2021 წლის 28-29 აპრილს ჩატარდება ვიდეო–ტელეკონფერენცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლებისთვის, რომელზეც ლატვიელი ექსპერტები მათ გაუზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სპექტრის მონიტორინგის საკითხების და სხვა შესაბამისი მექანიზმების და ინსტრუმენტების შესახებ საქართველოში რადიოსიხშირის მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით. ტელეკონფერენცია ორგანიზებულია ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში.
ექსპერტთა მისიის მიზანია რეკომენდაციების გაცემა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება რადიო სპექტრის მონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზნით ევროკავშირის 2002/21/EC დირექტივის შესაბამისად ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების და სერვისების ზოგადი სარეგულაციო ჩარჩოს შესახებ; ამისათვის უნდა შეიქმნას რადიო-სპექტრის ზოგადი ჩარჩო, რომელსაც ექნება მავნე ინტერფერენციული დაბრკოლებებისგან დაცვის ფუნქციები.