

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
ციფრული პოტენციალის გამოყენება უკეთ აღსადგენად: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია – პასუხი მომავალი ათწლეულის ძირითად გამოწვევებზე
თარიღი: 28/09/21
27 სექტემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის პირველად ჩატარებულ ციფრულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ადამიანმა. მათ შორის იყვნენ ოფიციალური პირები ამ რეგიონის ქვეყნებიდან და ევროკავშირიდან, და სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვა დაინტერესებული მხარეები, რომლებიც მონაწილეობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში.
მონაწილეებს მიესალმა ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) C1 საქართველოს, მოლდოვის და ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი დიანა იაბლონსკა. მან დამსწრეებს მიმართა: „ციფრული ტრანსფორმაცია ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელიც მხარს დაუჭერს აღდგენის, სიცოცხლისუნარიანობის და რეფორმების ძირითად პრიორიტეტებს“.
კონფერენცია ორგანიზებული იყო, როგორც პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის მიმდინარე კვირის შეხვედრის გახსნის ღონისძიება, და ის ჩატარდა იმ დროს, როდესაც პანდემიამ ციფრული ტექნოლოგიები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
„ერთ წუთით წარმოიდგინეთ ცხოვრება პანდემიის პერიოდში ციფრული ტექნოლოგიების გარეშე…“ – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის ყოველწლიურ მიმართვაში მდგომარეობა ევროკავშირში გასულ წელს – ეს სიტყვები იყო ციტირებული კონფერენციის გახსნაზე ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელის მოადგილის, კატერინა მატერნოვას მისასალმებელ მიმართვაში.მან გააშუქა მიზნები, რომლებიც ევროკავშირმა ციფრული სექტორისთვისდასახა საკუთარ 2020 წლის შემდგომ პრიორიტეტებში აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის.
„თუ გვსურს აღვადგინოთ უკეთ, ვიდრე იყო, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ციფრული შესაძლებლობები“, – კატერინა მატერნოვას ამ სიტყვებმა 27 სექტემბრის კონფერენციის ღონისძიებების განწყობა განსაზღვრა.
კონფერენციის გახსნაზე საპროგრამო მოხსენებით „სიჩქარე – ციფრულ ეპოქაში ზღვარი არ არსებობს“, გამოვიდა კომპანიის EY გლობალური ციფრული და ახალი ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდერ პონიევერსკი, საგნების ინტერნეტის 2020 წლის ლიდერი და იგივე სათაურის მქონე წიგნის ავტორი.
პონიევერსკიმ, რომელიც ციფრული სფეროს განვითარებას მეოთხე სამრეწველო რევოლუციად განიხილავს, მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებების სიჩქარე და სამომავლო გამოწვევები გააშუქა. მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაცია, თქვა მან, მომავლის ტექნოლოგიები დღეს იქმნება, და ახალი თაობა – თაობა Z – ეს არის მომავალი მომხმარებელი, დასაქმებული, მენეჯერი და ლიდერი, რომელიც 2030 წლისათვის სამუშაო ძალის 40%-ს შეადგენს.
პონიევერსკიმ გამოყო მობილობა, ღრუბლოვანი ტექნოლოგია (Cloud), ხელოვნური ინტელექტი და საგნების ინტერნეტი, როგორც ოთხი დიდი ახალი ტექნოლოგია, რომლებიც განსაზღვრავს უახლოეს მომავალს, და განმარტა ამ ტექნოლოგიების შეთანხმებული მუშაობის მექანიზმი.
„თქვენ, შესაძლოა, ვერ იტანთ გრავიტაციას, თუმცა მისთვის ეს სულ ერთია“, – პონიერევსკიმ ამერიკელი ბიზნეს-კონსულტანტის კლეიტონ ქრისტენსენის ციტატა მოიყვანა. ქრისტენსენმა შეიმუშავა „დამანგრეველი ინოვაციის“ თეორია, რომლის მიხედვით ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებით დასანერგად გადამწყვეტი იყო „მსოფლმხედველობის შეცვლა“, ხოლო წარმატების მისაღწევად ნოვატორ ორგანიზაციებს სათანადო რესურსების და პროცესების გარდა, სათანადო ფასეულობები სჭირდებოდათ.
EU4Digital: გავლენა ტელეკომუნიკაციის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და ე-კომერციის სფეროში
შემდეგ ინიციატივის EU4Digital სამმა ცნობილმა ექსპერტმა განიხილა პროგრამის EU4Digital გავლენა და პრიორიტეტები შემდეგ საკითხებში: ტელეკომის ინფრასტრუქტურის და რეგულაციების საკვანძო თემები, ICT ეკოსისტემები და ონლაინ ვაჭრობაში გამოყენებული ე-კომერციული გადაწყვეტები.
პროგრამის EU4Digital ტელეკომის წესების მიმართულების ლიდერმა ანდრეის დომბროვსკისმა ისაუბრა საკითხზე „ტელეკომის ინფრასტრუქტურა: საფუძვლების შექმნა როუმინგის საცალო ფასების შემცირების, 5G ტექნოლოგიის და ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისთვის“. მან განიხილა ფიქსირებული სახელმწიფო სატელეფონო ეპოქის ტრადიციული მომხმარებლის ევოლუცია იმ სამყაროს მიმართულებით, სადაც „მომხმარებელი ხდება ოპერატორი, აღჭურვილი საკმარისი უნარებით იმისათვის, რომ იცოდეს, რა უნდა“, და სადაც ახლა ქსელების გამოყენებას ხელმისაწვდომი კონტენტი განსაზღვრავს.
დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, დომბროვსკისმა ხაზი გაუსვა მდგრადი კონკურენციის მოდელების და ძლიერი, დაბალანსებული რეგულაციის მნიშვნელობას, როგორც მედიატორებს მთავრობას, სერვისის პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის. მან განსაზღვრა მომდევნო ნაბიჯები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, კერძოდ – სარეგულაციო ჩარჩოს უწყვეტი მიმოხილვა და დახვეწა, გონივრული ინვესტირება და ბაზრის განვითარება მდგრადი კონკურენციის მიზნით, მომხმარებლის გაძლიერების მხარდაჭერა ციფრული სერვისების შეთავაზებით, და ფართოზოლოვანი კავშირის დანერგვის მონიტორინგი.
თავის პრეზენტაციაში „გზა ციფრული ინდივიდიდან ციფრულ ბიზნესამდე“, ევროპული ინოვაციების საბჭოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სტრატეგიულმა კონსულტანტმა და პროგრამის EU4Digital წამყვანმა ექსპერტმა ხესუს ლოზანომ განიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ICT სამეწარმეო ეკოსისტემებს შორის არსებული განსხვავებები. შემდეგ მან ისაუბრა ევროკავშირის ამბიციურ მიზანზე, რაც გულისხმობს წარმატებული სტარტაპების რაოდენობის გაზრდას მომავალ ათწლეულში. ეს უნდა მოხდეს ეკოსისტემების განვითარებით ცოდნის, კაპიტალის, საბაზრო და რესურსების სფეროებში, მთავრობის ხელმძღვანელობით მოქმედი ეკოსისტემის მშენებლების საშუალებით, რომლებსაც შეუძლიათ ინოვაციური სტარტაპების შექმნა, გაძლიერება და სტიმულირება.
პანდემიის ყველაზე თვალსაჩინო გავლენა იყო ე-კომერციის განვითარების დაჩქარება, და ევროკავშირს ახლა დასახული აქვს მიზანი 50%-ით გაზარდოს
ე-კომერცია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. პროგრამის EU4Digital წამყვანმა ექსპერტმა ე-ვაჭრობის სფეროში ვალტერ ტრეზეკმა დამსწრეებს აუხსნა, თუ „როგორ შეუძლია ე-კომერციის საპილოტე გადაწყვეტებს ხელი შეუწყოს ონლაინ ვაჭრობას ევროკავშირს და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონს შორის“. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ პროგრამამ EU4Digital ე-კომერციის ღირებულებათა ჯაჭვის და გამოწვევების (კერძოდ, ჰარმონიზაციის არარსებობა და ინფორმაციის ნაკლებობა) ანალიზის ჩატარების საფუძველზე წარმატებით განახორციელა „ციფრული საწყობის“ საპილოტე პროექტი. ეს პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ე-კომერციის პლატფორმებზე განთავსებაში და მათ გაყიდვაში დაეხმარა. პროექტში გამოყენებული გადაწყვეტა საწარმოებს სთავაზობს ერთ ადგილს, სადაც მათ შეჰყავთ ე-კომერციის პლატფორმების, საბაჟოსა და მიწოდების ბიზნესისთვის საჭირო ყველა მონაცემი
ე-კომერციული ოპერაციების განსახორციელებლად სახელმწიფოებს შორის.
EDTECH: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 1 მილიონი მოქალაქის ციფრული უნარებით გაძლიერება
შემდეგ კონფერენციაზე ჩატარდა ექსპერტული დისკუსია საკითხზე „EDTECH: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 1 მილიონი მოქალაქის ციფრული უნარებით გაძლიერება“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციის საკითხებში ვალერია იონანი; ევროკომისიის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტის და კულტურის გენერალური დირექტორატის (DG EAC) ინოვაციის, ციფრული განათლების და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულების დირექტორი ანტოანეტა ანგელოვა-კრასტევა; კომპანიის EY პარტნიორი და გლობალური სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი რიაზ შაჰი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში პირველი მოქნილი, მომავალზე ორიენტირებული და უფასო სამაგისტრო პროგრამა; კომპანიის Coursera სამთავრობო სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი სტივენ სომერვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ბიუროს ინოვაციის მიმართულების ხელმძღვანელი ლეილა სადიკუ.
სპიკერებმა ისაუბრეს ციფრული წიგნიერების მნიშვნელობაზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, და განიხილეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო და კორპორატიულ დონეზე, სახელმწიფო-კერძო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის ჩათვლით. ვალერია იონანმა დამსწრეებს გააცნო უკრაინაში განხორციელებული წარმატებული „DIIA ციფრული განათლების პროექტი“, რომელსაც საფუძვლად დაედო ონლაინ სწავლების ციკლი გართობის ელემენტებით. პროექტის საშუალებით მომხმარებელი ითვისებს მრავალფეროვან უნარებს, დაწყებული ანგარიშების ონლაინ გადახდით და ონლაინ გაკვეთილების ჩატარებით, დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით. დისკუსია შეაჯამა ანტოანეტა ანგელოვა-კრასტევამ და ხაზი გაუსვა „მონაწილე მხარეებს, სექტორებს და საზღვრებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას“. მან აღმოსავლეთ პარტნიორებს იმ საშუალებების მაქსიმალურად გამოყენებისკენ მოუწოდა, რომლებიც ევროკავშირის პროგრამებით არის ხელმისაწვდომი.
გადამწყვეტი საკითხი
„ციფრული სფერო გადამწყვეტია“, – განაცხადა კონფერენციის დასასრულს დასკვნით სიტყვაში ევროკომისიის სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) A3 განყოფილების „თემატური მხარდაჭერა: სახალხო, მწვანე, ციფრული და დაკავშირებული ეკონომიკა“ ხელმძღვანელმა მეტიუ ბუსკემ. „ეს არის გარდაქმნის პროცესი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობებს აღვადგინოთ უკეთ, ვიდრე იყო. ისე, როგორც ბიომრავალფეროვნების სფეროში, სახეობებიდან გადარჩება არა ყველაზე ძლიერი, ან ყველაზე ჭკვიანი. გადარჩება ის, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია ცვლილებებთან შეგუება“.
პროგრამის EU4Digital საქმიანობის შედეგების შეჯამებისას მან თქვა, რომ პროგრამის მუშაობამ უკვე „მიაღწია სიმწიფის ეტაპს, და ის რეალურ შედეგებს იძლევა“ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტელეკომის წესები, ნდობა და უსაფრთხოება, ე-ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები, ე-ჯანმრთელობა და ე–მმართველობა. გარდა ამისა, მან დახატა უფრო ვრცელი პერსპექტივა და აღნიშნა, რომ ეს შედეგები ქმნიან ინტეგრაციის უფრო მდგრად საძირკველს ევროკავშირის გადაწყვეტების და გლობალური ინდიკატორების ხელახალი გამოყენებით, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, და კონკრეტული გადაწყვეტების შექმნით, რომლებიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორების ევროკავშირის ციფრულ ბაზრებზე, ევროკავშირის ფასეულობათა ჯაჭვში და ევროკავშირის ეკონომიკაში ინტეგრაციას.
რობერტ შუმანის სიტყვების პერიფრაზის საშუალებით, მან დასკვნით სახით აღნიშნა: „მჯერა, რომ ევროკავშირის ციფრულ ბაზარზე ინტეგრაცია ერთბაშად, ან ერთადერთი გეგმის მიხედვით არ მოხდება. ის განხორციელდება კონკრეტული მიღწევების საფუძველზე, რომლებიც პირველ რიგში რეალურ სოლიდარობას აყალიბებს“, – ამ პროცესში კი პროგრამამ EU4Digital გადამწყვეტი როლი შეასრულა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენციის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
- ელექტრონული ვაჭრობა
- ელექტრონული უნარები
- ელექტრონული ჯანმრთელობა
- ტელეკომის წესები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი

26/09/2023
Surge Summit საქართველოში
Surge Summit – ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის (EECCA) რეგიონში ცნობილი ღონისძიება,…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
პროგრამის EU4Digital ანგარიში: უახლესი ინფორმაცია, ტენდენციები და თანამშრომლობის პერსპექტივები ევროკავშირის ელ-კომერციის სფეროში
პროგრამამ EU4Digital გამოაქვეყნა ევროკავშირის განახლებული საბაზისო ანგარიში ელ-კომერციის შესახებ აღმოსავლეთ პა…
გაიგეთ მეტი
15/09/2023
საუბარი პროგრამასთან EU4Digital: ახალი Twitter-ის ახალი შესაძლებლობები
საზაფხულო არდადეგების დასასრულს, გუნდი, რომელიც კურირებს ახალ ამბებს, განცხადებებს, სტატიებს და სხვა პუბლიკაცი…
გაიგეთ მეტი