველყოფა) და მომავლის ქარხნები.
2. კლასტერები, ფაბლაბები, აქსელერატორები, კომპეტენციის ცენტრები, ციფრული ინოვაციის ჰაბები. ევროკავშირში არსებობს ინოვაციების მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული მოდელების მთელი სპექტრი:
- ფაბლაბები – უზრუნველყოფს სტარტაპებს პირველი პროტოტიპის შესამუშავებელი საშუალებებით;
- აქსელერატორები – ეხმარება ციფრულ კომპანიებს ზრდასა და საწარმოო მასშტაბების ათვისებაში;
- კომპეტენციის ცენტრები – არის ცენტრალური პუნქტი და ემსახურება კვლევის და განვითარების კონცენტრაციას კონკრეტულ ტექნოლოგიურ სფეროებზე;
- ციფრული ინოვაციის ჰაბები – უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოების კონსალტინგს ციფრული ინოვაციის ბიზნეს-მოდელების საკითხზე.
ეს მოდელები არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული რეგულირებად დონეზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ხშირად მათ შორის არ არის ძლიერი და სტაბილური კავშირები. პროგრამის EU4Digital მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიზანია ამ ხარვეზების გამოსწორება. ევროკავშირის მაგალითები მოიცავს შემდეგს: ევროპის კლასტერების თანამშრომლობის პლატფორმა (ECCP), ევროპის კლასტერების ობსერვატორია, ევროპის კლასტერების და სამრეწველო ცვლილების ობსერვატორია, ევროპული სტრესის ტესტი კლასტერების პოლიტიკისთვის, ევროპის სტრატეგიული კლასტერული პარტნიორობები (ESCPs), აქსელერატორების ასამბლეა, მარტორქების ფორუმი, ინვესტორთა ფორუმი, სტარტაპ ევროპის ეროვნებათა ქსელი და ციფრული ინოვაციის ჰაბები.
ეკოსისტემები სტარტაპებისა და საწარმოო მასშტაბების ათვისებისთვის (ნოვატორების და ეკოსისტემის მონაწილეთა ქსელური კავშირი) (შერჩეულია მოლდოვას მიერ)
ქსელური სტრატეგია ეხმარება განსხვავებული გამოცდილების და საჭიროებების მქონე მონაწილე მხარეებს ერთმანეთის პოვნაში. ის სასარგებლოა როგორც ჩამოყალიბებული (მონაწილეთა დიდი რაოდენობის მქონე) ეკოსისტემების, ისე ადრეულ ეტაპზე მყოფი ეკოსისტემებისთვის (დაინტერესებული მხარეების განსაზღვრის და მათი ერთმანეთთან დაკავშირების საჭიროება).
პროგრამის EU4Digital მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ამოცანაა სტარტაპის ეკოსისტემის გაძლიერება მოლდოვაში ინოვაციური კლასტერების, ქსელების და საზოგადოებების განვითარების მხარდაჭერით ეროვნული ინოვაციის პოლიტიკის ან ციფრული პოლიტიკის ჩარჩოს ფარგლებში. ევროკავშირის მაგალითები მოიცავს შემდეგს: “ერთი ფანჯრის” პრინციპი (სტარტაპების და ეკოსისტემის მშენებლებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია დაფინანსების ყველა სამსახური და სხვა მხარდაჭერა ევროკავშირის დონეზე), ევროპის მეწარმეთა ქსელი; ბიზნეს-ცენტრები ჩინეთში და ტაილანდში; ევროკავშირ-იაპონიის სამრეწველო თანამშრომლობის ცენტრი; ბაზრის ხელმისაწვდომობის მონაცემთა ბაზა; ექსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური (ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური და ბაზრის ხელმისაწვდომობის ინფორმაცია ევროკავშირში იმპორტის მიზნით); სოციალური ინოვაციების სათემო პორტალი; ევროპის სავაჭრო ასოციაცია მეცენატი-ინვესტორების, მაღალი რისკის ინვესტიციების და ადრეული ეტაპის ბაზრის მოთამაშეებისთვის (EBAN); მეცენატი-ინვესტორები ევროპა; სტარტაპის ევროპული პარტნიორობა (SEP); აქსელერატორთა ასამბლეა; მარტორქების ფორუმი; ინვესტორთა ფორუმი; სტარტაპ ევროპის ეროვნებათა ქსელი; ევროკავშირის კლასტერების პარტნიორობის პლატფორმა; ევროკავშირის ციფრული ინოვაციის ჰაბების (DIH) ქსელი
მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსება ციფრული ინოვაციებისთვის (შერჩეულია საქართველოს და უკრაინის მიერ)
განვითარების პროცესში, მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე დგება განსხვავებული საჭიროებები საინვესტიციო დაფინანსების როგორც მოცულობის, ისე ტიპის მიხედვით:
- ადრეული ეტაპები (იდეები, ბაზრის კვლევა) – ქრაუდსორსინგი, ქრაუდფანდინგი და ქრაუდინვესთინგი; პრეკომერციული შესყიდვის და ინოვაციის ვაუჩერები.
- მაღალი რისკის და ადრეული სტარტაპის ეტაპი (საჭიროა მეტი ფული, რისკები მაღალია) – მეცენატი-ინვესტორები.
- გვიანი სტარტაპის ეტაპი (დადასტურებული საბაზრო მოთხოვნა პროდუქტსა ან სერვისზე, ბევრად უფრო დიდი ინვესტიციების საჭიროება) – ვენჩურული საინვესტიციო ფონდები, საბანკო სესხების გარანტიები.
- საწარმოო მასშტაბის ბიზნესი – საფონდო ბაზრები და მზარდი აქციების ბაზრები.
ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო საწარმოებს დაფინანსების მიღებაშ მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ფაზაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ მოითხოვა, რომ მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ევროკავშირის არსებული დაფინანსების ინსტრუმენტები და პროგრამები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
ინიციატივის EU4Digital რეკომენდაციები დაეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ფინანსური ინსტრუმენტების და პროგრამების შექმნაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის, ასევე იმაში, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ევროკავშირის დაფინანსება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის.
ევროკავშირის დაფინანსების შესაძლებლობების მაგალითები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციებისთვის: პროგრამა COSME (საწარმოების და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობა); ჰორიზონტი 2020; COSME სააქციო პროგრამა ზრდისთვის; COSME სესხის გარანტიის პროგრამა (LGF); ფინტექის სამოქმედო გეგმა; ევროპული ვენჩურული საინვესტიციო ფონდების რეგულაცია; ქრაუდფანდინგის სახელმძღვანელო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის; ევროპის სავაჭრო ასოციაცია მეცენატი-ინვესტორების, მაღალი რისკის ინვესტიციების და ადრეული ეტაპის ბაზრის მოთამაშეებისთვის (EBAN); მეცენატი-ინვესტორები ევროპა; პროგრამა Connecting Europe; სტრატეგიული ინვესტიციების ევროპული ფონდი (EFSI).
ინტელექტუალური საკუთრების უფლების მართვა ციფრული ინოვაციებისთვის (შერჩეულია სომხეთის მიერ)
ინტელექტუალური საკუთრების უფლებები (IPR) დაცულია რეგულაციებით, რომლებიც უზრუნველყოფს ნოვატორებს მონოპოლისტური უფლებებით დროის კონკრეტული პერიოდისთვის კონკრეტულ ტერიტორიაზე.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვა ნიშნავს არა იმას, თუ როგორ მიიღო პატენტი, არამედ თუ როგორ უნდა მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების აქტივების გამოყენება ბიზნეს სტრატეგიაში, რაც რთულია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წევრი. ამდენად, საკანონმდებლო ჩარჩო პატენტების მიღების და საპატენტო უფლებების უზრუნველყოფის, ასევე საავტორო და მასთან დაკავშირებული უფლებების პროცედურებისთვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის, უკვე ჰარმონიზებულია.
თუმცა, 2019 წელს სომხეთში იურისტთა საერთაშორისო გუნდმა (სომხეთის ადვოკატთა ასოციაცია და IP/IT კომიტეტი სომხეთისთვის) ჩაატარა საკანონმდებლო ტექსტების კომპლექსური კვლევა ინტელექტუალური საკუთრების საკითხზე, რეკომენდაციებით საკანონმდებლო ტექსტებში შესატანი შესწორებების შესახებ. დისკუსიებმა ამ რეკომენდაციების განხორციელების შესახებ, სომხეთში გამოავლინა რიგი ინსტიტუციური ხასიათს და უნარიანობის პრობლემებისა, რომლებიც მოითხოვს დეტალურ შესწავლას ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების კომპონენტის საქმიანობის პროცესში.
მრეწველობის ციფრული განვითარება (მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ სექტორებში) (შერჩეულია ბელარუსის მიერ)
ევროკავშირი ახორციელებს ევროპული მრეწველობის სწრაფ ციფრულ ტრანსფორმაციას გლობალური კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებული ყურადღებით ტრადიციულ სექტორებსა და მცირე და საშუალო საწარმოებზე, ასევე რეგიონულ განსხვავებებზე.
ევროკავშირის ინიციატივის “ევროპული მრეწველობის ციფრული ტრანსფორმაცია” (2016) ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ ევროპაში ყველა ზომის, ლოკალიზაციის და სექტორის ბიზნესმა მიიღოს სრული სარგებელი ციფრული ინოვაციებიდან.
ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულია ციფრული ინოვაციის ჰაბები (DIH), როგორც ძირითადი საშუალება არსებული განსხვავებების აღმოსაფხვრელად მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში სხვადასხვა სექტორსა და რეგიონში.
პროგრამა EU4Digital გამოიყენებს ევროკავშირის გამოცდილებას იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას მთავრობას, ბიზნესს, აკადემიურ წრეებსა და საზოგადოებას შორის მრეწველობის ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში, რამაც უნდა წაახალისოს დიალოგი და ახალი ინიციატივები ბელარუსში. EU4Digital ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი ხელს უწყობს რეფორმებს და საქმიანობას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კვლევის, სტარტაპების და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ევროკავშირის გამოცდილების და სათანადო პრაქტიკის საფუძველზე.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი

26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი