საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროგრამას, რომლის მიზანია ორგანიზაციების და ინდივიდების ინოვაციური საქმიანობის და მათი მონაწილეობის გაუმჯობესება საქართველოს ციფრულ ეკონომიკაში.
საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის (GENIE) პროექტის მხარდაჭერა 23.5 მილიონი აშშ დოლარით. პროექტის ძირითადი ამოცანაა მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოების და კერძო პირების ინოვაციური საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში, და მათი მონაწილეობა ციფრულ ეკონომიკაში.
პროექტის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანიზაციაა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში.
2017 წელს ჩატარებული საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზრის ანალიზით დადგინდა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში დასაქმებული პერსონალი არ იყო საკმარისად კვალიფიცირებული ეროვნული და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის მიზანია განახორციელოს თანამშრომლობითი უნარების სტრატეგია ქართველი პროფესიონალების ციფრული უნარების გაუმჯობესებისთვის ქვეყნის ეკონომიკური და ციფრული სტრატეგიების შესაბამისად. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგის პროგრამა საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ფარგლებში დაიწყება საპილოტე ფაზით, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების 500 სპეციალისტის გადამზადება, რასაც მოჰყვება უფრო ფართომასშტაბიანი ფაზა საინფორმაციო ტექნოლოგიების 2,500 სპეციალისტის გადასამზადებლად. მთლიანობაში, პროგრამა მიზნად ისახავს 3,000 მონაწილის ტრენინგს 2023 წლის მარტამდე.
ტრენინგის მონაწილეები აითვისებენ შესაბამის ტექნიკურ და პროფესიულ უნარებს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ თანამდებობებზე წარმატების დასაქმების მიზნით შესაბამის დარგებში, და მოემზადებიან კონკრეტული სერთიფიკაციებისთვის. ტრენინგი განხორციელდება 30 სფეროში, რომელთა შორის არის: front-end პროგრამირება, პროქტის მენეჯმენტი, back-end პროგრამირება, Microsoft ტექნოლოგიები, Cisco, ბლოკჩეინი, კიბერუსაფრთხოება, კომპიუტერული დიზაინი და ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი / მანქანური სწავლება, მობილური აპლიკაციების შემუშავება და მრავალი სხვა. ინტენსიური ტრენინგების უმრავლესობას აქვს მოთხოვნები, რომლებსაც ტრენინგის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ, ან დამოუკიდებლად უნდა აითვისონ განაცხადის შეტანამდე.
ტრენინგები სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში და ჩატარდება ონლაინ დეკემბრიდან მარტამდე. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი. დამატებითი ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ბმულზე: https://ict.gov.ge/how-to-apply/?en
განმცხადებლების შეფასება ჩატარდება რეიტინგების მინიჭებით ტრენინგისადმი მათი შესაბამისობის, ასევე მათი ცოდნის და მოტივაციის საფუძველზე.