საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელის ღონისძიება

  • თარიღი: 11/11/19 – 13/11/19
  • გააზიარეთ:

11-13 ნოემბერს პროგრამა EU4Digital უმასპინძლებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების 1-ლ ქსელურ ღონისძიებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სტარტაპების და სქეილაპების, ბიზნეს-ასოციაციების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებისა და პოლიტიკის დამსახველებისთვის, რომლებიც დაკავშირებულები არიან ბლოკჩეინთან,  ბლოკჩეინის საერთაშორისო კონგრესზე – Convergence 2019 ესპანეთის ქალაქ მალაგაში.

ბლოკჩეინის საერთაშორისო მთავარი კონგრესი ასევე უმასპინძლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე ორიენტირებულ ექსპერტულ დისკუსიას – ციფრული ინოვაციები, ბლოკჩეინი და სქეილაპები განვითარებად ბაზრებზე. ამ სესიის ამოცანაა გამოცდილების გაზიარება იმ როლის შესახებ, რომელსაც ციფრული ინოვაციები  და ტექნოლოგიები ასრულებს ეკონომიკური ზრდის და სოციალური განვითარების ხელშეწყობაში განვითარებად ბაზრებზე. კერძოდ, სესიაზე ყურადღება გამახვილდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე პროგრამის EU4Digital კონტექსტში და განხილული იქნება საკითხები, დაკავშირებული ინოვაციის პოლიტიკასთან, ციფრული ინოვაციის ეკოსისტემებთან და მეცნიერებატევადი სტარტაპების და მცირე და საშუალო საწარმოების მასშტაბების ზრდის პროცესთან განვითარებად ბაზრებზე.

ღონისძიების მიზანი:

  1. ციფრული ინოვაციების გამოწვევების გააზრება / სხვადასხვა ტიპის მონაწილე მხარეების ინტეგრირება ბლოკჩეინის საერთაშორისო საზოგადოებაში
  2. აღმოსავლეთ პარტნიორობის ბლოკჩეინის საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის ბლოკჩეინის სამიზნე სამუშაო ჯგუფის) ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
  3. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე მხარეების მიერ საერთაშორისო ბლოკჩეინის დღის წესრიგის შესახებ უფრო ღრმა ცოდნის მიღების ხელშეწყობა
  4. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილეთა ხელშეწყობა ბლოკჩეინის საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებთან შეხვედრაში
  5. აღმოსავლეთ პარტნიორობის ბლოკჩეინის სტარტეპების / სქეილაპების წარდგენა ბლოკჩეინის საერთაშორისო საზოგადოებისთვის
  6. ქსელური ურთიერთობის სქემების / რეჟიმების პილოტირება პროგრამის EU4Digital კონტექსტში

მოსალოდნელი შედეგები:

  1. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე მხარეების დაკავშირებაა ბლოკჩეინის საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებთან

აღმოსავლეთ პარტნიორობის ბლოკჩეინის სამიზნე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთადერთი საკონტაქტო ორგანიზაცია ევროკომისიისთვის ბლოკჩეინის საკითხებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში

მოვლენები

იხილეთ ყველა