Trust services Georgia

საქართველო აწესებს სავალდებულო ელექტრონულ ხელმოწერას ონლაინ სახელმწიფო ტრანსაქციებისთვის

  • თარიღი: 01/01/19
  • გააზიარეთ:

2019 წლის 1 იანვრიდან იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აწარმოებენ საქმიან ურთიერთობას/ბიზნესს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, სავალდებულოა დოკუმენტების ხელმოწერა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან ელექტრონული შტამპის გამოყენებით.

კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება უზრუნველყოფს დოკუმენტის დაცვის მაღალ სტანდარტებს. კერძოდ, მათი გამოყენება ელექტრონულ დოკუმენტზე ზრდის სანდოობას და უსაფრთხოებას. გარდა ამისა, კლიენტებს ახლა შეუძლიათ დაზოგონ დრო, თავი აარიდონ მოგზაურობას, და დაამოწმონ დოკუმენტები ან კონტრაქტები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ მასმედიის წარმომადგენლებთან კვალიფიციური სანდო სერვისების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მან ისაუბრა ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონული შტამპის და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების მნიშვნელობაზე. სოსო გიორგაძემ ხაზი გაუსვა, რომ მათი გამოყენება ზრდის დოკუმენტების უსაფრთხოების ხარისხს. მან შეხვედრაზე სიახლის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სააგენტოს მიერ დაწყებული საინფორმაციო კამპანია დააანონსა და საინფორმაციო ვიდეორგოლი წარადგინა.

Announcement

ახალი ამბები

იხილეთ ყველა