U4Business ინიციატივით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “მზაობა ვაჭრობისთვის” ფარგლებში, რომელსაც ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრი (IT) ახორციელებს , პროექტის ბენეფიციარებისთვის მოეწყო ვებინარი თემაზე “ქართული კომპანიების მხარდაჭერა ელექტრონული კომერციის საკითხებში”. ვირტუალური ტრენინგის მიზანი იყო ციფრული და ე-კომერციის არხების გამოყენებით უცხოურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობების გაცნობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
სესიას წარმართავდა ტრანსსასაზღვრო ე-კომერციის და მობილური ტექნოლოგიების სპეციალისტი დოქტორი მოჰამედ ეს ფიჰი. ციფრულ მეწარმეობაში 20 წლის გამოცდილების მქონე დოქტორ ეს ფიჰს მხარდაჭერა აქვს გაწეული 3,000-ზე მეტი კორპორატიული სტრუქტურის შექმნისთვის 35-ზე მეტ უწყებაში, მისი ხელმძღვანელობით ასობით ე-კომერციის სფეროს მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგი და არაერთ მთავრობას – კონსულტაციები.
ვებინარს პროექტი ცხრა ბენეფიციარი. დაესწრო. ვებინარის სესიებზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ელექტრონული კომერციის პოტენციალი და შესაძლებლობები, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის მიმართულებით; ის ნაბიჯები, რომლებიც ქართველმა მეწარმეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ელექტრონული ექსპორტის პროექტში ჩართვამდე.
„ციფრული ინოვაციების და გლობალური ეკონომიკის ეპოქაში ელექტრონული კომერცია ბიზნესის სტრატეგიის და განვითარების უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს ვთავაზობთ საკუთარი ცოდნის გაფართოების შესაძლებლობას, და მომავალშიც ვგეგმავთ ბენეფიციარებისთვის მენტორობის გაწევას ე-კომერციის მიმართულებით“,- აღნიშნა კონსტანტინე მდინარაძემ, პროექტის “მზაობა ვაჭრობისთვის” ეროვნულმა კოორდინატორმა.
პროექტი “მზაობა ვაჭრობისთვის“ მიზნად ისახავს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში ინტეგრაციასა და ევროკავშირის ახალ ბაზრებზე წვდომაში, რაც მიზნობრივი პოტენციალის შექმნით, საკონსულტაციო მომსახურებით და ბაზრებზე წვდომის ღონისძიებების საშუალებით ხორციელდება.