2 მარტს პროგრამა EU4Digital ატარებს ქსელურ ღონისძიებას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში. ღონისძიების ძირითადი თემაა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში და მასზე განხილული იქნება შემდეგი ორგანიზაციების ინტერესები: ეროვნული საპატენტო სააგენტოები, ბიზნესის მხარდამჭერი ასოციაციები, ტექნოლოგიების ტრანსფერის ოფისები და მხარდაჭერის ორგანიზაციები (მათ შორის უნივერსიტეტებში და კვლევით ორგანიზაციებში არსებული), ასევე სამინისტროების წარმომადგენლობები და სააგენტოები, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების კოორდინაციას.
ღონისძიების უპირველესი მიზანია ცოდნის გაღრმავება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში არსებული საშუალებების და შესაძლებლობების შესახებ, რასაც ევროკავშირის წამყვანი ორგანიზაციები დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობენ. გარდა ამისა, ღონისძიების ამოცანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპატენტო სააგენტოების, ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრების და ინოვაციური ეკოსისტემის სხვა მონაწილეების შესაძლებლობების გაძლიერების და ევროკავშირის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოტენციური სფეროების განხილვა.
ღონისძიებას გახსნის ევროკომისიის (შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობის და მცირე და საშუალო ბიზნესის გენერალური დირექტორატის – DG GROW) წარმომადგენელი საპროგრამო სიტყვით ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის პერსპექტივებზე. შემდეგ ევროპის ინტელექტუალური საკუთრების ოფისი წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიურ საშუალებებს და სერვისებს, რომელსაც ისინი მცირე და საშუალო ბიზნესს და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მუშაკებს სთავაზობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახური (European IP Helpdesk) წარმოადგენს საკუთრ საქმიან წინადადებას და მონაწილეებს გაუზიარებს ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის ელჩების გამოცდილებას პარტნიორი ქვეყნებიდან – ბელარუსიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. ბოლოს, ღონისძიება მონაწილეებს მიიწვევს სპეციალურ ვებინარზე, რომელზეც განიხილება ინტელექტუალური საკუთრების მართვის, დაცვის და გამოყენების საკითხები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში კვლევის და განვითარების ორგანიზაციების, მცირე და საშუალო საწარმოების და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის.
შეხვედრის მოდერატორი იქნება პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი ანა პობოლი; პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის სესიის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ შემდეგი სპიკერები ევროკავშირიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან:
- ვავჟინეც პეშკი, პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი ევროკომისიიდან (შიდა ბაზრის, მრეწველობის, მეწარმეობის და მცირე და საშუალო ბიზნესის გენერალური დირექტორატი – DG GROW);
- კლერ ფრიცი, პროექტის ხელმძღვანელი (Eurice GmbH) და ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის (European IP Helpdesk) პროექტის ხელმძღვანელი;
- დოქ. იუჯინ სუინი, ევროპის ინტელექტუალური საკუთრების მხარდაჭერის სამსახურის (European IP Helpdesk) პრაქტიკული ინოვაციების და ინტელექტუალური საკუთრების მართვის ექსპერტი;
- დოქ. ალექსანდრ უსპენსკი, ტექნოლოგიების ტრანსფერის რესპუბლიკური ცენტრის (RCTT) დირექტორი, ბელარუსის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ელჩი;
- ვადიმ იაცევიჩი, კვლევის და განვითარების ეროვნული სააგენტოს ინოვაციური პროექტების დირექტორატის ხელმძღვანელი, მოლდოვის რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ელჩი.
თუ დაინტერესებული ხართ ღონისძიებაში მონაწილეობით ან გაქვთ შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელს ანა პობოლს (anna.pobol@gmail.com).
მონაწილეების რეგისტრაცია მიმდინარეობს აქ 1 მარტამდე.