31 მარტიდან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს უფასო ონლაინ კურსებს მეწარმეებისთვის, სადაც მეწარმეები ისწავლიან, თუ როგორ უნდა შექმნან ონლაინ პლატფორმები საკუთარი ბიზნესის მხარდასაჭერად, მიიღებენ ინფორმაციას მათი მენეჯმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების და საკუთარ აუდიტორიასთან მუშაობის შესახებ.
ონლაინ კურსი მოიცავს შემდეგს:
- სოციალური ქსელების მართვა (Facebook, Instagram);
- Google სერვისების გამოყენება;
- საკუთარი პროდუქტების და სერვისების განთავსება ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა Etsy, eBay, my.ge, Booking.com და სხვა;
- სამთავრობო ელექტრონული სერვისები და დისტანციური სერვისები.
ონლაინ ტრენინგები ჩატარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 13-14 საათიდან.
მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია აქ https://bit.ly/2WBGFdD ან გაერთიანდით Facebook ჯგუფში: https://www.facebook.com/groups/interneti/პრესრელიზი