

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური ღონისძიება: ინტელექტუალური საკუთრების მართვა და ეკოსისტემის მონაწილეთა პოტენციალის გაძლიერების პერსპექტივები
თარიღი: 08/03/21
2 მარტს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა პროგრამის EU4Digital ქსელურ ღონისძიებაში შემდეგი საკითხების განსახილველად: ინტელექტუალური საკუთრების მართვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, და ინტელექტუალურ საკუთრებაზე ზედამხედველობის პერსპექტივები რეგიონში.
ვირტუალურ ღონისძიებაში მონაწილეობდა 50 ორგანიზაციის 100 წარმომადგენელი, მათ შორის ეროვნული საპატენტო სააგენტოები, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები, ტექნოლოგიების ტრანსფერის და მხარდაჭერის ოფისები, სამინისტროების წარმომადგენლები, ინოვაციის ეკოსისტემის საკოორდინაციო სააგენტოები, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის ეროვნული კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ექსპერტთა ქსელი.
ღონისძიებაზე ჩატარდა ინტერაქტიული სესიები შემდეგ საკითხებზე: ინტელექტუალური საკუთრების საშუალებების და სერვისების პოპულარიზაცია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ევროკავშირის წამყვანი ორგანიზაციებიდან, ეროვნული საპატენტო ოფისების, ტექნოლოგიის ტრანსფერის ოფისების და ინოვაციის ეკოსისტემის სხვა მონაწილეთა პოტენციალის გაუმჯობესების პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიღეს ევროკავშირის წამყვანმა ორგანიზაციებმა, კერძოდ:
- ევროკომისია (შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობის და მცირე და საშუალო საწარმოების სფეროს გენერალური დირექტორატი – DG GROW);
- ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი;
- ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახური.

შეხვედრა გაიხსნა ევროკომისიის პოლიტიკის საკითხების სპეციალისტის ვავჟინეც პეშკის (შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობის და მცირე და საშუალო ბიზნესის გენერალური დირექტორატი – DG GROW) საპროგრამო პრეზენტაციით „ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერა
მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“. ბ-ნმა პეშკიმ გააშუქა ინტელექტუალური საკუთრება, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივი, რომელიც საჭიროებს ფრთხილ მოპყრობას, და განიხილა ევროკომისიის კომპლექსური სტრატეგია მცირე და საშუალო საწარმოების, უმაღლესი საგანმანათლებლო და სახელმწიფო კვლევითი ორგანიზაციების მხარდასაჭერად ინტელექტუალური საკუთრების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპებზე. ევროკომისიის მხარდაჭერა ხორციელდება ინსტრუმენტების მთელი სპექტრის საშუალებით, როგორიცაა Ideas powered for business, ინტელექტუალური საკუთრების ვაუჩერი/მცირე და საშუალო საწარმოების ფონდი, IPA4SME, ინტელექტუალური საკუთრების წინასწარი დიაგნოსტიკა EU/RS და მრავალი სხვა. ამ ინსტრუმენტების დანერგვა ხდება ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებთან, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს კერძო კონსულტანტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო
მომდევნო პრეზენტაცია „ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობა“ გააკეთა ალვარო გარსია ალკაზარმა (ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის და იურიდიულ საქმეთა ჯგუფის ხელმძღვანელი). მან წარმოადგინა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები – მათ ევროკავშირის პოლიტიკის ჩარჩო იყენებს საფუძვლად ტექნიკური თანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. შემდეგ ბ-ნმა ალკაზარმა მაგალითად მოიყვანა ახლახან დაწყებული ევროკავშირ-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტი (EUGIPP), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ეფექტურ დაცვას და გაძლიერებას საქართველოში ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საფუძველზე. დასასრულს, სპიკერმა მიმოიხილა ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) ინსტრუმენტები, მათ შორის მონაცემთა ბაზა და კლასიფიკაციის საშუალებები, რომლებზე წვდომაც შესაძლებელია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ სააგენტოებთან და მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
გარდა ამისა, მონაწილეებს მიმართა ევროკავშირ-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) წარმომადგენელმა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარის მოადგილემ ქ-ნმა ნინო ჩიქოვანმა; მან დაადასტურა პროექტის მზადყოფნა გააზიაროს საკუთარი გამოცდილება სხვა პარტნიორ ქვეყნებში პოტენციური ლოკალიზაციისთვის.
სესია გაგრძელდა ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის (European IP Helpdesk) პროექტის უფროსი მენეჯერის ქ-ნი კლერ ფრიცის პრეზენტაციით „ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის სერვისები და გამოცდილება“. ამ ორგანიზაციის მთავარი ბენეფიციარები არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტები, სახელმწიფოთაშორის ბიზნესში ჩართული ევროკავშირის მიკრო-, მცირე და საშუალო საწარმოები და შუამავლები, რომლებიც მცირე და საშუალო საწარმოებს და მკვლევრებს ინოვაციებთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. სპიკერის სიტყვებით, სერვისების მასშტაბი მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ფორმას, ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის მომხმარებელზე მორგებულ ინფორმაციას საკონსულტაციო სამსახურის საშუალებით და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ინტელექტუალური საკუთრების მართვის მნიშვნელობის შესახებ. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინოვაციის მხარდაჭერის სფეროს წარმომადგენლების პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ტარდება ტრენინგები და ვებინარები ინტელექტუალური საკუთრების პრობლემებზე. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის მიერ შექმნილი მხარდაჭერის ერთ-ერთი მექანიზმია ინტელექტუალური
საკუთრების ელჩები, რომელიც ევროპის მეწარმეთა ქსელის ფარგლებში მოქმედებს და 28 ქვეყანას მოიცავს. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მცირე და საშუალო საწარმოებში ცოდნას ავრცელებენ ინტელექტუალური საკუთრების ელჩები – ბელარუსის ტექნოლოგიების ტრანსფერის რესპუბლიკური ცენტრის დირექტორი დოქტორი ალექსანდრ უსპენსკი და მოლდოვას კვლევის და განვითარების ეროვნული სააგენტოს ინოვაციური პროექტების დირექტორატის ხელმძღვანელი ბ-ნი ვადიმ იაცევიჩი. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის ექსპერტიზა შეიძლება გამოიყენონ უნივერსიტეტებმა, ვაჭრობის პალატებმა, რეგიონული განვითარების სააგენტოებმა, კვლევის და ტექნოლოგიების ცენტრებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, თუ ისინი ინტელექტუალური საკუთრების ელჩის ფუნქციებს შეასრულებენ.
ღონისძიება დასრულდა სპეციალური ტრენინგით „ინტელექტუალური საკუთრების მართვა, დაცვა და გამოყენება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში“ კვლევის და განვითარების ორგანიზაციების, მცირე და საშუალო საწარმოების და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის. ტრენინგი ჩაატარა ორგანიზაციის Iambic Innovation Ltd აღმასრულებელმა დირექტორმა და ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის (European IP Helpdesk) მთავარმა კონსულტანტმა დოქტორმა იუჯინ სუინიმ. მან განიხილა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თავისებურებები, ინოვაციის სხვადასხვა ფორმები სხვადასხვა სექტორში და ინტელექტუალური საკუთრების მრავალი შესაძლო ფორმა, ასევე მათი გამოყენების გზები და ბიზნეს-მოდელები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან შესაძლებელია ინტელექტუალური საკუთრების ყველა ფორმა ეკონომიკურ აქტივად ჩაითვალოს, მათი დაცვა იურიდიული საშუალებებით ნებისმიერი ბიზნესის სტრატეგიულ კომერციულ გადაწყვეტილებად უნდა განიხილებოდეს. დოქტორმა სუინიმ აუხსნა დამსწრეებს გადაწყვეტილების მიღების სტრატეგია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით დაცვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის და სერვისების სფეროში წამყვანი ადგილი სავაჭრო ნიშნებს და საავტორო უფლებებს უჭირავს, ტელეკომუნიკაციებს და აპარატულ უზრუნველყოფას კი პატენტები უფრო შეესაბამება. ღონისძიება შეაჯამა პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა ანა პობოლმა. მან აღნიშნა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერაში გათვალისწინებული უნდა იყოს ინტელექტუალური საკუთრების აქტივების სტრატეგიული მართვის კომერციული მნიშვნელობა, და ის უნდა მოიცავდეს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ტრენინგის და ქსელური აქტივობის კომპონენტებს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პოტენციალის შესაქმნელად. პრაქტიკული თვალსაზრისით, თანამშრომლობის დამყარება პატენტების ეროვნულ სააგენტოებს, უნივერსიტეტებს, ინოვაციების მხარდამჭერ ორგანიზაციებს და იურიდიულ და ტექნოლოგიურ საკითხებში კვალიფიცირებულ პროფესიონალ კონსულტანტებს შორის, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას და განავითარებს მეცნიერებატევად ინოვაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ამდენად, პირველი რიგის კონსულტაციები ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სტარტაპების და მცირე და საშუალო
საწარმოებისთვის ინოვაციების მხარდამჭერი ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა ბიზნეს-ინკუბატორები, აქსელერატორები, კლასტერული ორგანიზაციები და ციფრული ინოვაციის ჰაბები.
***
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებები
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციები ქსელური აქტივობის ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საზოგადოებების ჩამოყალიბებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში. რეგიონში ქსელების შექმნის გარდა, სასურველია ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების დამყარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციებს და დაინტერესებულ პირებს შორის ევროკავშირის მხრიდან, მდგრადი ერთობლივი საქმიანობის და პროექტების მხარდასაჭერად მომავალში. ამ ძალისხმევის მიზანია ცოდნის გაღრმავება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და მისი უკეთ გააზრება დაინტერესებული მხარეების მიერ რეგიონში. ამიტომ ღონისძიებების ამ სერიას ჰყავს ფართო სამიზნე აუდიტორია, მათ შორის სამინისტროების წარმომადგენლები და უწყებები, შესაბამისი პოლიტიკური სფეროს ასოციაციები და ქსელები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები, და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციის ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლები.
პრეზენტაციები:
„ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ ჩამოტვირთვა
„ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO) საერთაშორისო თანამშრომლობა“ ჩამოტვირთვა
„ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის სერვისები და გამოცდილება“ ჩამოტვირთვა
„ინტელექტუალური საკუთრების მართვა, დაცვა და გამოყენება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში“ ჩამოტვირთვა
Other ICT networking events:
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი

01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი