

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში: პროგრამის EU4Digital შეხვედრაზე განიხილავენ წინსვლას და პერსპექტივებს
თარიღი: 14/10/20
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემების სფეროს წინსვლა და სამომავლო გეგმები წარმოდგენილი იყო პროგრამის EU4Digital მიერ 2020 წლის 8 ოქტომბერს გამართულ თემატურ სესიაზე, 5-9 ოქტომბერს ვირტუალურად ჩატარებული ყოველწლიური საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში.
სესიის 30-ზე მეტ მონაწილეს შორის იყვნენ: ევროკომისიის წევრები, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ექსპერტთა ქსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
სესიის დასაწყისში სიტყვით გამოვიდნენ პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდი ხელმძღვანელი ანა პობოლი და მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე რუტა სალვიტე-ტამოსიუნიენე; მათ მიმოიხილეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიურ ინოვაციებთან დაკავშირებული საქმიანობის მიმდინარე მდგომარეობა, შედეგები და განვითარების პერსპექტივები.
წარმოდგენილი იქნა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ერთ-ერთი ძირითადი მიღწევა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეკოსისტემის პოლიტიკის რეკომენდაცია და სამოქმედო გეგმები, რომლებიც იქნა შემუშავებული და შესაბამისობაში მოყვანილი 100-ზე მეტ ადგილობრივ მონაწილე მხარესთან. მონაწილე მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი ვალდებულება საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით, და განისაზღვრა მაკოორდინირებელი ორგანიზაციები. სამოქმედო გეგმები წარმოადგენს საფუძველს ინიციატივების განსახორციელებლად ეროვნულ დონეზე დაფინანსებული ან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების საშუალებით აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეულ ქვეყანაში. ეს დოკუმენტები ახლა ხელმისაწვდომია ონლაინ ინიციატივის EU4Digital ბიბლიოთეკაში.
პოლიტიკის რეკომენდაციებთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლებში ჩატარდა სტარტაპების და სქეილაფების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგების საფუძველზე დაწყებულია ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივის (DISC) ფინანსური მექანიზმის საპილოტე პროგრამის შემუშავება, რომლის მიზანია ახალი ფონდის ამოქმედება განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ტექნიკური სტარტაპების დასაფინანსებლად უახლოეს წლებში. ეკოსისტემის განვითარების საჭიროებების მხარდაჭერა განხორციელდება ციფრული ინოვაციის და სქეილ-აფ ინიციატივის (DISC) მექანიზმის ამოქმედების პარალელურად, რისთვისაც მომზადდება სპეციალური
სახელმძღვანელო პოტენციალის შექმნის რეკომენდაციებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შემუშავებული ქსელური აქტივობის გეგმის საფუძველზე შერჩეული იქნა ქსელური აქტივობის ვირტუალური ღონისძიებების მიმართულება. იმავე საღამოს ჩატარდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მე-2 ქსელური ღონისძიება თემაზე „მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის ინტეგრაცია ევროკავშირის და გლობალურ ქსელებში“. დაგეგმილია კიდევ ოთხი სხვა ონლაინ ქსელური აქტივობა პოლიტიკის შერჩეულ სფეროებთან დაკავშირებით.
2020 წლის სექტემბერში პროგრამამ EU4Digital ჩამოაყალიბა ტექნოლოგიურ სფეროში ქალთა მხარდამჭერი ადგილობრივი ორგანიზაციების პარტნიორობები; აღნიშნულის მიზანია რეგიონული სახელმძღვანელო რეკომენდაციების და ეროვნული დონის სამოქმედო გეგმების შემუშავება ქალთა მენტორობის პროგრამების განსახორციელებლად ტექნოლოგიების სექტორში. როგორც მოსალოდნელია, ადგილობრივმა პარტნიორებმა უახლოეს წლებში საკუთარ თავზე უნდა აიღონ ახალი პროგრამების ამოქმედება.
გარდა ამისა, არსებობს გეგმები სამთავრობო პოლიტიკის საკოორდინაციო ფორუმის დასაარსებლად მომავალი წლისთვის; ეს იქნება ყოველწლიური ღონისძიება, რომელზეც შეიკრიბებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის და ევროკავშირის პოლიტიკოსები, სტარატპები და სქეილაფები, და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეკოსისტემის სხვა მოთამაშეები.
პრეზენტაციის შემდეგ მოისმინეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების და სტარტაპის ეკოსისტემების საექსპერტო ქსელის კოორდინატორის რაშად აზიზოვის საპასუხო მოსაზრება, რომლიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კომუნიკაციების და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს საინფორმაციო საზოგადოების და ე-მმართველობის ინოვაციური განვითარების დეპარატამენტის ხელმძღვანელია. ბ-ნმა აზიზოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გაძლიერებული ქსელი და მასთან დაკავშირებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის მოთამაშეები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არიან ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია შემუშავებული სამოქმედო გეგმების განსახორციელებლად.
ღონისძიების შეჯამების სახით გაიმართა ზოგადი დისკუსია მიმდინარე მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ. მონაწილე მხარეებმა ხაზი გაუსვეს შემუშავებული პოლიტიკის სამოქმედო გეგმების აქტუალურობას. იმისათვის, რომ მიღწეული იქნას უფრო ფართო ზეგავლენა, მოსალოდნელია ევროკავშირის დახმარება განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში. პარალელურად განიხილეს სხვა რეგიონული პრიორიტეტები: ჩვეულებრივი მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული გარდაქმნის და ციფრული სტარტაპების და სქეილაფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საჭიროება. რეგიონმა დაადასტურა დაგეგმილი სტარტეპების დაფინანსების მექანიზმის ამოქმედების საჭიროება და მისთვის მზადყოფნა. საზიარო პრიორიტეტები კვლავ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს ძირითადი საქმიანობა იქნება უახლოეს მომავალში.
დამატებით ინფორმაცია თემატური სესიები ორგანიზებული იყო ინიციატივის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, განხორციელებული აქტივობების, შედეგების და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით. გახდით საინფორმაციო ბიულეტენის ხელმომწერი და იყავით ყოველთვის ინფორმირებული.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი

01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი