ე-ვაჭრობის ქსელის მე-7 სემინარზე, რომელიც 9-11 ოქტომბერს ფინეთში, ჰელსინკში ჩატარდა, განხილული იქნა მომავლის საპილოტე საქმიანობა და პრიორიტეტები. სემინარის პირველ დღეს მონაწილეებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა ციფრული ტრანსპორტის დღეებში – ეს არის ევროკავშირის ღონისძიება, მიძღვნილი ვაჭრობის, სატრანსპორტო ქსელების და ლოგისტიკის სექტორის ციფრული გარდაქმნისადმი.
პროგრამის EU4Digital ექსპერტებმა წარმოადგინეს და ე-ვაჭრობის ქსელის წევრებთან ერთად განიხილეს ევროკავშირში მიღებული სათანადო პრაქტიკა, საქმის ვითარება ქვეყანაში, საპილოტე ვარიანტები და გადაწყვეტები, და მოსამზადებელი ღონისძიებები, შემუშავებული პროგრამის EU4Digital ექსპერტთა გუნდის მიერ სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის, ე-საბაჟოს და ციფრული სატრანსპორტო დერეფნის სექტორებისთვის. გარდა ამისა, განხილული იქნა კავშირების დამყარების სამომავლო შესაძლებლობები ცოდნის გაზიარების მხარდასაჭერად ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის, და კავშირების გაუმჯობესების მხარდასაჭერად ელექტრონული ვაჭრობის ექსპერტებსა და დაინტრესებულ მხარეებს შორის რეგიონში.
ღონისძიების განმავლობაში მონაწილეების მიერ წარმოდგენილი იყო ე-ვაჭრობის შესაბამისი ინიციატივები და პროექტები. აღნიშნული მოიცავდა შემდეგს:
- FENIX – ინფორმაციის გაცვლის გაერთიანებული ევროპული ქსელი მომავალი ლოგისტიკაისთვის (A European Federated Network of Information exchange in Future Logistics( (SELIS და AEOLIX პროექტების მიმოხილვით);
- მონაცემთა გადაცემის ხაზის გადაწყვეტები ციფრული სატრანსპორტო დერეფნებისთვის;
- ბლოკ-ჩეინის აპლიკაციები მიწოდების ჯაჭვის ციფრული ტრანსფორმაციისთვის;
ე-ვაჭრობის ქსელის სემინარზე შეთანხმებული იქნა შემდეგი დასკვნები:
- ე-ვაჭრობის ქსელის სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბების დასრულების საჭიროება 2019 წლის ოქტომბრის ბოლომდე, რადგან მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართულობა პროგრამის მიმდინარე ეტაპზე;
- ციფრული სატრანსპორტო დერეფნის შემოთავაზებული ვარიანტის პრეზენტაციის შემდეგ, ქსელმა წამოაყენა რამდენიმე აქტივობის EU4Digital ინიციატივის ფარგლებში გაერთიანების წინადადება – ტექნიკური მოთხოვნების და ტექნიკური გადაწყვეტების შემუშავება ეროვნული ე-ლოგისტიკის სისტემების ძირითადი საინტეგრაციო პლატფორმისთვის ევროკომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ;
- განხილული იქნა გადაწყვეტა ე-საბაჟოს პილოტირებისთვის – სააქციზო მონაცემთა გაცვლის სისტემა ჩამოსვლისწინა ინფორმაციისთვის (მონაცემთა სისტემატური ელექტრონული გაცვლა – SEED). აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეაფასებენ საკუთარ საჭიროებას და პრიორიტეტებს საპილოტე გადაწყვეტებთან და საპილოტე ქვეყნების წყვილებთან დაკავშირებით.
- პრიორიტეტული გამოყენების მოდელი განისაზღვრება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ შესაძლო გამოყენების მოდელების დეტალური სიიდან სახელმწიფოთაშორისი ე-ვაჭრობის საპილოტე ვერსიისთვის, რომელიც შემუშავებული იქნა EU4Digital პროგრამის გუნდის მიერ.
ე-ვაჭრობის ქსელის მომავალი სემინარები 2020 წელს ჩატარდება სომხეთში გაზაფხულის სესიაზე და აზერბაიჯანში – შემოდგომის სესიაზე.