

მთავარი / იყავით ინფორმირებული / უახლესი ინფორმაცია
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მეორე ქსელური ღონისძიება: თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ალტერნატიულ ფინანსურ მოთამაშეებს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის ქსელებში
თარიღი: 15/10/20
პროგრამის EU4Digital ქსელურ ღონისძიებაზე 8 ოქტომბერს განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ალტერნატიული ფინანსური პროვაიდერების ევროპულ ქსელებსა და პლატფორმებში ინტეგრაციის გზები, და მათი პოტენციალის განვითარება ციფრული მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად რეგიონში.
პროგრამის EU4Digital საკოორდინაციო კომიტეტის კვირის ფარგლებში ჩატარებული ვირტუალური ქსელური ღონისძიების სამიზნე აუდიტორია იყო საფინანსო სექტორის ალტერნატიული ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, პარტნიორული ურთიერთობების მხარდასაჭერად ამ რეგიონის ბიზნეს-ქსელებს და ასოციაციებს და მათ ევროპელ კოლეგებს შორის. შეხვედრის დროს ევროკავშირის ძირითადმა ბიზნეს-მხარდამჭერებმა – მეცენატმა-ინვესტორებმა და ქრაუდფანდინგის ქსელებმა – წარმოადგინეს საქმიანი წინადადებები, გეგმები და პერსპექტივები შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში; ეს მხარდამჭერები არიან:
- ევროპული ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების ქსელი (EBN)
- ევროპის მეცენატი ინვესტორების ქსელი (EBAN)
- ევროპის მეცენატი-ინვესტორები (BAE)
- ევროპის ქრაუდფანდინგის ქსელი (ECN)
ღონისძიებას დაესწრო 80-ზე მეტი მონაწილე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის 55-მდე სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომლებიც ალტერნატიულ საფინანსო სექტორს წარმოადგენდნენ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მეცენატი-ინვესტორების წამომადგენლები, ვენჩურული კაპიტალის ასოციაციები, ქრაუდფანდინგის პლატფორმები, სამინისტროები, უწყებები და ეკოსისტემის სხვა მოთამაშეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ასევე ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) კოორდინატორები, ევროკავშირის წარმომადგენლობები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ექსპერტთა ქსელის წევრები.
ღონისძიების სხვადასხვა ინტერაქტიულ სესიაზე გაშუქდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა ასპექტები:
- ინოვაციის და ბიზნესის მხარდამჭერი ეკოსისტემების ქსელური აქტივობა
- მეცენატი-ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის ასოციაციების ქსელური აქტივობა
- ქრაუდფანდინგის ეკოსისტემების ქსელური აქტივობა
ღონისძიება გახსნა პროგრამის EU4Digital საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა და ღონისძიების მოდერატორმა ანა პობოლმა, რომელმაც წარმოადგინა ქსელური ღონისძიების მიზნები, შემდეგ კი
მოისმინეს ევროპული ინოვაციების საბჭოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს კონსულტანტის ხესუს ლოზანოს საპროგრამო მოხსენება თემაზე „სამეცენატო ინვესტიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.
ბ-ნმა ლოზანომ ხაზგასმით აღნიშნა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო მოთამაშეებთან ქსელური აქტივობის, და ამ ეკოსისტემასთან კავშირების დამყარების გადამწყვეტი მნიშვნელობა; აღნიშნულის მიზანია დაეხმაროს დამწყებ ინვესტორებს პერსპექტიული სტარტაპების შერჩევაში, მათი წარმატების პერსპექტივის გაუმჯობესებასა და რისკების დაბალანსებაში. მეცენატ-ინვესტორთა ქსელების სარგებლიანობა დამოუკიდებელ ინვესტიციებთან შედარებით მოიცავს შემდეგს: რესურსების გაზიარება, ფინანსების შერწყმა, პარტნიორული ურთიერთობები, მეტი გავლენა და გამარტივებული წვდომა ბაზრებზე, აღნიშნა ბ-ნმა ლოზანომ. სესიას თემაზე „ინოვაციის და ბიზნესის მხარდამჭერი ეკოსისტემების ქსელური აქტივობა“ უძღვებოდნენ ევროპული ბიზნესის ქსელის (EBN) წარმომადგენლები დევიდ ულერი და ლუკა მაინი. პრეზენტაციაში თემაზე „ბიზნეს-ინოვაციის ლიდერთა ევროპული საზოგადოება და თანამშრომლობის პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ გაშუქდა ევროპული ბიზნესის ქსელის ძირითადი ინიციატივები – ევროკავშირის ბიზნეს-ინოვაციის ცენტრების (EU|BIC) სერთიფიკაცია, ხარისხიანი ბიზნეს-მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება და განაწილება, პროექტებს შორის თანამშრომლობის დაწყება და ხელშეწყობა, გლობალური ქსელური აქტივობა და ადვოკატირება ბიზნესის მხარდასაჭერად. საკუთარი მისიის ხელშეწყობისთვის რეგიონული განვითარების მამოძრავებელ ძალად ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების გამოყენების მიზნით, ევროპული ბიზნესის ქსელის (EBN) ხარისხის გარანტიის მქონე ორგანიზაციების შედარებითი ანალიზი ევროკავშირის ბიზნეს-ინოვაციის ცენტრების (EU|BIC) ხარისხის ნიშნის მეშვეობით, წევრებს ინოვაციის მხარდაჭერის მაღალი სტანდარტების შენარჩუნების საშუალებას აძლევს. „ევროპული ბიზნესის ქსელის ბიზნესის და ინოვაციის ცენტრების დაარსება უკრაინაში“ – ეს პრაქტიკული მაგალითი მოიყვანა უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ოფისის (SMEDO) კონსულტანტმა ინა პეტრენკომ, რომელმაც ისაუბრა უკრაინაში ამგვარი ორგანიზაციის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და წარმატებაზე. უკრაინული გამოცდილება უჩვენებს, რომ სტაბილურობის მისაღწევად ბიზნეს-ინოვაციის ცენტრებმა ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე უნდა მიაწოდონ მომხმარებელს მაღალი ხარისხის სერვისები; ამავე დროს უნდა შეიქმნას პოტენციალი, რომელიც უმნიშვნელოვანესია სერვისის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, და ბიზნესის მხარდამჭერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის მთელ ქვეყანაში. ამჟამად უკრაინაში განიხილება ევროკავშირის 24 ბიზნეს-ინოვაციის ცენტრისგან (EU|BIC) შემდგარი ვრცელი ეროვნული ქსელის შექმნა
მთავრობის 2020-2022 წლების ეკონომიკური რეაბილიტაციის პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
დისკუსია გაგრძელდა სესიაზე, რომლის თემა იყო მეცენატი ინვესტორების და ვენჩურული კაპიტალის ასოციაციების ქსელური აქტივობა. მთავარი კითხვები დაისვა მეცენატი-ინვესტორების და მეცენატი-ინვესტორების ქსელის მენეჯერების პოტენციალის შექმნის საკითხზე, და ქსელურ აქტივობაზე ევროკავშირის ორგანიზაციებთან. კითხვებს უპასუხა ევროპის მეცენატი ინვესტორების ქსელის (EBAN) სამდივნოს დირექტორმა იაკოპო ლოსომ; მან მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი ცოდნა საკითხზე „მეცენატი ინვესტორების გარემო ევროპაში და მასთან დაკავშირება“. ბ-ნმა ლოსომ მონაწილეებს გააცნო ევროპის მეცენატი ინვესტორების ქსელი (EBAN), როგორც ადრეული ეტაპის ინვესტორთა წრეების პანევროპული წარმომადგენელი 50-ზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტი ორგანიზაციით; ის წარმოადგენს სექტორს, რომელიც სავარაუდოდ წელიწადში 11.4 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებს. მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები საკუთარ ქვეყნებში შესაძლო სამთავრობო დახმარების თაობაზე მეცენატი-ინვესტორების ეკოსისტემების განვითარების მიზნით. წამოჭრილ დისკუსიაში მთავრობების მხრიდან ადგილობრივი მეცენატი წრეების შესაძლო მხარდაჭერის საშუალებებად მოხსენიებული იყო საგადასახადო შეღავათები და თანაინვესტირების სქემები. თუმცა, ბ-ნი ლოსოს ინფორმაციით, მეცენატი ინვესტორების მხარდაჭერის ეროვნული პროგრამების შექმნა და მხარდაჭერის ინსტრუმენტების შერჩევა უნდა მოხდეს ადგილობრივ და საერთაშორისო მეცენატ ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, ვინაიდან მათ აქვთ სხვადასხვა საშუალებებით მიღებული შედეგების შედარების გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში.
ევროპის მეცენატი ინვესტორების (BAE) საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის იან დებეტსის პრეზენტაცია მიეძღვნა საკითხის „ევროპის წამყვან მეცენატ ინვესტორებთან თანამშრომლობა“ შესაძლებლობებს და გამოცდილებას. ამ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა ინტენსიური ქსელური აქტივობა შემდეგი საშუალებებით: სპეციალიზებული ღონისძიებები, სამეცნიერო კვლევა და მონაცემთა შეგროვება, და მათი გაზიარება საზოგადოების წევრებთან. ბ-ნმა დებეტსმა მონაწილეებს გააცნო კვლევა „ქალი მეცენატები ევროპელი მეწარმეებისთვის“, რომელიც ხელს უწყობს დისკუსიას ქალთა მეწარმეობის პოტენციურ მხარდაჭერაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნა ინვესტორებზე და ეკოსისტემის მოთამაშეებზე წვდომის პლატფორმა EuroQuity, როგორც ქსელთან დაკავშირების სასარგებლო საშუალება ევროკავშირში. საბოლოო სესია მიეძღვნა „ქრაუდფანდინგის ეკოსისტემების ქსელურ აქტივობას“ პრეზენტაციით თემაზე „შესაძლო თანამშრომლობის საქმიანი წინადადება და ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“, რომელიც გააკეთა ევროპის ქრაუდფანდინგის ქსელის (ECN) დირექტორმა ოლივერ გეჯამ. ამ ქსელის მიზანია დაეხმაროს პროფესიული სტანდარტების შემუშავებას, სექტორში კვლევის ჩატარებას და პროფესიული ქსელური აქტივობის შესაძლებლობებს წევრებს და სექტორის მთავარ
მოთამაშეებს შორის. დისკუსიის დროს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქარუდფანდინგის ფორმები სესხების და აქციების საფუძველზე განსაკუთრებით საინტერესო იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ბ-ნმა გეჯამ მიმოიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერის შესაძლებლობები ქრაუდფანდინგის სარეგულაციო ჩარჩოს შემუშავებით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე.
პრაქტიკული პერსპექტივა ქრაუდფანდინგის საკითხებზე წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ გორგოძემ პრეზენტაციით „ქრაუდფანდინგის რეგულაციების შემუშავება საქართველოში: გამოწვევები და პროცესი“. მან აღნიშნა, რომ ბანკმა ახლახან დაამტკიცა ტექნოლოგიურად ნეიტრალური სტრატეგია ზედამხედველობის პროცესისთვის. 2019 წლის დეკემბრის შემდეგ შეიქმნა ახალი სტრუქტურები საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების დასახმარებლად, მათ შორის ფინანსური ინოვაციების ოფისი, RegLab, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების (AI&ML) მოდელების რისკის მართვის ჩარჩო, ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპები და აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის (API) ღია სტანდარტი. შემდეგ დისკუსია შეეხო ამ ინსტრუმენტების თავისებურებებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მოთხოვნებს ფინანსური ბაზრების რეგულირების გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.
ქსელური ღონისძიების შეჯამების მიზნით გაკეთდა დასკვნა იმის შესახებ, რომ საჭიროა თანამშრომლობის გაგრძელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის ქსელების და პლატფორმების საშუალებით. დაგეგმილია შემდგომი შეხვედრების ჩატარება ევროკავშირის თითოეულ ორგანიზაციას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაინტერესებულ მონაწილეებს შორის, რათა გაგრძელდეს დისკუსიები ორგანიზაციების პრაქტიკული დაკავშირების საკითხზე, მათ შორის პოტენციალის შექმნის პროგრამების შემუშავების და ევროკავშირის ორგანიზაციებში პოტენციური გაწევრიანების საკითხებზე.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ქსელური აქტივობის ღონისძიებების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში საზოგადოებების ჩამოყალიბების მხარდაჭერა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის შერჩეულ სფეროებში. რეგიონში ქსელების შექმნის გარდა, ამ ღონისძიებების ამოცანაა ბილატერალური და მულტილატერალური კავშირების დამყარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ორგანიზაციებსა და ევროკავშირის მონაწილე მხარეებს შორის მომავალი სტაბილური ერთობლივი საქმიანობის და პროექტების მხარდასაჭერად. ეს ძალისხმევა მიზნად ისახავს მონაწილე მხარეების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესებას და გაღრმავებას ევროკავშირის შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ რეგიონში. ამიტომ ღონისძიებების სერიის სამიზნეა ფართო აუდიტორია, მათ შორის წარმომადგენლები და უწყებები სამინისტროების დონეზე, შესაბამისი პოლიტიკის სფეროების ასოციაციები და ქსელები, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურული ორგანიზაციები და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციების ეკოსისტემის სხვა მოთამაშეები.
- აზერბაიჯანი
- ბელარუსი
- მოლდოვის რესპუბლიკა
- საქართველო
- სომხეთი
- უკრაინა
- ICT ინოვაციები
დამატებითი ახალი ინფორმაცია
01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი

01/12/2023
ციფრული დაკავშირებადობა: გზა ტრანსფორმაციისკენ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში
სამედიცინო, საგანმანათლებლო, ფინანსური, ბიზნესის და სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდების ზრდასთან ერთად ციფრ…
გაიგეთ მეტი
29/11/2023
ადამიანური ფაქტორი ციფრულ ტრანსფორმაციაში: აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული კონფერენცია-2023
ადამიანზე ორიენტირებული საჭიროებები და უპირატესობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ჩვენი მიზანია მდ…
გაიგეთ მეტი
28/11/2023
პროექტი „ციფრული აბრეშუმის გზა“ აზერბაიჯანსა და საქართველოს განვითარებას ჰპირდება
აზერბაიჯანი და საქართველო მზად არიან გახდნენ ციფრული ჰაბები ოპტიკურ-ბოჭკოვან სატელეკომუნიკაციო „დერეფანში“, რო…
გაიგეთ მეტი