HACK COVID-19: დარეგისტრირდით გლობალურ ჰაკათონზე

  • თარიღი: 02/04/20
  • გააზიარეთ:

ტექნიკური სფეროს აქტივისტები მთელი მსოფლიოდან მიწვეულები არიან მონაწილეობის მისაებად ღონისიებაში HACK COVID-19 – გლობალურ ვირტუალურ ჰაკათონში, რომელიც 10-12 აპრილს ჩატარდება. ჰაკათონი ორგანიზებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციების და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის და SUP.VC აქსელერაციის ცენტრის მხარდაჭერით. 

გლობალური ვირტუალური ჰაკათონის კონკურსის მიზანია ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გაერთიანება კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან საბრძოლველად.

რამდენიმე ძირითადი გამოწვევა, რომელთა გადაწყვეტა უნდა მოხდეს ერთობლივად:

1) ყველაზე დაუცველი და რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების მხარდაჭერა

2) ტექნოლოგია და ჯანმრთელობა

3) მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭრა

4) ფიზიკური დისტანცირება და სოციალური კავშირი

5) ცნობიერების ამაღლება, ქცევის გაუმჯობესება და საჯარო რჩევების მიღება

6) ტექნოლოგია და განათლება

7) ტექნოლოგია და ინჟინერია

8) ტექნოლოგია ყოველდღიური ცხოვრებისთვის

ამოცანები: ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის ორგანიზება ვირტუალურ სამყაროში, სწავლა, ქსელის შექმნა, ხარვეზების ამოვსება სავაჭრო ურთიერთობებს შორის, არსებული პოტენციალის განსაზღვრა და რეალური შედეგების მიღება.

რეგისტრაცია კონკურსისთვის, რომლის ოფიციალური ენა ინგლისურია, დაწყებულია. მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ  საიტზე www.hackcov19.com. რეგისტრაციის ბოლო ვადაა იწურება 2020 წლის 9 აპრილს, 21 საათზე ბაქოს დროით.

გამარჯვებული მიიღებს 5,000 აშშ დოლარს, მეორე ადგილზე გასული – 3,000 აშშ დოლარს, ცოლო მესამე ადგილზე გასული – 2,000 აშშ დოლარს. პრიზები გადაირიცხება გამარჯვებულების საბანკო ანგარიშებზე.

კორონავირუსი: ევროკავშირი მხარში უდგას მის აღმოსავლეთ პარტნიორებს

ახალი ამბები

იხილეთ ყველა