საქართველო ამტკიცებს ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის

  • თარიღი: 14/01/20
  • გააზიარეთ:

საქართველოს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 9 იანვარს მთავრობამ დაამტკიცა ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების სტრატეგია 2020-2025 წლებისთვის.

როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, სტრატეგიის მიზანია არა მარტო ინფრასტრუქტურის შექმნა, არამედ ასევე საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონის ციფრულ და საინფორმაციო ჰაბად.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამიზნე ინდიკატორები მოიცავს მოსახლეობის უმრავლესობის უზრუნველყოფას მაღალსიჩქარიანი, მაღალი ხარისხის ინტერნეტის ხელმისაწვდომობით 2025 წლამდე. ამასთანავე, სტრატეგიის მიზანია ცოდნის და უნარების განვითარება, რასაც მოჰყვება დასაქმების ზრდა.

ფართოზოლოვანი ქსელის განვითარება წარმოადგენს ევროკავშირის EU4Digital ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, და ის არის EU4Digital ტელეკომის ქსელის (აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელი (EaPeReg)) ხუთი საყრდენიდან ერთ-ერთი. გარდა ამისა, EU4Digital ფართოზოლოვანი პროექტის საშუალებით, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს, ევროკავშირი ხელს უწყობს ფართოზოლოვანი სტრატეგიების ამოქმედებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე  ქვეყანაში.

ფართოზოლოვანი ქსელის დანერგვის დაჩქარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მარტო მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ზრდის პოტენციალის თვალსაზრისით (სავარაუდოდ, 2.9 მილიარდი ევროდან
4.3 მილიარდ ევრომდე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის, მხოლოდ ფიქსირებული ფართოზოლოვანი  ქსელისთვის), არამედ ასევე აუცილებელი კავშირების დასამყარებლად ე-სერვისების დანერგვის მიზნით ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის. 

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა