საქართველო სთავაზობს ონლაინ კურსს ინოვაციების და ტექნოლოგიების თემაზე

  • თარიღი: 16/03/20
  • გააზიარეთ:

საქართველოში მალე დაიწყება ონლაინ კურსები მეწარმეობის, ტექნოლოგიების და ინოვაციების საკითხებზე, რომლებიც ჩატარდება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით.

კურსში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტი პროფესორები და სრატაპები.

ონლაინ კურსი იწყება კორონავირუსის გავრცელების გამო ტრენინგის პროგრამების და კურსების გაუქმების, ან გადადების საპასუხოდ. პროექტი ღია იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი სტარტაპის აქსელერატორების, ფინანსებზე წვდომის, ინვესტორებთან ურთიერთობების, სხვადასხვა ტექნოლოგიური ტენდენციების და ზოგადად სტარტაპის ეკოსისტემის შესახებ.

პრესრელიზი

ახალი ამბები

იხილეთ ყველა