ბაქოში გამართული სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა – საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები

  • თარიღი: 31/05/19
  • გააზიარეთ:

29-30 მაისს EU4Digital Facility-ს მიერ ბაქოში (აზერბაიჯანი) ორგანიზებული იყო სამუშაო შეხვედრა ინიციატივის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელის საკითხზე, ექვს პარტნიორ ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მდგომარეობის და წინსვლის პრიორიტეტების განსახილველად.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო წარმოედგინა კონკრეტული სამუშაო, რომელიც უნდა ჩატარდეს EU4Digital Facility’s-ს მიერ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების კუთხით, ასევე საქმის ვითარება და პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში, და EU4Digital Facility-სა და თემატურ ქსელს შორის თანამშრომლობის შემოთავაზებული მექანიზმები და დაახლოება.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელის სამუშაო შეხვედრის პირველი დღე მიეძღვნა შემდეგ საკითხებს:

  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმოხილვა ბელარუსში, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების საქმიანობა და მათი კორელაცია EU4Digital ქსელის სამოქმედო გეგმასთან.
  • კონკრეტული სამუშაო, ჩასატარებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების გუნდის ხუთი აქტივობიდან თითოეულისთვის:
    • საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის.
    • საერთო ტრენინგის პაკეტის შემუშავება.
    • ინოვაციური ეკოსისტემის მონაწილე მხარეებს შორის კავშირების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
    • Start-up Europe ქსელების და პლატფორმების გაფართოება ექვსივე პარტნიორი ქვეყნის მოცვის მიზნით.
    • სარეკლამო/საპოპულარიზაციო კამპანიების განხორციელება პარტნიორ ქვეყნებში.
  • EU4Digital Facility-სა და თემატურ ქსელს შორის თანამშრომლობის და დაახლოების შეთავაზებული მექანიზმები
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: მიმდინარე მდგომარეობა, მიზნები, სამუშაოს მასშტაბი, სამოქმედო გეგმა.

მეორე დღე მიეძღვნა შემდეგ საკითხებს:

  • ევროკომისიის მიერ სათანადო პრაქტიკის გაზიარება ციფრული ინოვაციების ხელშეწყობის და სტარტაპების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
  • ციფრულ ინოვაციებში ჩართული სტარტაპების და მეწარმეების საჭიროებები.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების წარმატების ისტორიები აზერბაიჯანიდან.

ახალი ამბები

იხილეთ ყველა