მოემზადეთ გლობალური მოძრაობისთვის #DigiEduHack 2020

  • თარიღი: 07/05/20
  • გააზიარეთ:

გსურთ გააუმჯობესოთ სწავლის პროცესი მომავალში დღევანდელთან შედარებით? თუ ასეა, თქვენს ორგანიზაცის შეუძლია ნოემბერში მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის #DigiEduHack-ში, რომელიც არის თანამედროვე ეპოქის ციფრული განათლების ყველაზე რთული გამოწვევების გადაჭრისადმი მიძღვნილი გლობალური მოძრაობა.

2019 წელს #DigiEduHack-ს ჰქონდა 33 ერთდროულად მიმდინარე DigiEduHack ღონისძიება 21 ქვეყანაში, 1,700 მონაწილით. წელს მისი მიზანია 60 ღონისძიების ჩატარება მთელ მსოფლიოში მინიმუმ 2500 მონაწილით, რომლებიც შექმნიან ინოვაციურ გადაწყვეტებს ციფრულ განათლებაში.

შესაძლებელია, რომ თქვენი ორგანიზაცია წელს ერთ-ერთი მასპინძელი იყოს? წაიკითხეთ აქ პროცესის შესახებ ყველაფერი და იხილეთ DigiEduHack ღონისძიების დაგეგმვის სახელმძღვანელო

როგორც კი ევროკომისია დაამტკიცებს DigiEduHack 2020-ის თარიღს, თქვენ შეძლებთ მასპინძლად დარეგისტრირებას საიტზე www.digieduhack.com.

#DigiEduHack არის ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ნაწილი.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა