გრანტები 20 ინოვაციური სტარტაპისთვის საქართველოში

  • თარიღი: 02/10/20
  • გააზიარეთ:

ოცმა ინოვაციურმა სტარტაპმა საქართველოში დაფინანსების სახით მიიღო დაახლოებით 100,000 ლარი, როგორც სტრატაპების თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებმა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ფარგლებში, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტის ძირითადი ამოცანაა კომპანიების და კერძო პირების ინოვაციური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში და მათი მონაწილეობა ციფრულ ეკონომიკაში.

29 სექტემბერს გამოცხადდა 20 საუკეთესო სტარტაპი მას შემდეგ, რაც ისინი წარსდგნენ მაღალი დონის ვენჩურული კაპიტალისტებით დაკომპლექტებული მსოფლიო კლასის საინვესტიციო კომიტეტის წინაშე.

შერჩეული იქნა შემდეგი 20 სტარტაპი:

  • MailJail Automated Email Interception and Monitoring System – ელექტრონული შეტყობინებების ავტომატური მონიტორინგის ახალი სისტემა.
  • InsureWise – პლატფორმა თავს მოუყრის სადაზღვევო პროდუქტებს და საშუალებას მისცემს მომხმარებელს შეადაროს, შეარჩიოს, შეიძინოს და შემდგომ მართოს პროდუქტი.
  • REVI BOXES – მშენებლობა მეორედი სატვირთო კონტეინერების გამოყენებით სასტუმრო სექტორისთვის.
  • SMART FERT 4.0 – ახალი თაობის, ნიადაგის მასტრუქტურირებელი „ჭკვიანი“ სასუქი-დანამატები.
  • CORVIS – პროექტის მიზანია შესყიდვების პროცესების სრული ციკლის გამარტივება.  
  • com – Real Estate Shares Trading Platform – კომპლექსური პროექტის მეშვეობით საინვესტიციო ბიზნესი ხელმისაწვდომი გახდება მცირე და საშუალო ინვესტორებისთვის. პროექტი აერთიანებს უძრავი ქონებისა და SPMS საზიარო ქონების მართვის ორ ციფრულ პლატფორმას.
  • DENTOS – Dental Platform – სტომატოლოგიური პლატფორმა (ღრუბლოვანი („ქლაუდ“) ტექნოლოგია), რომელიც უზრუნველყოფს სტომატოლოგიური სერვისების ციფრულ და სწრაფ მიღებას.
  • Logisticwise – ელექტონული კომერციის ლოჯისტიკის სრული ციკლის მართვის პლატფორმა, რომელიც მოიცავს ღრუბლოვან („ქლაუდ“) ტექნოლოგიაზე დამყარებულ საწყობის, შეკვეთებისა და საფოსტო სერვისების ერთიან მართვას.
  • Kovzy – კვების ბიზნესის პროცესების  ტრანსფორმაციის ერთიანი პლატფორმა, რომელიც შექმნის დარგის სრულ ციფრულ ეკოსისტემას.
  • Cyber Security Management Platform – CSMP – პროექტის მიზანია კიბერუსაფრთხოების მართვის პლატფორმის შექმნა და განვითარება. 
  • rajdeba.ge – ავტოლიზინგის შედარების ვებგვერდი – ავტო სესხის შედარების პლატფორმა – ფინტექ პროდუქტი ავტოლიზინგის კომპანიის შესარჩევად. ახდენს ავტომობილების ფასების მონაცემების აგრეგაციას და მომხმარებლებს აძლევს საშუალებას რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში გააგზავნოს ლიზინგის განაცხადი, შეადაროს და მიიღოს მასზე მორგებული პირობები.
  • Cyber-Lawyer – იურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინ პლატფორმა, რომელიც იურისტის მონაწილეობის გარეშე მომხმარებლებს გაუმარტივებს ხელმისაწვდომობას იურიდიულ ინფორმაციაზე და დაეხმარება იურიდიული დოკუმენტების მომზადების პროცესში.
  • Leadin.ge – უძრავი ქონების ფილიალების ცენტრალიზებული პლატფორმა – უძრავი ქონების გაყიდვების პირველი ცენტრალიზებული, გლობალური პლატფორმა, რომელიც შემოგვთავაზებს ახალ, ინოვაციურ მეთოდებს სექტორში.
  • JOBIA Profit – ინოვაციური მობილური და ვებ-აპლიკაცია სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლებისთვის.
  • Cloud-based platform Ehotelspace – ღრუბლოვან („ქლაუდ“) სისტემაზე დაფუძნებული გამოგონება, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით სრულად შეცვალოს სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებისა და სერვისის არსებული პროცესი.
  • OFOODO – პროექტი მიზნად ისახავს ერთ სივრცეში მოაქციოს კვების ობიექტები, რაზეც წვდომა ექნება ადგილობრივ ვიზიტორებსა და ტურისტებს.
  • Keto Diet App – წონის კორექტირების აპლიკაცია, რომელიც გვთავაზობს ჯანსაღი და ინდივიდუალურად შერჩეული რაციონის დაგეგმვას.
  • BWise Solutions – ონლაინ-პლატფორმა მცირე და საშუალო აუდიტორული საქმიანობისთვის. პლატფორმა იძლევა წვდომას უახლეს ინფორმაციასა და ფუნქციებზე აუდიტორული პროცესის მაქსიმალური სრულყოფის მიზნით.
  • CityPay.io – კრიპტოვალუტით გადახდის სისტემა კომერციული სექტორისთვის. იგი უზრუნველყოფს გლობალური ტრანზაქციების განხორციელებასა და თანხის ადგილობრივ ვალუტაში მიღებას.
  • Agronavti – ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა აგრო სექტორისთვის განათლების, ინფორმირებისა და გაყიდვის ბაზრების მოძიების მიზნით.

ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სტარტაპების თანადაფინანსების საგრანტო პროგრამით, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება, მთლიანობაში უკვე 78 სტარტაპია დაფინანსებული.

საექსპერტო შეფასების ჩასატარებლად შერჩეული იქნა  დამოუკიდებელ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი; მან განსაზღვრა 40 ფინალისტი, რომლებსაც საკუთარი პრეზენტაციების მოსამზადებლად სპეციალური 5-დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

პროგრამის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციების სტიმულირება საქართველოს ეკონომიკაში ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების განვითარების და კომერციალიზაციის გზით.

პრესრელიზი შეხვდით გამარჯვებულებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) Facebook-ის გვერდზე

ახალი ამბები

იხილეთ ყველა